არქივი

აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე

1a0be2e168d0

აფხაზეთი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს.მისი ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის მთავარი ქედია,სამხრეთის კი-შავი ზღვა,რაც განსაკუთრებულ კლიმატს განაპირობებს.
აფხაზეთის მრავალფეროვანი ბუნება,კარგი ამინდი და შავიზღვისპირა კურორტები ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს,თუმცა გასული საუკუნის ბოლოს წარმოქმნილი კონფლიქტის გამო მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა.აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევაა შემორჩენილი უმიკალური ენდემური მცენარეები.მათი დაცვის მიზნით შექმნილია რიწის,ბიჭვინთის,გუმისთის,მიუსერისა და ფსხუს ნაკრძალები.გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებების შორის მოქცეულ ვაკეტე მდებარეობს ულამაზესი ქალაქი სოხუმი,აფხაზეთის დედაქალაქი.

ქვის უძველესი ნაგებობები

აფხაზეთის ტერიტორიაზე ბევრგანაა შემორჩენილი ბრინჯაოს ხანის დოლმენები,რომლებიც,მეცნიერთა აზრით,ბელადების სამარხები იყო.ეშერაში აღმოჩენილია ძვ.წII ათასწლეულის ორი კრომლეხიც-წრიულად განლაგებული უზარმაზარი ლოდები.სავარაუდოდ ჰქონდა კრომლეხებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა და მზის ტაძარს წარმოადგენდა.მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრომლეხი სამხრეთი ინგლიში მდებარე სთოუნჰენჯია.
f03eb388f631

ანაკოფია 7ს-დან მე-13ს-მდე ციხე-ქალაქი იყო სოხუმთან ახლოს,ივერიის მთაზე,დღევანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე.წერილობით წყაროებში ის პირველად მე-13 საუკუნეში,მურვან-ყრუს შემოსევების დროს გვხვდება.ანტიკური ტაძრის და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.1875წელს ათონის მთის ძირას,ძველი ანაკოფიის ადგილას ახალი ათონის მონასტერი დაარსდა.ის შავიზრვისპირა უდიდესი საეკლესიო ცენტრი იყო1924წლამდე,სანამ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ არ გააუქმა.დღეს აქ სამონასტრო ცხოვრება კვლავ აღდგენილია.

3e6b28f950be

აფხაზეთში,შავი ზღვის სანაპიროსთან ბერძენმა ანტიკურ ხანაში ბევრი ქალაქი დააარსეს.ყველაზე ცნობილია დიოსკურია(ახლანდელი სოხუმი)რომლის ნაწილი დროთა განმავლობაში წყალმა დაფარა.მე-20საუკუნის50-იან წლებში არქეოლოგებმა სანაპიროსთან შავი ზღვის ფსკერის შესწავლა დაიწყეს და მრავალი საინტერესო ნივთი აღმოაჩუნეს,მათ შორის თიხის ჭურჭელი,დიოსკურიის მონეტები ძვ.წ 5 საუკუნისდროინდელი ქალებისა და ბავშვების გამოსახულებით.

a242da300405

აფხაზეთი მიწისქვეშა მდინარეებითა და მღვიმეებითაა განთქმული.ესენია:ახალი ათონის,აბრსკილის,შაქურიანის და ცივი მღვიმეები.ძალიან ლამაზია გუდაუთას რაიონში ზღვის დონიდან1950მეტრზე მდებარე კარსტული უფსრკული,რომელიც ერთ-ერთი უღრმესია მსოფლიოში.სპელეოლოგებმა ჯერჯერობით მხოლოდ1335მეტრზე სიღრმემდე ჩააღწიეს.მისი ზედა ნაწილი ზამთარ-ზაფხულის თოვლითა და ყინულითაა დაფარული,რის გამოც ბუნების ამ საოცრებას თოვლიან უბსკრულს ეძახიან.

d72902f172a2

ბიჭვინთა ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია შავიზღვის სანაპიროზე.ქვიშიანი პლაჟები,კარგი კლიმატი,განსაკუთრებიტ სუფთა ზღვა და ლამაზი ბუნება ყოველთვის დიდი რაოდენობით ტურისტს იზიდავდა.განსაკუთრებულ ხიბს ბიჭვინთას რელიქტური ანუ უძველესი ფიჭვის ტყე ანიჭებს,რომელიც აქ პლაჟიდან სულ რამდენიმე მეტრში იწყება.ამ ადგილის როგორც ქართული,ასევე ბერძნული სახელი პოსიუნტი ფიჭვისგან მომდინარეობს.

იმედია აფხაზეთი მალე ისევ დაგვიბრუნდება

bendela

12345

მსგავსი ამბები

Back to top button