არქივი

პიროვნების აქცენტუაცია

80563424
სამართლიანი იქნება, რომ ვაღიაროთ „ზომიერი“  ხასიათის არსებობა? იქნებ სწორედ ეს არის იდეალური ხასიათი? დავუშვათ ისეთი ადამიანის არსებობა, რომელსაც გრძნობები, აზრები და ქცევები მაქსიმალურად (იდეალურად) დაბალანსებული აქვს, მაშინ სადღაა ინდივიდუალობა? ასეთი ადამიანი მხოლოდ უტოპიაშითუ შეგვხვდება. რეალურად ეს შეუძლებელია. ხასიათი განაპირობებს პიროვნების „განსხვავებულობას“.

არსებობს  ადამიანის გარემოსთან ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ვარიაციები: არიან ადამიანები, რომლებშიც მეტად (ან ნაკლებად) არის გამოხატული ეგოიზმი, ან ალტრუიზმი, არსებობენ მეტად ან ნაკლებად ამბიციური ადამიანები, მეტად ან ნაკლებად შემწყნარებლები, მეტად  ან  ნაკლებად პასუხისმგებლობის გრძნობის მქონენი და ა.შ.  ამ ვარიაციებზე დაყრდნობით, ასეთი მისწრაფებების და მიდრეკილებების დროს ყალიბდებიან პიროვნებები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ჯერ არ არიან აქცენტუალურნი.

ტერმინი აქცენტიაცია შემოიღო გერმანელმა ფსიქიატრმა კარლ ლეონარდმა 1968 წელს, რომელიც გამოყენა თავის ნაშრომში „ Акцентуированные личности“. აქცენტუაცია მიდრეკილია პათოლოგიებისადმი. „აქცენტუაცია“ ახლოს არის „პიროვნების აშლილობასთან“.

psychopathology

ხასიათის აქცენტუალური თვისებები არც ისე ბევრია, როგორც ამ თვისებების ვარიაციები.  ეს იგივე თვისებებია, პათოლოგიისადმი მიდრეკილი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი თვისებები აქვს „საშუალო“ ადამიანსაც, მაგრამ სხვებისთვის ძნელად აღსაღქმელი (უფრო ხშირად შეუმჩნეველი). გარკვეული ძალის მიღწევის შემთხვევაში, ისინი კვალს ტოვებენ პიროვნებაზე  და კიდევ უფრო მეტი გამოვლენისას უარყოფითადაც მოქმედებენ. ხასიათის აქცენტუაცია უკიდურესი ნორმაა, რომლის დროსაც ხასიათის ცალკეული თვისებები საჭიროზე მეტად გაძლიერებულია. შედეგად ვაწყდებით გარკვეული ტიპის დაუცველობის შეგრძნებას, თუმცა  წინააღმდეგობის უნარი ამაღლებულია.

აქცენტუალურ ადამიანებს  ვერ ვუწოდებთ  არანორმალურებს. ასეთი პიროვნებები მუდამ მზად არიან იყვნენ განსაკუთრებულნი, არ აქვს მნიშვნელობა დადებითად თუ უარყოფითად. თუ ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის უარყოფითია, ეს იმიტომ, რომ კონკრეტული სიტუაცია მისთვის არაკომფორტული იყო, სხვა შემთხვევებში ის სხვანაირი, ანუ დადებითი გამოჩნდებოდა.

მყარი წესები, რომლის საფუძველზეც დადგინდებოდა პიროვნების აქცენტუაცია, სამწუხაროდ, არ არსებობს. ხასიათის აქცენტუაციას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი საერთო  აქვს ფსიქოპათიასთან. “არსებობს სამი ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმი: ტოტალურობა, შედარებით სტაბილური ხასიათი და სოციალური დეზადაპტაცია”.

აქცენტუაციას ფსიქოპათიისაგან განასხვავებს ის, რომ ფსიქოპათიას გარკვეული ფსიქიკური ტრავმა იწვევს (შეიძლება სრულიად არაადეკვატურად მიღებულიც), რომელსაც თან ახლავს მწვავე ფსიქოზური რეაქციები, სოციალურ გარემოსთან შეუგუებლობა. აქცენტუაციის დროს-კი დარღვევები ჩნდება მხოლოდ გარკვეული ფსიქიკური ტრავმების შედეგად, როდესაც ასეთი პიროვნება აწყდება მისდამი მიმართულ წინააღმდეგობას, როდესაც მის „აქილევსის ქუსლს“ ეხებიან.

„ფსიქოპათია განპირობებულია პიროვნების ფორმირების დარღვევით, არასწორი აღზრდითა და აქცენტუაციის (ხასითის გარკვეული ნაკვთის ძლიერი განვითარება, სტრესისადმი ცუდი კომპენსაციის უნარი) გაძლიერებით.“

„ასევე გასათვალისწინებელია, რომ თავად ტერმინი «ფსიქოპათია» ფსიქიატრიაშიც მოძველდა და ისევე როგორც პათოფსიქოლოგიაში გამოიყენება ახალი ტერმინი— «პიროვნების აშლილობა», რომელიც უკეთესად ესადაგება აღნიშნულ მდგომარეობას.“

ჩვეულებრივად აქცენტუაცია ვითარდება ხასიათის ჩამოყალიბების პერიოდში, ანუ გარდატეხის პერიოდში და ზრდასთან ერთად, თანდათან მშვიდდება, მაგრამ არ ქრება.  აქცენტუაციისთვის დამახასიათებელია გარკვეულ, ანუ ხელსაყრელ სიტუაციაში გამოვლინება, ხოლო ისე შესაძლოა შეუმჩნეველიც დარჩეს.

აქცენტუალური ხასიათის და ფსიქოპათიის ტიპები

ჰიპერტიმული.  ფსიქოპატიზაციის ჰიპერტიმული არამდგრადობა ყველაზე ხშირი შემთხვევაა, რასაც თან ახლავს გართობის წყურვილის, მხიარულების, სარისკო თავგადასავლების წინა პლანზე წამოწევა. უკან რჩება ყურადღება, მუშაობის სურვილი, ალკოჰოლიზმი, დანაშაულის ჩადენის სურვილი. საბოლოოდ არასოციალურ ცხოვრებამდე მიდის.

ჰიპეტრიმულ-ჰისტეროიდული ვარიანტი შედარებით იშვიათად გვხვდება. ცხოვრებისეულ სირთულეებთან შეხვედრა, უიღბლობა, სასჯელის მუქარა და სხვადასხვა არაკომფორტული სიტუაციები იწვევს დიდ აგრესიას სხვებისადმი (შეიძლება საკუთარი თავისადმიც, რაც, ხშირად, სუიციდითაც სრულდება).

ფსიქოპათიზაციის ჰიპერტიმულ-აფექტური სახეობა განსხვავდება აფექტურად ფიცხი ბუნებით. თან ახლავს გაღიზიანება და აღშფოთება. როდესაც ხვდებიან წინააღმდეგობას ან განიცდიან უიღბლობას, პატარა მიზეზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ უკიდურესად მკაცნი გახდნენ.

ციკლოიდური.  ზრდის პროცესში ორი სახის ციკლოიდურ აქცენტუაციას ვხვდებით: ტიპურს და ლაბილურს. ტიპური ციკლოიდი, ბავშვობაში, არაფრით გამოირჩევა თანატოლებისგან. ზრდასრულობასთან ერთად იწყება სუბდეპრესიული ფაზა. იგი მიდრეკილია აპათიასთან და გაღიზიანებადობასთან. გარეშე პირების დამოკიდებულება და არაკომფორტულობა იწვევს სუიციდისკენ გადახრას.

ლაბილური ციკლოიდების ფაზები გაცილებით ხანმოკლეა. რამდენიმე „კარგ“ დღეს ენაცვლება რამდენიმე „ცუდი“ დღე.  ახასიათებს ძალიან ჩვალებადი ხასიათი.

ასთენიურ-ნერვული.  ძირითადი თვისებებია გაძლიერებული დაღლილობის გრძნობა და გაღიზიანებადობა.

psychopath test
სენსიტიური.  ბავშვობიდან იჩენენ მორიდებულობას. ადაპტაციური სირთულეები 16-19 წლის ასაკში ვლინდება.  სწორედ ამ ასაკში ჩნდება სენსიტურობის ორი მთავარი ხარისხი: უკიდურესი მგრძნობიარეობა და საკუთარი თავის გაძლიერებული უკმარისობის გრძნობა.

შიზოიდური. ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებად ითვლება ჩაკეტილობა, გარემოსგან გამოთიშვა და კონტაქტის დამყარების უუნარობა.

ფსიქასტენური. ძირითადი თვისებებია მოზარდობის ასაკში გაუბედაობა და თვით ანალიზის სიყვარული. ახასიათებს აკვიატებული შიშები, ქმედებები, რიტუალები, აზრები და იდეები.

გაუწონასწორებელი. ეს ძირითადად ქცევებს ეხება და, ლაბილურისგან განსხვავებით, არა ემოციებს.  გამოიხატება როდესაც საქმე ეხება სწავლას, რაიმე ვალდებულებებს, მიზნების მიღწევას და საზოგადოებასთან ურთიერთობას. მაგრამ გასართობის ძიებაში ისინი არ არიან აგრესიულნი, უბრალოდ „დინებას მიჰყვებიან“.

ისტერიული.  მისი მთავარი თვისებებია შეუზღუდავი თვითმმართველობა, ყურადღების ცენტრში ყოფნის წყურვილი, აღტაცებულობა, გაკვირვებულობა. ზოგჯერ თავის თავისკენ მიმართული სიძულვილი და უკმაყოფილებაც.

ტერმინის „აქცენტუაცია“  არსებობის პერიოდში დამკვიდრდა რამდენიმე სახესხვაობა. პირველი, ზემოთ ხსენებულ“ კარლ ლეონარდს ეკუთვნის, მეორე- ანდრეი ევგენევიჩ ლიჩკოს. არსებობს კიდევ სხვა ავტორების ნაშრომები, მაგრამ ძირითადი და ამომწურავი ინფორმაცია მხოლოდ ამ ორ ავტორს ეკუთვნის.

 

 

გამოყენებული წყაროები :

En. wikipedia.org / wiki / Psychopathy

En. wikipedia.org / wiki / Accentuation

Ru. wikipedia.org / wiki / Акцентуа́ция

http:// forum. gol.ge- ფსიქოპათია.

Карл Леонгард. Акцентуированные личности.

 

[email protected]

bla bla bla
Back to top button