არქივი

ტოლერანტობა

5055 tolerance
ტოლერანტობა (ინგლ.: Tolerance) — თანამედროვე პოლიტიკური ტერმინი, რომელიც სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ კონტექსტში დებატებისას გამოიყენება, როგორც დისკრიმინაციის ერთგვარი ანტითეზისი. ტერმინს ხშირად უცხო რელიგიურ მრწამსთან მიმართებაში იყენებენ, ისევე როგორც ზოგიერთ უფრო ვიწრო კატეგორიებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია არატრადიციული სექსუალური და სოციალური ორიენტაციისადმი.

,,ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის” თანახმად (ხელმოწერილია 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ), ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.” ტერმინს ,,tolerantia” (ლათ.) სემანტიკაში ერთმანეთს კვეთს სამი შინაარსი:
1. მდგრადობა, ამტანობა
2. შემწყნარებლობა;
3. დაშვება, დასაშვები გადახრა.
განსაკუთრებით საინტერესო tolerance-ს (ინგლ.) მნიშვნელობათა სპექტრია, რომელიც ინგლისურ-რუსულ ფსიქოლოგიურ ლექსიკონში გვხდება: შეძენილი მდგრადობა; გაურკვევლის, უცნობის მიმართ მდგრადობა; კონფლიქტის წინაშე მდგრადობა; მდგრადობა ქცევითი გადახრისადმი. ეს განსაზღვრებები გულისხმობს განსხვავებული ნაციონალობის, რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულების, სოციალური ან ეთნიკური წარმომავლობის, საკუთრების და ზოგადად სხვის მიმართ დამთმენ დამოკიდებულებას. გაუმართლებელი იქნებოდა ტოლერანტობის მხოლოდ პასიურ შემწყნარებლობამდე დაყვანა, ვინაიდან ტოლერანტობა – ეს არის კულტურებში, რელიგიებსა და ანთროპოლოგიურ ტიპებში გამოხატული მსოფლიოს მრავალფეროვნებით გამოწვეული სიყვარული. აქ მხოლოდ ერთი შეზღუდვა არსებობს: აუცილებელია, მრავალფეროვნებამ არ გადალახოს ჰუმანიზმის საყოველთაო ნორმის საზღვარი, რომელიც კაცობრიობის ერთგვარი კონსესუსია ამ უკანასკნელთან დაკავშირებით. ტოლერანტობა გულისხმობს კომპრომისს, მაგრამ არა – უპრინციპობას, ანუ როგორც ნეტარი ავგუსტინე იტყოდა: მთავარში – ერთობა, საკამათოში – თავისუფლება, ყველაფერში – სიყვარული”.

iStock 000012148264XSmall

სხვისი ქცევებისა და შეხედულებების შეწყნარება. ტოლერანტიზმს თავდაპირველად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და ჩამოყალიბდა ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპად. შემდგომში ტ. დემოკრატიული თეორიის ბაზისურ ღირებულებად იქცა. უკვე სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პრესის არსებობა გულისხმობს პოლიტიკური ოპოზიციისადმი შემწყნარებლობას. ტ-ის პოლიტიკური პრინციპი აუცილებლად გულისხმობს გამიჯვნას „თქმასა“ და „მოქმედებას“ შორის. ისეთი საზოგადოება, სადაც შეხედულებების თავისუფალი გამოთქმა შეზღუდულია, უთუოდ არადემოკრატიულად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ იგივე არ ვრცელდება მოქმედების თავისუფლებაზედაც. დემოკრატიულ სახელმწიფოში დასაშვებია თუნდაც თავად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიმართული შეხედულებებით საჯაროდ გამოსვლა, მაგრამ არა ანალოგიური ქმედებები.

un day for tolerance

ადამიანის შესაძლებლობა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები.
ტოლერანტული ღირებულებების განვითარების მიზანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ არაძალადობის გზით განსხვავებულ კულტურის, რასის, სქესისა და რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება.

657277 travel picture racial tolerance

ტოლერანტობა უპირატესად ადამიანის აქტიური პოზიციაა, პარტნიორობა, თანაგრძობა, სხვებისთვის ზრუნვა და აქედან გამომდინარე პოზიტიური სამყაროს მხედველობა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა საკუთარი ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი, სამყაროს მრავალფეროვნებისა და ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერება.
ტოლერანტიზმს თავდაპირველად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და ჩამოყალიბდა როგორც სხვადასხვა სფეროს მშვიდობიანი თანაარსების პრინციპად.
რელიგიებს შორის რა თქმა უნდა არსებობს განსხვავება, ერთი რელიგია ეწინააღმდეგება მეორეს, ეს ხალხს შორის ზოგჯერ წინააღმდეგობას ბადებს, თუმცა ეს წინააღმდეგობა არა მტრობის არამედ მეგობრობის მიზეზი უნდა გახდეს.
გასააზრებელია ეს სიტყვები: მოექეცი სხვა ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ. ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნების თუ რასის წარმომადგენლებს.
ადამიანში მთავარია მისი პიროვნული თვისებები, ამიტომ ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია ის იჩენს სხვების მიმართ შემწყნარებლობას, თანაგრძობას და სამყაროს მრავალფეროვვნებას თანასწორად აღიქვამს.
ტოლერანტობა გამორიცხავს ძალადობას და აგრესიას.
ჩვენ ყველანი უნდა შევეცადოთ ვიყოთ ტოლერანტები, შესაძლოა ჩვენს გარშემო ცოტაა ტოლერანტი ადამიანი, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთში პოზიტიური თვისებების დანახვა; ცოტაოდენი სიკეთე კი ყველა ჩვენგანის გულშია…

tolerance

tolerance 1

წყარო : http://ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button