კულტურა

თემურ კენკებაშვილი – ქართველი ვუნდერ-კინდი

042e605c6a75

ამჯერად მინდა გაგაცნოთ 17 წლის ქართველი ვუნდერ-კინდი თემურ კენკებაშვილი

თემურ კენკებაშვილი (დ. 19 ოქტომბერი, 1995 წ.) — ქართველი ვუნდერ-კინდი, ისტორიკოსი. ”საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების” წევრი, ამავე საზოგადოების საქართველოს ისტორიისა და კულტურის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
იკვლევს საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიისა და წყაროთმცოდნეობის პრობლემებს. აგრეთვე ქვემო ქართლის ისტორიულ გეოგრაფიას, საქართველოს ეკლესიის ისტორიას, საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხებს. არის ოცამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
თემურ კენკებაშვილი 12-13 წლის ასაკიდან შეისწავლის საქართველოს ისტორიის აქტუალურ პრობლემებს. იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თავისი გამოკვლევით, რომელიც თამარ მეფის გარდაცვალების თარიღსა და მისი საფლავის ადგილმდებარეობას ეხებოდა. მისი აზრით თამარ მეფე გარდაიცვალა 1215 წლის 27 იანვარს და დაკრძალულია გელათის მონასტერში.
c66b7acf0f6d

მისი გამოქვეყნებული ნაშრომების ნაწილი:
კოჯრის ისტორია. თბილისი. 2009 წელი.
გარდაცვალება და დაკრძალვა თამარ მეფისა. თბილისი. 2010 წელი. 44 გვ.
კოჯრის ისტორია. თბილისი 2010 წელი.
საქართველოს სამეფო ხელისუფლებისთვის ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მემკვიდრეთა შორის. თბილისი. 2010 წელი.
ქრონოლოგიური პარადიგმები. თბილისი. 2011 წელი.
როდის დაიბადა ილია ჭავჭავაძე?! გაზ. “ახალი განათლება”, 2009 წელი, 12-18 ნოემბერი, # 34.

ab53833721ed

“კოჟორი”-კოჯორი. გაზ. “ქართული უნივერსიტეტი”, 2010 წელი, 4-10 თებერვალი, # 50.
როგორ დაიწყო და როგორ მოხდა საქართველოს გასაბჭოება. გაზ. “ქართული უნივერსიტეტი”, 2010 წელი, 18-24 თებერვალი, # 52.
დე ბუას ეპისტოლეს გამოცანები, საქართველო-ევროპის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან. გაზ. “ქართული უნივერსიტეტი”, 2010 წელი, 15-21 აპრილი, # 60.
სად და როდის გარდაიცვალა თამარ მეფე? გაზ. “ქართული უნივერსიტეტი”, 2010 წელი, 20-26 მაისი, # 65.
სამეფო ხელისუფლებისთვის ბრძოლა ფეოლადურ საქართველოში. გაზ. “ქართული უნივერსიტეტი”, 2010 წელი, 17-23 ივნისი, # 69.

b4e91390a729

კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ IX-ის სასახლე კოჯორში. გაზ. “რეზონანსი”, 2010 წელი, 25 ოქტომბერი. # 287.
მიითვისა თუ არა იმერთა მეფე ალექსანდრე მეხუთემ თამარ მეფის საფლავი. გაზ. “`რეზონანსი”, 2010 წელი, 3 დეკემბერი. # 326.
თამარ მეფის გარდაცვალების დადგენის შესახებ. ინტერვიუ ისტორიკოს თემურ კენკებაშვილთან. გაზ. “24 საათი”, 20.12.11.
გარდაცვალება და დაკრძალვა თამარ მეფისა. ინტერვიუ ისტორიკოს თემურ კენკებაშვილთან. გაზ. “24 საათი”, 08.02.12.
c9970ae3eee0

წყარო: http://ka.wikipedia.org/

lado

mmm

მსგავსი ამბები

Back to top button