უცნაური

წინასწარმეტყველება

image

16 ივლისს 1945 წელს პირველად გამოსცადეს ატომური ბომბი.სამხედრო საიდუმლო პოლიგონზე “ნიუ მექსიკოში”გერბერტ უელსმა 1914 წელს დაწერილ რომანში თქვა რომ კაცობრიობას ელოდება მსოფლიო ომი სადაც იქნება გამოყენებული ატომური იარაღი.ეს იყო დაწერილი სეცნარი რომელიც ნელ–ნელა სრულდებოდა.1956 წელს შეიქმნა ასეთი მეცნიერება “ფუტაროლოგია”(შესწავლა მომავლის)ყველა გამოკვლევა მაშინ იყო გასაიდუმლოებული, შექმნეს კომპიუტერული მოდელი, განიხილებოდა ბევრი ფაქტორი, გამოკვლევებმა აჩვენა მომავალში მოსალოდნელი მოვლენები, მათ დაინახეს საშინელი ისტორია რომელიც სავარაუდოდ მოხდებოდა, ერთ–ერთ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო კრიზისი, რომელიც ნამდვილად ასრულდა 1975 წელს.მათ შეეშინდათ და შეაჩერეს ყველა გამოკვლევა.აღმოჩნდა რომ მთავარი პრინციპი ფუტაროლოოგიის არის არამარტო მომავლის გამოკვლევა არამედ წარსულის შესწავლაც, ესა თუ ის ამბავი რაც წარსულში მოხდა აუცილებლად განმეორდება მომავალში, მაგრამ თუ ასეა არც ისე ძნელი ყოფილა მომავლის გაგება…მაგრამ ფუტოროლოგები ტყდებიან იმაში რომ შეუძლიათ მომავლის გაგება საერთო თვალსაზრისით, რაც შეეხება დეტალებს აქ მეცნიერება უძლურია.თანამედროვე მეცნიერებს არ შეუძლიათ წინასწარმეტყველება რაც მოახერხა მორგან რობერტსონმა მან თითქმის 100% სიზუსტით აღწერა ტიტანიკის დაღუპვა.გამოგონილი ტიტანიკის წონა იყო 70 000 ტონაზე ოდნავ ნაკლები, სინამდვილეში იყო 66 000 ტონა.ტიტანიკი ცდილობდა ატლანტის ოკეანის გადალახვას რომ რეკორდი მოეხსნა მაგრამ ეს დასრულდა კატასტროფით, დაეჯახა აისბერგს.კიდევ როგორ მოახერხა მან დაეწერა რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა აპრილში, თან დაესახელებინა მათი გვარები ვინც იმგზავრებდა.როდესაც მას ჰკითხეს თუ როგორ შეძლო ამის წინასწარმეტყველება, მან თქვა რომ არც აპირებდა არაფრის წინასწარმეტყველებას.მან უბრალოდ დაწერა ის რაც თავში მოსდიოდა.

image

ვანგას წინასწარმეტყველება: ვანგა დაიბადა 1911 წლის 31 იანვარს, მას ჯერ არ არქმევდნენ სახელს რადგან არ ეგონათ თუ გადარჩებოდა, მხოლოდ 2 თვის შემდეგ იტირა როგორც ნამდვილმა ბავშვმა.11 წლის ასაკში მან მოიფიქრა უცნაური თამაში, მალავდა კუკლას გარეთ ან სახლში და შემდეგ დახუჭავდა მაგრად თვალებს როგორც ბრმა და პოულობდა.12 წლის ასაკში ის იპოვეს 2 კილომეტრით სახლიდან მოშორებით, მას ქვიშით ჰქონდა თვალები ამოვსებული, ექიმებმა ვერ შეძლეს მხედველობის აღდგენა.ის ტიროდა და ღმერთს ეხვეწებოდა რომ მომხდარიყო სასწაული, არადა თვითონაც ვერ ხვდებოდა რომ ეს სასწაული უკვე მოხდა.ის ხედავდა რაღაც არსებებს და ვერ ხვდებოდა ვინ იყვნენ ისინი.ამბობდა რომ ისინი გვაკონტროლებენ.ვანგასთან მისული ადამიანები გაოცებულები იყვნენ იმით თუ როგორი სიზუსტით ეუბნებოდა მათ ცხოვრებაზე ყველაფერს.მან იწინასწარმეტყველა 1 მსოფლიო ომი და თქვა რომ ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა.სარწმუნოება ამბობს რომ მას კავშირი ჰქონდა დემონურ არსებებთან რომლებიც ეუბნებოდნენ ამა თუ იმ შემთხვევის შესახებ.ვანგა ამბობდა რომ როდესაც მის წინ ადამიანი დგება მასთან მოდიან მისი ყველა გარდაცვლილი ახლობლები და თავიანთ დასმულ შეკითხვებს თავადვე სცემენ პასუხს და მე მხოლოდ ვიმეორებ იმას რასაც ისინი ამბობენ. ვანგა ამბობდა ენით, (სიტყვებით) ხანდახან სწორად ხანდახან ბუნებრივად.მან თქვა რომ უცხოპლანეტელებტან კონტაქტი მოხდება 2180 წელს.ამბობდა ნელ–ნელა გაქრებიან მწერები და რამდენიმე ხილის სახეობა.მან ასევე იწინასწარმეტყველა 2 ტყუპი შენობის სავაჭრო ცენტრის დანგრევა. 2004 წელს მომხდარი ცუნამი შრილანკაზე რომელმაც წაიგო უამრავი ადამიანის სიცოცხლე, მაშველებმა ვერ იპოვნეს ვერცერთი ცხოველის გვამი, სპილოები, ვეფხვები, ლეოპარდები, კურდღლები და სხვა, ყველა მომხდარამდე რამდენიმე საათით ადრე შევიდა ტყეში და ყველა გადარჩა.ცხოველებს აქვთ წინათგრძნობა, ვანგაც ბრმა იყო და მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა სხვა გრძნობაზე…მისით დაინტერესდა ხელისუფლება, მის სახლში ჩუმად დაამონტაჟეს მოსასმენი აპარატურა, ეჭვობდნენ რომ ვინმე აწვდის მას ინფორმაციას, ასევე დაინტერესდნენ მეცნიერებიც და მასზე ჩაატარეს ბევრი ცდები, ასევე იყო შემთხვევებიც როდესაც რაღაც უთქვამს და არანაერად არ ამხდარა.ცდების დროს გაირკვა რომ 90 % არტყავდა სიმართლეს.ვანგა იყო საკმაოდ მორწმუნეც და ყველა ასეთ დღეს აღნიშნავდა, მან ააგო საკუთარი ეკლესიაც კი.ამბობდა ჩემს ნიჭს ვერ ავხსნიო და ამ ნიჭით ღმერთმა დამაჯილდოვაო, წამართვა მხედველობა მაგრამ მომცა ასეთი ნიჭიო.

image

ნოსტრადამუსს ეკუთვნის ათასზე მეტი წინასწარმეტყველება და მკვლევართა თქმით ნახევარზე მეტი უკვე ახდა.ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება საუბრობს სამ ანტიქრისტეზე, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ საზოგადოებაზე.მიიჩნევა რომ პირველი არისნაპოლეონი ბოროტი მმართველი რომელსაც ყასაბსაც ეძახდნენ.მეორე ანტიქრისტედ ადოლფ ჰიტლერი ამოიცნეს.ადამიანთა რასის დიდი მტერი…ის, ვინც ყველა თავის წინამორბედზე საშინელი იქნება…სისხლისმღვრელი და დაუნდობელი.მესამე ანტიქრისტეს ვინაობის თაობაზე აზრები ძირითადად ორად იყოფა:ეს ან სადამ ჰუსეინი იყო ან ოსამა ბინ ლადენი.ნოსტრადამუსმა მასზე გვამცნო, რომ ახლო აღმოსაველეთიდან იქნებოდა.დიდი არაბეთის ქვეყანაში მუჰამედის დიდი ოსტატი დაიბადება.ის კაცობრიობის ტერორად იქცევა.
წყარო : http://intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button