გართობაკულტურა

ქვეყნის აღსასრული(აპოკალიფსი)

image

კაცობრიობის აღსასრული:ნოსტრადამუსის ცნობით ეს 2001 წელს უნდა მომხდარიყო, შემდეგ მაიას ტომის წინასწარმეტყველება გაიშიფრა და გვითხრეს, რომ 2012 წლამდე არაფერი გვემუქრებოდა.2012 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორ თვეში უცხოპლანეტელები დედამიწას მოუახლოვდებიან და ადამიანებს საკვებად გამოიყენებენ.შემდეგ გამოჩნდა პლანეტა ნიბირუ, რომელიც თურმე ყველაზე დიდი ამოუცნობი მფრინავი ობიექტია და ახლა, ჩვენი აღსასრულის უკანასკნელ ვადად 2034 წელი დაფიქსირდა.ნასა კი ირწმუნება, რომ აღსასრული 2013 წელს იქნება.ამ ტემაზე მთელი მსოფლიო საუბრობს.ცნობილი გამომცემლობები ამტკიცებენ, რომ ამოუცნობი ობიექტების დიდი რაოდენობა განლაგებულია დედამიწის თავზე

image

.მათი რიცხობრივი მაჩვენებელი 300 ხომალდია და თურმე, ყველაზე დიდი ობიექტის დანახვა დედამიწიდანაც ყოფილა შესაძლებელი.საზოგადოების ნაწილისთვის ეს სასაცილოა, ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი, ნაწილი კი დეპრესიაში არის ჩავარდნილი და მართლაც ელოდება მოსალოდნელ აღსასრულს.90 წლის სასულიერო პირი ჰაროლდ კემპინგი ირწმუნება, რომ კაცობრიობის აღსასრული 21 ოქტომბერს 18:00 საათზე დადგება.დედამიწის მოსახლეობის თითქმის 98 პროცენტი ჯოჯოხეთში მოხვდება.დარჩენილი 2 პროცენტი კი სამოთხეში გაემგზავრება.მიცვალებულები საფლავიდან წამოდგებიან.თუმცა, ზუსტად პროცენტებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან, შესაძლოა, ადამიანების გარკვეული რაოდენობა დედამიწაზე დარჩეს, რათა ჩადენილი მძიმე ცოდვებისთვის პასუხი აგოს და დედამიწაზე მიმდინარე საშინელი მოვლენების მომსწრე გახდეს, აღნიშნავს კემპინგი.კემპინგამდე ნასა გვარწმუნებდა:ვაშინგტონი, 27 სექტემბერი, უკანასკნელ დროს გაიზრდება მზის აქტივობა, მაქსიმალურ ზღვარს კი იგი 2013 წელს მიაღწევს.მეცნიერების გარკვეული ნაწილი ირწმუნება, რომ ამ მოვლენას გლობალური კატასტროფები უკავშირდება და მათთვის ეს საკმაოდ რეალური პერსპექტივაა.ბლოომბერგმა კი შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:რუსმა მილიარდელებმა, ბუნკერების აშენება დაიწყეს, რათა უცხოპლანეტელებისგან თავის დაცვა მოახერხონ.რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, რუსეთში ბუნკერების აშენება სამი წლის წინ დაწყებულა

image

.ამჟამად კი, ერთი ოთახის(აპარტამენტის)ღირებულება, 400 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.რუსეთში სამშენებლო კომპანია არსებობს რომელმაც უკვე 15 ბუნკერი ააშენა, როგორც საკუთარ, ასევე, ევროპის ტერიტორიაზე.ისინი აღნიშნავენ რომ ყველაზე მეტი შეკვეთა რუსეთიდან აქვთ, როგორც ჩანს რუსები უცხოპლანეტელებმა ძალიან შეაშინეს.ყოფილმა სამხედრო ინჟინერმა, ევგენი უბიკოომ სპეციალური კაფსულა შექმნა, რომელმაც იგი აპოკალიფსის დროს უნდა გადაარჩინოს.ინჟინერი ირწმუნება რომ კაფსულა წყლის ზედაპირზე ცურვას მოახერხებს და წყლის სიღრმეშიც ნებისმიერ მომენტში შეძლებს ჩასვლას.მისი თქმით, კაფსულაში ოთხი ადამიანი ორმოცი დღის მანძილზე სრულიად უპრობლემოდ იარსებებს.

 

წყარო : http://intermedia.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button