მისტიკასაკითხავი

ორი ლეგენდა “სისხლიან მერი”-ზე

Bloody Mary
მოხუცი უელსი იყო ბოროტი ადამიანი, რომელსაც ქვეყნიერებაზე ფულზე მეტად არაფერი უყვარდა, გარდა მისი ცოლისა.

მოხუცი უელსი იყო ბოროტი ადამიანი, რომელსაც ქვეყნიერებაზე ფულზე მეტად არაფერი უყვარდა, გარდა მისი ცოლისა. მისი სიმდიდრისკენ სწრაფვას თან ფერმის შემოსავალიც დაერთო. “ფერმერი” იჭერდა გამოქცეულ, ინდიანაში თავისუფლების მძებნელ მონებს და მათ ჯაჭვებით აბამდა საკუთარი ბეღლის სარდაფში მანამ, სანამ მათთვის ჯილდოს არ მიიღებდა. როცა მონას მისი უფროსი არ მოაკითხავდა, უელსი მათ მონების ბაზრობაზე ყიდდა, რომლის შესახებ თან ყველამ იცოდა, და თან არავინ.
როდესაც სამოქალაქო ომმა მონობას ბოლო მოუღო, შემოსავლის წყარო–დაკარგულ უელსს კიდევ ერთი კატასტროფა დაატყდა თავს: ფულზე მეტად საყვარელი მეუღლე მშობიარობას გადაყვა. მას სძულდა პატარა გოგონა – მერი. იმიტომ, რომ მას აბრალებდა ცოლის სიკვდილს. ბავშვი საერთოდ უგულებელყო და სამუშაო ტანსაცმლით შემოსა. აიძულებდა, ფერმის ყველაზე რთული და არასასიამოვნო საქმე მას გაეკეთებინა და მთელი დღე–ღამე აშიმშილებდა. მიუხედავად ამ დიდი წნეხისა, მერი გაიზარდა ტკბილი, ლამაზი გოგონა, რომელსაც მისი ბოროტი მამა მაინც უყვარდა.
როცა მერიმ სრულწლოვანებამდე მიაღწია, ყველამ ნათლად დაინახა მსგავსება მასსა და დედამისს შორის. უელსი შვილის ყოველი დანახვისას მის ცოლს წარმოიდგენდა ხოლმე. ერთ ღამეს, როცა გვარიანად გამომთვრალი იყო, დაუკითხავად შევიდა მერის საძინებელში და სერიოზული ზიანი მიაყენა მას. მერიმ გამოიღვიძა და აგონიაში ჩავარდა. ცდილობდა, დემონი მამამისი მოეშორებინა, მაგრამ უელსი ვერ გააჩერა. ზეწრები სისხლით გაიჟღინთა და გარშემო ადამიანის სხეულის ანაგლეჯები მიმოიფანტა. უსულო ტანი იატაკზე დაეცა. როცა უელსი მიხვდა, რომ ქალიშვილი მოკლა, ჩაათრია სარდაფში და სხეული გათხრილ ორმოში ჩააგდო.
ორი ღამის შემდეგ, როცა მოხუცებული დაბრუნდა მისი ღამეული კოშმარებიდან, მან აღმოაჩინა, რომ მერი სამზარეულოში იყო. თავი მხარზე ჩამოკიდვოდა და ისე ხრიალებდა, როგორც ჩაიდნიდან ამომავალი ორთქლი. მის ქვეშ სისხლის აუზი დამდგარიყო და სახეზე დანის უამრავი ნაიარევი ეტყობოდა. “მამაა” დაისისინა სისხლიანმა მერიმ. ამ ყველაფრის დამნახავმა უელსმა ღრიალით გაანგრია სამზარეულოს კარი და გარეთ გავარდა. როცა უკან მოიხედა, მოჩვენება გამქრალიყო.
ერთი კვირის შემდეგ გაზეთის კითხვის დროს მოხუცებულმა აღმოაჩინა, რომ მის წინ, სარწეველა სავარძელში სისხლიანი მერი იჯდა, მისი კაბა დასერილი და დასისხლიანებული იყო. თან პერანგს ქსოვდა. დასერილი ტუჩებით ისევ ისე დაისისინა “მამააა”.. სისხლმა მისი პირიდან შადრევანივით გადმოასხა მამამისისკენ, საქსოვი ჩხირები კი დანებისავით დაიჭირა. უელსი სახლიდან დაპანიკებული გაიქცა, ზურგზე ორი ღრმა ჭრილობით.
მოხუცმა რამოდენიმე დღე ბეღელში გაატარა, სახლში დაბრუნება აფრთხობდა. დაახლოებით ერთი კვირა სათივეში ეძინა და ბაღში მოპოვებულ ნედლ საკვებს ჭამდა. გადაწყვიტა, უკან დაბრუნებულიყო, რადგან ფიქრობდა, რომ მოჩვენება წესით უკვე უნდა წასულიყო.

უელსი ჩქარა სევიდა სამზარეულოში და შემდეგ აბაზანაში. რამოდენიმედღიანი ველური ცხოვრების შემდეგ იბანავა და წვერი გაიპარსა. სარკეში იყურებოდა და თან სახეს ათვალიერებდა, როცა მის უკან დასახიჩრებული სახე დაინახა წითელი თვალებითა და დანით დასერილი სახით. მერიმ ისევ ისე დაუსისინა მამამისს და სისხლიანი თითები გამოაჩინა. ხელებზე ბრჭყალებივით ბასრი ფრჩხილები ეტყობოდა. შეშინებულმა უელსმა უკან დაიხია, მერიმ სარკიდან ხელი გამოყო და მამამისს სახეზე ჩამოკრა ორჯერ. ტკივილისგან გამწარებული ღრიალით გავარდა ბეღელისკენ და გული ძალიან ასტკივდა. თითქოს ცეცხლი მოედო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იხრჩობოდა. სწორედ ამ დროს მისი პირიდან ნაკადულად დაიწყო სისხლდენა. უელსი ვეღარ სუნთქავდა და წინ მერის ხედავდა. მერი სისინებდა და მამამისს უხმობდა. ცოტახანში სახლში საშინელი წივილ–კივილი ატყდა. მსხვრევის ხმა ხან სათივედან, ხან კი სამზარეულოდან ისმოდა. ყველამ იფიქრა, რომ ეს უელსი იყო, რადგან გამწარებული კაცს მსგავსი ადრეც გაეკეთებინა. მეორე დღეს მაინც მივიდნენ შესამოწმებლად და შუა სამზარეულოში დაინახეს ორი გვამი. ერთი საშინლად დასახიჩრებული, დაჭრილი და სახეზე ბრჭყალების ნაკვალებიანი მამაკაცი იყო, რომელსაც რამოდენიმე თვის გარდაცვლილის სუნი ასდიოდა. მეორე კი სუფთა, უზადოდ ლამაზსახიანი გოგონა, რომელიც საოცრად გავდა მის მშობიარობაზე გადაყოლილ დედას…

ცხოვრობდა ტყის სიღრმეში, პატარა კოტეჯში და ყიდდა სასიცოცხლო მცენარეებს… ახლომდებარე ქალაქის მცხოვრებნი მას სისხლიან მერის ეძახდნენ და ამბობდნენ, რომ ის ჯადოქარი იყო. ვერავინ ბედავდა მისი სახლის საზღვრის გადაკვეთას, რადგან ფიქრობდნენ რომ ჯადოქარი მათ წყევლას მოუვლენდა: ძროხები აღარასოდეს მოიწველებოდნენ. მათი სურსათის მარაგი ზამთრის დადგომამდე განადგურდებოდა, ან ბავშვები ციებ–ცხელებით დაავადდებოდნენ.
ცოტახანში სოფლიდან პატარა გოგონებმა დაიწყეს გაუჩინარება, სათითაოდ. ვერავინ გაარკვია, სად მიდიოდნენ ისინი. ყველა ოჯახი მწუხარებამ მოიცვა. გარშემო ყველაფერ გაჩხრიკეს, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. რამოდენიმე მამაცი სული სისხლიანი მერის სახლისკენ გაეშურა. მან უარყო გოგონების იქ ყოფნა, თუმცა ხალხი იმით დაეჭვდა, რომ ადრე ქანცგამოცლილი და დაბერებული ჯადოქარი ახლა ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, მათ მერის დადანაშაულებისათვის არანაირი სამხილი არ გააჩნდათ.
ერთ ღამეს, მილერების ქალიშვილი ადგა საწოლიდან და გარეთ გაყვა იმ მომაჯადოვებელ ხმას, რომელიც არავის ესმოდა. ოჯახის დიასახლისს კბილი სტკიოდა და სამზარეულოში ნაყენით ცდილობდა მის დაამებას, როცა გოგონა სახლს ტოვებდა. ქალმა ქმარს დაუძახა და გოგონას გაეკიდნენ. ღამისპერანგიანი მილერი უკან გამოიქცა, მშობლებმა მისი დაკავება სცადეს, რადგან გოგონა ქალაქში გაქცევას ითხოვდა. გულის გამყივანი კივილი მთელმა სოფელმა გაიგო და ყველა მოვარდა მილერებთან. ერთერთმა ფერმერმა ტყიდან გამომავალი უცნაური ნათელი დაინახა და მამაკაცები ტყისკენ გაიქცნენ. დაინახეს, რომ სისხლიანი მერი სქელი მუხის გვერდით იდგა, ჯადოსნური ჯოხი კი მილერებისკენ ჰქონდა მიმართული. ის მილერების ქალიშვილს წყევლიდა და გაურკვევლად ბუტბუტებდა.
ქალაქელებმა იარაღები მოიმარჯვეს და ჯადოქრისკენ გაიქცნენ. როცა მერიმ უცნაური ხმა გაიგო, გაწყვიტა წყევლა და ისევ ტყეში შევარდა. ფერმერის იარაღი ვერცხლის ტყვიებით იყო გატენილი იმ შემთხვევისთვის, თუ ჯადოქარი ოდესმე უკან დაბრუნებას მოისურვებდა. მიზანში ამოიღო მერი და ესროლა. ტყვია მიზანში მოხვდა. ქალი დაეცა და გაბრაზებული მამაკაცები მისკენ გაიქცნენ, ქალაქის მოედნისკენ წაათრიეს და იქ აგიზგიზებულ უზარმაზარ კოცონში დაწვეს.
დაწვისას მერიმ სოფლელები დაწყევლა. თუკი ვინმე ოდესმე სარკის წინ მის სახელს ხმამაღლა წარმოთქვამდა, მერი მაშინვე იქ გაჩნდებოდა და დამძახებელს საშინელი სიკვდილით მოკლავდა. როცა მოკვდა, თანასოფლელები მის სახლში წავიდნენ, გარდაცვლილი გოგონების სხეულები წამოიღეს და დაკრძალეს. მერიმ მათი სისხლი გასაახალგაზრდავებლად გამოიყენა.
იმ დღიდან, თუ ვინმეს სულელობა ეყოფა და სარკის წინ სისხლიანი მერის სახელს გააჟღერებს სამჯერ, სარკიდან შურისმაძიებელი ჯადოქარი მოევლინება. ამბობენ, რომ ის სხეულს ნაწილ ნაწილ დაანაკუწებს და სულს შეიწოვს. ისინი ისევე დაიწვებიან, როგორც ოდესღაც მერი და სამუდამოდ სარკეში გაიჭედებიან.

ვიმედოვნებ, საინტერესო იყო

თეგები

Tatty_Tsulladze

Hey, I'm Tatty, Walking on earth for already 15 years ^_^

მსგავსი ამბები

Close
Close