მისტიკასაკითხავიუცნაური

ფარაონი ტუტანხამონი….ლეგენდა ფარაონის შეჩვენებაზე

ის მეტად უმნიშვნელო ფარაონი იყო და სულ რაღაც 18 წლისა გარდაიცვალა.ტუტანხამონზე ცნობილია,ის,რომ იყო ეხნატონის(ფარაონ ამენჰოტეპ მეოთხის) სიძე,შესაძლებელია შვილიც.ბავშვობაში თაყვანს სცემდა მზის ღმერთ ატონს,მაშინ ეხნატონის სარწმუნოებრივი რეფორმის დრო იყო,შემდგონში კი როგორც ირკვევა მისი სახელიდან,დაბრუნებია ძველ სარწმუბოებას და ტუტანხატონის სახელი ტუტანხამონად შეუცვლია.ცნობილია ისიც,რომ მისი მეფობის დროს დიდი არეულობა ყოფილა.მისი მეფობა დაახლოებით ძვ.წ.აღ.1350 წელს განეკუთვნება.ტახდი ტუტანხამონმა,როგორც წყაროებიდან ირკვევა ანხეს-ან_ამუნის წყალობით მიიღო.დაქორწინებულად ძალიან ადრე.თუკი არსებითი პორტრეტები სიმართლეს შეეფერებიან,ეს ქალი ძალიან ლამაზი უნდა ყოფილიყო.

ტუტანხამონი,როგორც ცნობილია დაკრძალული იყო ზღაპრული სიმდიდრით,რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.მაგრამ თუ 18 წლის ფარაონს ასე კრძალავდნენ,რომელსაც არაფერი გაუკეთებია სიცოცხლეში,როგორღა უდა დაესაფლავებინათ რამზეს დიდი ან თუნდაც სეთი პირველი?

დავუბრუნდეთ ისევ ტუტანხამონს.მისი მუმია აღმოაჩინა ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს მეფეთა ველზე.ლორდი კარნარვონი და მისი მეუღლე ლედი კარნარვონი იყვნენ ექსპედიციის ფუძემდებლები და დამფინანსებლები.

კარტერმა,ტუტანხამონის აკლდამის გახსნისას თავიდან მცირე ზომის ხვრელი გააკეთა კარში და შიგ შეიხედა.რაღაც დროის შემდეგ ლორდ კრნარვონს მოთმინება ამოეწურა და გაბრაზებით იკითხა:ხედავთ რამეს?

დიახ -უპასუხა კარტერმა “საოცარ რამეებს”

ძნელი დასადგენია,როდის და როგორ წარმოშვა ლეგენდა ფარაონის შეჩვენებაზე,იმ უცნაურ პირობებზე,რომლებითაც გარდაიცვალნენ გათხრების  წევრები.მსოფლიო პრესა ბევრჯერ დაბრუნებია ამ საკითხს.მეცნიერული თვალსაზრისით,ამ ზღაპარს ისეთივე ფასი აქვს,როგორც “პირამიდის დიდ რიცხვთა მისტიკას”,ან იმ სრულიად დაუსაბუთებელ ცნობას,რომ თითქოს სამარხებში ნაპოვნ სამი-ოთხი ათასი წლის წინანდელ ძვ.ეგვიპტურ ხორბლის მარცვლებს აღმოცენების უნარი არ დაუკარგავთო.

ლეგენდას “ფარაონის შეჩვენებაზე”დასაბამი მისცა,ალბათ ლორდ კარნარვონის ნაადრევმა სიკვდილმა.კარნარვონს უკბინა მოსკიტმა.სამი კვირის წვალების შემდეგ 1923 წლის 6 აპრილს კარნარვონი გარდაიცვალა.მაშინვე ატყდა მითქმა-მოთქმა ღვთის მგმობი აუცილებლად ისჯებაო.

მალე გაზეთში დაიბეჭდა წერილი “ფარაონის შურისძიება”,რომელშიც დასახელებული იყო “ტუტანხამონის შეჩვენების”ახალი მსხვერპლი.შემდეგ მოყვა ცნობები მესამე,მეშვიდე,მეცხრამეტე მსხვერპლზე.ამ უკანასკნელზე ცნობა გადასცეს ტელეგრაფით  ლონდონიდან 1930 წლის 21 თებერვალს:

“დღეს სასიკვდილოდ დაიმტვრა ლორდი ვესტბიური,რომელიც გადახტა თავისი ბინის ფანჯრიდან.ლორდ ვესტბიურის ვაჟი თავის დროზე არქეოლოგ კარტერის მდივანი იყო და მონაწილეობდა ტუტანხამონის აკლდამის გათხრებში.დილით მკვდარი იპოვნეს საკუთარ ლოგინში,თუმცა წინა დღით თავს საკმაოდ ჯანმრთელად გრძნობდა და არაფერს უჩიოდა.

“მთელი ინგლისი შიშითაა მოცული”_წერდა ერთ-ერთი გაზეთი.მას შემდეგ რაც გარდაიცვალა არჩიბალდ დუგლას რეიდი,რომელსაც მუმიისთვის რედგენის გადაღება დაუპირებია.ფარაონის 21-ე მსხვერპლი ეგვიპტოლოგი არტურ ვეიგალი ციების უნცობი სახეობით გარდაიცვალა.შემდეგ გამოვიდა ცნობა ა.კ მეისის გარდაცვალების შესახებ.მეისმა კარტერთან ერთად გახსნა სამარხი კამერა.

შემდეგ სულიერი დეპრესიის დროს თავი მოიკლა ლორდი კარნარვონის ნახევარძმამ ობრი ჰერბერტმა. და ბოლოს ეს კი მართლა თავზარდამცემი ცნობა იყო-რომელიღაც მწერეს ნაკბენისგან 1929 წელს გარდაიცვალა ლედი კარნარვონი.1930 წლისათვის გათხრების უშუალო მონაწილეთაგან ცოცხალი დარჩა მხოლოდ ჰოვარდ კარტერი.

გავრცელდა ჭორები,რომ თითქოს ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩნდა წარწერა,რომელმაც მიიღო “ფარაონის  შეჩვენების”სახელი.

“სიკვდილი მსწლაფლ მოუღებს ბოლოს მას,ვინც ფარაონის მყუდროებას დაარღვევს”(სწორედ ტუტანხამონის აღმოჩენა და ეს სიტყვები დაედო ცნობილ ფილმს მუმიას საფუძვლად)

ერთ მშვენიერ დღეს ცნობილი გახდა,რომ ამერიკაში მეტად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა ვინმე  კარტერი. აი ფარაონი ჰოვარდ კარტერის ნათესავებს უსწორდება და ამით მას აფრთხილებსო ………..

თვითონ კარტერმა ეს შეხედულებები უარყო და სასაცილო მონაჭორი უწოდა.1933 წელს გამოვიდა გერმანელი ეგვიპტოლოგი,პროფესორი გეორგ შტაინდორფი,რომელმაც მოიყვანა დამაჯერებელი არგუმენტები და განაცხადა,რომ “ფარაონის შეჩვენება”საერთოდ არ არსებობს და არასდროს ყოფილა.

შტანდორფმა დაადასტურა ისიც,რაც კარტერმა გაკვრით აღნიშნა:საერთოდ არ არსებობს ასეთი შეჩვენების წესი ეგვიპტეში,ეს რიტუალი მხოლოდ მოწიწებას და პატივისცემას მოითხოვს მიცვალებულის მიმართ.მართალია ზოგიერთ იეროგლიფზე არის დაცვითი შელოცვები,რომლებმაც უნდა შეაშინოს ოსირისის მტრები,როგორი სახითაც არ უნდა მოგვევლინოს ისინი.ვინც ამ შელოცვებს რაღაც შეჩვენებად წარმოიდგენს ნსმდვილ აზრს ამახინჯებსო.

წყარო : კერამი:ღმერთები,მეცნიერებები და აკლდამები

მსგავსი ამბები

Close
Close