არქივი

ფერების შესახებ

9979a4aaf042
არავინ იცის რის მიხედვით უწოდეს ფერებს სახელები და კიდევ უფრო უცნაურია ის სიმბოლური დატვირთვა,რაც საუკუნეთა მანძილზე ადამიანებმა ფერთა პალიტრას მიანიჭეს.სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში სამყაროს ფერები იყო საშიში და შვების მომტანი,მარტოობისა და მეგობრობის მომნიჭებელი,რწმენისა და სიყვარულის მატარებელი.
dd6b39ef2397
ფერებს ახასიათებს თავისებურება,რომელიც ადამიანის ხასიათთან ასოცირდება.

მწვანე ფერი უკვდავების სიმბოლოს წარმოადგენს.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუსლიმურ სამყაროში.ეს ფერი შველის ნევროზს,გაღიზიანებას.

ცნობილია რომ წითელი ფერი აძლიერებს კუნთების შეკუმშვას,სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს.აღმოსავლური რელიგიისთვის წითელი ფერი ცეცხლთან,სისხლთან და გამარჯვებასთანაა ასოცირებული.სპარსეთის მეფეები,ბრძენი ქურუმები,ამერიკელი და ავსტრალიელი მეომრები წითელი შეფერილობის ტანსაცმელს ატარებდნენ.მათი რწმენით ასეთი ტანსაცმელი საუკეთესო საშუალება იყო სხვათა დასაშინებლად და დასათრგუნად.ის ადამიანები კი,რომლებიც ცხოვებაში უპირატესობას წითელ ფერს ანიჭებენ,აქტიურები და წარმატებულები არიან.

ყვითელი ხალხისთვის მზესთან და ოქროსთანაა ასოცირებული.თუმცა კი “ყვითელი თვალი” ავი თვალის სიმბოლო იყო.აზიელი ხალხისთვის ყვითელი ღალატის ,სიკვდილისა და გლოვის ფერია.გადმოცემოთ იუდასაც ყვითელი ფერი ეცვა…ყვითელი ფერის მოყარულები ორიგინალურად აზროვნებენ და შეზღუდვებს ვერ იტანენ.

ცისფერი ცისა და ზღვის ფერებია და მარადიულობის,საიდუმლოსა და ღვთაებრივი ჭეშმარიტების სიმბოლოს წარმოადგენს.ლურჯი ფარდები,შალითები,ჭაღები  დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვებსა და თვალებზე.შემჩნეულია,რომ ეს ფერები შველით მათ,ვისაც გახდომა სურთ:ცისფერი ჭურჭელი,სუფრა,განათება ცუდად მოქმედებს მადაზე.ლურჯი ფერის მოყვარულები ადამიანები მშვიდები არიან და თავგანწირული მეგობრობა იციან.

ნარინჯისფერი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და მადის აღმძვრელია.ამიტომ,ძველად სასადილო ოთახებს ნარინჯისფრად ღეავდნენ.ნარინჯიფერის მოყვარული ადამიანები ადვილად აღგზნებადობით და მოუთოკავი ენერგიით გამოირჩევიან.

იისფერი ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს განსაზღვრავს ,იისფერის მოყვარული ადამიანები არტისტულები და მგძნობიარენი არიან,მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდებათ.
881e9087604a
cad47ad49db8
1177aa258b0d
სამყაროში 7000 ფერი არსებობს.ამათგან მხოლოდ 4000 აქვს სახელი.დანარჩენი კი ნომრით აღინიშნება.ადამიანების თვალი 300 ფერს აღიქვამს,ხოლო მხატვრებს ეს აღქმა გაათმაგებული აქვთ

იხილეთ ასევე
Close
Back to top button