საკითხავისასარგებლო

გული–დაუღლელი ძრავა


გული ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანოა, რომლის კუნთოვანი კედლების ტირმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას. გული სისხლს გადაისვრის ძარღვებში. სისხლი გაივლის სისხლძარღვოვან არხს და ისევ გულს უბრუნდება. გულიდან მსხვილი არტერიები გამოდის. რაც უფრო შორდებიან ისინი გულს, თანდათანობით იტოტებიან. ყველაზე წვრილი არტერიები კაპილარებად იყოფა და მთელს სხეულს ქსელავს, რომ შეიძლებოდეს ერთი ადამიანის სხეულის ყველა კაპილარის ერთმანეთის მიყოლებთ ერთ ხაზზე დაწყობა, მათი საერთო სიგრძე დაახლოებით 100000 კმ–ს მიაღწევდა.დღეში გული 100000–ჯერ იკუმშება, წელიწადში 40 მილიონჯერ. თითოეული შეკუმშვის დროს სხეულში აგზავნის ლიტრის ერთ მეათასედს ე.ი. 100გ. სისხლს. ასერომ გული ერთიწლის განმავლობაში 400 მილიონ ლიტრ სისხლს იღებს და ერთი საათის მანძილზე დაახლოებით 300 ლ. სისხლს ტუმბავს. იგი დაუღლელი ძრავაა, რომელმაც შესვენება არ იცის.

ადამიანს არ შეუძლია მართოს გულის მუშაობა. ის იკუმშება ჩვენი ნების გარეშე. მის შეკუმშვასთა  სიხშირეს ვერ ავაჩქარებთ და ვერც შევანელებთ.

გული–,,უნიკალური გენერატორია, სიცოცხლის ძრავაა, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრო დენს და მთელს სხეულში ავრცელებს. გული ადამიანის ორგანიზმის მაცოცხლებელი სითხით (სისხლით) მომმარაგებელია”.

თეგები
Back to top button
Close
Close