ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ჯონ ლორდი (1941-2012)


ლეგენდარული მუსიკოსი ჯონ ლორდი სულ რამდენიმე თვის წინ,71 წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.ამ პოსტში მცირე იონფორმაციაა მის შემოქმედებასა და ბიოგრაფიაზე.
დიფ ფარფლის დამმარსებელი და წევრი ჯონ ლორდი დაიბადა ლესტერში 1941 წლის 9 ივნისს.ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო.სკოლის დამთავრებამდე (17 წლამდე) ეუფლებოდა კლასიკურ მუსიკას.თავდაპირველად მიდრეკილება ჰქონდა თეატრისადმი.ამიტომ 1960 წელს ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა ლონდონის The Central School Of Speech And Drama-ში სტიპენდიით.საკვების და საცხოვრებლის ფულს კლუბებში გამოსვლებით შოულობდა.1963 წელს შეიძინა საკუთარი პირველი როკ-ორღანი.

1967 წლის დეკემბერში ჯონმა გაიცნო გიტარისტი რიჩი ბლექმორი და მასთან ერთად 1968 წელს ჩამოაყალიბა დიფ ფარფლი.ჯგუფი მოღვაწეობდა ჰარდ-როკის ჟანრში.გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი,1972 წელს შევიდა გინესისი რეკორდების წიგნში,როგორც “the loudest group in the world” (ყველაზე ხმამაღალი ჯგუფი მსოფლიოში).

ჯგუფის დებიუტი 1968 წელს შედგა ალბომით “Shades of Deep Purple”.რომელში შესული სიმღერა “Hush” მალევე მოხვდა ამერიკულ ტოპ ხუთეულში.1969 წელს ჯგუფს შეუერთდნენ ბასისტი როჯერ გლოვერ და ვოკალი იან გილანი.მათმა მოსვლამ ჯგუფის მუსიკას სიმძიმე და სიძლიერე შემატა.რაც მალევე გამოჩნდა 1970 წლის ალბომში “Deep Purple in Rock”.რომელშიც ჯონმა როკ-ორღანის ახალი ჟღერადობა შემოიტანა.ალბომში შესული კომპოზიცია “Child In Time”,რომელიც ჯონის სოლოთი იწყება მალე მის სავიზიტო ბარათად იქცა.“Machine Head” (1972) მათი მომდევნო ალბომი,გახდა ბენდის ყველაზე დიდი და კომერციულად მომგებიანი ალბომი.მასში შესული ცნობილი კომპოზიციები “Smoke on the Water”, “Highway Star” და “Lazy” ჯონ ლორდის შემოქმედების განსაკუთრებული ნაწილია.დიფ ფარფლის არსებობის წლებში ჯონმა დაწერა რამდენიმე დიდი საორკერსტრო კომპოზიცია ჯგუფთან ერთად.მათ შორის პირველი – “Concerto for Group and Orchestra” ჩაწერილია Royal Albert Hall-ში დიფ ფარფლისა და Royal Philharmonic Orchestra-ს მონაწილეობით 1969 წელს.

1976 წელს როცა დიფ ფარფლი დაიშალა ჯონმა დრამერ იან პეისსა და მის ძველ მეგობარ ტონი აშტონთან ერთად ჩამოაყალიბა Paice Ashton Lord.თუმცა მას დიდხანს არ უარსებია და მხოლოდ ერთი ალბომის “Malice In Wonderland” (1977) ჩაწერა შეძლო.1978 წელს ჯონი შეუერთდა ჯგუფ Whitesnake-ს.მან ბენდში კლავიშის ელემენტები შეიტანა და იქ 1984 წლამდე დარჩა.Whitesnake გახდა ძალიან წარმატებული ჯგუფი მთელს ევროპაში,მუდმივად ატარებდა ტურებს მსოფლიოში და მათი სიმღერები იკავებდნენ მოწინავე ადგილებს ჩარტებში.ამ დროის განმავლობაში ჯონმა ორი დამოუკიდებელი ალბომი ჩაწერა.უკრავდა მეგობრების ალბომებში – ჯორჯ ჰარისონთან (“Gone Troppo“ 1982) და დევიდ გილმორთან (“About Face” 1983).

დიფ ფარფლი მეორედ 1984 წელს შეიკრიბა ცნობილი ალბომით “Perfect Strangers”.ჩაატარა მრავალი წარმატებული ტური.
1999 წლის სექტემბერში ჯგუფის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა “Concerto for Group and Orchestra” ჯონის ავტორობის ლონდონის სიმფონიურ ორკერსტრთან ერთად .

მაგრამ მალე ჯონმა იგრძნო რომ სხვა მიმართულებით წასვლა სურდა : “2001 წელს ძილი დავკარგე, დავდიოდი და ვფიქრობდი, როგორ გამეკეთებინა ორი საქმე პარალელურად.პირველი – დავრჩენილიყავი დიფ ფარფლში და მეორე- მქონოდა დრო კონცენტრაციისათვის დამეწერა მუსიკა რომელიც ჩემს გულში სულ უფრო და უფრო მეტად იდგამდა ფესვებს.ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება,დამეტოვებინა ბენდი რომელიც მე შევქმენი და მიყვარდ თითქმის 35 წლის განმავლობაში”
ჯონმა დიფ ფარლფლი 2002 წლის 19 სექტემბერს ლონდონში გამართული კონცერტის შემდეგ დატოვა.მალე გამოივიდა დამოუკიდებელი ალბომები,რომლებსაც დიდი წარმატებები ხვდა წილად.2011 წელს როცა ჯონი მუშაობდა ალბომის “Concerto For Group and Orchestra”-ს ჩაწერაზე მას პანკრეასისი კიბო დაუდგინეს.რის გამოც მან შეწყვიტა ტურები.მისი უკანასკნელი კონცერტებია Sunflower Jam (2011 წლის 8 ივლისს) და “To Notice Such Things” -ის პერფორმანსი Shipley Arts Festival-ზე ორი დღის შემდეგ.

2012 წლის 15 მაისს შესრულდა ჯონ ლორდის საორკერსტრო ნამუშევარი “From Darkness To Light“ საგალობელი გუნდისა და ორკერსტრისათვის Hagen Philharmonic Orchestra-ს შესრულებით,რომელიც გადაიცა გერმანული WDR რადიოს საშუალებით.საბედნიეროდ ის მოესწრო რადიო გადაცემასაც და უკანასკნელი ალბომის ჩანაწერის გამოსვლასაც.2012 წლის 16 ივლისს ჯონ ლორდი გარდაიცვალა.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close