არქივი

საფეხბურთო მეტსახელები

6kuk0

საერთოდ მეტსახელები მაშინვე ჩნდება, როგორც კი იქმნება ესა თუ ის კლუბი. დღეს საკმაოდ გავრცელებულია ეს საფეხბურთო სამყაროში, თითქმის ყველა კლუბს თავისი თიკუნი აქვს.

დავიწყოთ პრემიერლიგით და არსენალით. როგორც ვიცით ლონდონის არსენალს „მეთოფეებსა“ და „მეზარბაზნეებს“ უზოდებენ, რადგან ის ამ პროფესიის ადამიანებმა ჩამოაყალიბეს. დღეს ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ გერბზე გამოსახული ზარბაზანი ყველას აქვს ნანახი და „მეთოფეებს“ ამიტომაც უწოდებენ მათ.

ლონდონის ჩელსიზე საქართველოსა და რუსეთში მცდარი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული, თითქოსდა ისინი ”არისტოკრატები” იყვნენ. სინამდვილეში ინგლისელებს ეს სახელი არაფერს ეუბნებათ. ჩელსის ხან „ლურჯებად“ და იშვიათად ”პენსიონერებად” მოიხსენიებენ.

ასევე ლონდონური, ტოტენჰემის მეტსახელი გერბზე დახედვითაც ადვილი მისახვედრია. ”მამალი” უკვე დიდი ხანია მათი სიმბოლოა და სტადიონსაც შესაბამისად დაარქვეს – ”თეთრი მამლების ბილიკი”. მამლები მპეპლავები და ლიდერები არიან, მაგრამ ისტორიულად ძალიან იშვიათად ამართლებდა ტოტენჰემი ამ თიკუნს.

”ჩაქუჩები” ლონდონში მდებარე ყველაზე აგრესიული და ენერგიული ფანების პატრონი გუნდის სახელია. ვესტ ჰემის ოფიციაურ გერბზეც 2 ჩაქუჩია გადაჯვარედინებული. მეორე რომ ნამგალი იყოს, საქმე სხვა რამესთან გვექნებოდა.

ლონდონის ფულჰემს საქართველოში კოტეჯერელებს ეძახიან, მათი სტადიონის (ქრევინ კოტეჯის) სახელიდან გამომდინარე. ნამდვილად არ ვიცი რას ეძახიან ლონდონში ამ ტემზისპირა კლუბს.

გადავიდეთ მანჩესტერ იუნაიტედზე, რომლის თიკუნიც ყველასთვის ცნობილია. ”წითელი ეშმაკები” უკვე მრავალი წელია მათი მეტსახელია. გერბზე გამოსახული ეშმაკი კი მათი სიმბოლო. ალბათ მეთოფეებთან ერთად ყველაზე ცნობილი მეტსახელი ესაა ინგლისში.

მანჩესტერ სიტის ქართველები ქალაქელებს ვეძახით, რაც ჩემი აზრით შეცდომაა. მაშინ ბირმინგემ სიტის და სტოკ სიტისაც იგივე – ”ქალაქელები” უნდა ვუწოდოთ. მაგრამ ინგლისელები, მაინც citizen-ს ამბობენ შეიხის კლუბის აღსანიშნავად.

ბირმინგემელების მეტსახელი “წმინდანებია”, მათი არენაც წმინდა (სენტ) ენდრიუსის სახელს ატარებს. ასევე წმინდანის სახელს ატარებს ნიუკასლის არენა, მაგრამ მათ ”კაჭკაჭებს” და ”ცხენთევზებს” ეძახიან. ნიუკასლს ქართველები ახალციხელებადაც მოვიხსენიებთ, რადგან ამ ქალაქის სეხნია სამცხე-ჯავახეთის რაიონში გვაქვს ქართველებს.

ორივე ლივერპულულ გუნდს მერსისაიდელებს უწოდებენ, რადგან მდინარე მერსის ნაპირზე არიან. უფრო მდიდარი ტრადიციების ლივერპულს ”წითლებად“ მოიხსენიებენ, მათი მაისურის ფერიდან გამომდინარე. მეორეს კი ”კანფეტებს” ან „ირისებს“ (ევერტონს). ამ მეტსახელის ვერაფერი მოვიძიე…

“შავი კატები”, რომლებიც ასევე გერბზეა გამოსახული სანდერლენდს ეკუთვნის. სანდერლენდი საკმაოდ კერკეტი გუნდია და ამართლებენ მეტსახელს.

”მაჩვები” უიგან ატლეტიკს, ”ვარდები” ბლექბერნ როვერსს (ასევე გერბზეცაა წითელი ვარდი), ”მანდარინები” ბლექპულს (მაისურების ყვითელი, უფრო სწორად მანდარინის ფერის გამო), ”ბულბულები” ვესტ ბრომვიჩს და ”მგლები” ვულვზს (ალბათ ყველაზე მეტად ესენი ვერ ამართლებენ მეტსახელს) ეკუთვნის. „დურგლები“ სტოკ სიტის თიკუნია. „მეფეები“ – რედინგის. „იადონები“ – ნორვიჩის. „გედები“ – სუონსის, პირდაპირ ითარგმნება, როგორც გედების ზღვა, ამიტომ აგსაკვირი არაფერია.

ინგლისში თუ შერქმეული სახელებია, იტალიაში ყველაფერი მარტივადაა. ქართველები იტალიურ გუნდებს მათი კომბინირებული მაისურების ფერებით მოვიხსენიებთ. ტურინის იუვენტუსი ”ბიანკონერი” (ბიანკო (იტ.) – თეთრი, ნერი – შავი), მილანი ”როსონერი” (როსო – წითელი), ინტერი ”ნერიაძური” (აძური – ლურჯი), რომა ”ჯალოროსო” (ჯალო – ყვითელი), ლაციო ”ბიანკოჩელესტე”, ფიორენტინა ”ვიოლა” (იასამნისფერი) და ა.შ.

ბებერი ქალბატონის, მეტსახელად ”იუვენტუსის” შესახებ ყველამ იცის. იუვეს ეს მეტსახელი სამუდამოდ შერჩა.

რომის დაარსების ისტორია ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, როგორ გამოკვება ძუ მგელმა ძმები და შემდეგ ამ ძმებმა ქალაქი როგორ ააგეს, ამიტომ დედაქალაქურ რომასაც ”მგლებს” ეძახიან და ეს მათ გერბზეცაა ასახული. ლაციოს გერბზე არწივია ისევე, როგორ პორტუგალიური ბენფიკასაზე, მაგრამ არწივებს მარტო ამ უკანასკნელთ ეძახიან.

იტალიაში ერთ-ერთი სახალისო და დასამახსოვრებელი მეტსახელი აქვს ვერონას კიევოს, რომლებსაც ვირებს ეძახიან, მაგრამ უბრალოდ ვირებს კი არა – ”მფრინავ ვირებს”.

იტალია როგორც ყველა ქვეყანა კუთხეებადაა დაყოფილი, ამიტომ გუნდებს ამ კუთეების სახელებით ხშირად მოიხსენიებენ (მაგ: იმერლები _ ”ზესტაფონი”). ლომბარდიელები – მილანი და ინტერი, ლიგურიელები – ჯენოა და სამპდორია, პიემონტელები – იუვენტუსი და ტორინო, ფრიულელები – უდინეზე, სიცილიელები – კატანია, მესინა და პალერმო, სარდინიელები – კალიარი, ემილიელები – პარმა და ბოლონია, და ა.შ.

ესპანური კლუბების მეტსახელები დიდად არ განსხვავდება იტალიურისაგან, კლუბის მაისურების ფერები აქაც აქტუალურია. ”ბლანკოსი” მადრიდის რეალი, ”როხიბლანკო” – მადრიდის ატლეტიკო, ”ასულგრანა” ბარსელონა და ა.შ.

ესპანეთში ბევრი სამეფო კლუბია, რომელსაც დასახელებაში “real” აქვს. მადრიდის რეალი, ლა კორუნიის რეალ დეპორტივო, რეალს სოსიედადი, ვილიარეალი, რეალ სარაგოსა და ა.შ. ყველა სამეფოა, ამიტომ შეცდომაც კია სამეფო გუნდად მარტო მადრიდელების მოხსენიება.

კუთხე-კუნჭულებად დაყოფა აქაც აქტუალურია. ანდალუსიელები – სევილია, მალაგა და ალმერია, ვალენსიური ვილიარეალი, კატალონიური ბარსელონა და ესპანიოლი, გალისიელები – დეპორტივო. ბასკური არმია ბილბაოს, ხიხონის, რასინგის და სოსიედადის შემადგენლობით.

ვალენსია ყველას ღამურები გგონაით ხომ? და მათ გერბზეც ხომ ღამურაა გამოსახული. რეალობა კი სულ სხვაგვარია. ესპანეთში ღამურა არავის არაფერს ეუბნება, ეს ქართველებმა შევაქრვით და დღესაც აქტიურად ვიყენებთ.

ალბათ ყველას გსმენიათ ხოაკინო როსინის ”სევილიელი დალაქი”, გსმენიათ, მაგრამ ჩემი არ იყოს ალბათ უმრავლესობას წარმოდგენა არ გაქვთ რა არის ეს… ამ მუსიკალური ნაწარმოების გამო სევილიურ კლუბს ქართველმა ჟურნალისტებმა ”დალაქები” უწოდეს. ეს მეტსახელი ესპანელებისთვის არაფერს ნიშნავს და მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია.

ვილიარეალს ყვითელ წყალქვეშა ნავს ეძახიან და სრულიად მართებულათაც, ამ პატარა ქალაქში კლუბი მეზღვაურებმა ჩამოაყალიბეს. „სუბმარინა“ მათი განუყოფელი თიკუნია.

გერმანიაშიც უყვართ მეტსახელები, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე ინგლისში. გერმანიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, მიუნხენის ბაიერნს „რეკორდმაისტერს“ უწოდებენ.

პატარა მოთხრობა ”ბრემენელი მუსიკოსები” ყველას გსმენიათ, ამიტომ ამავე ქალაქის ვერდერს ამ მეტსახელით მოიხსენიებენ. გელზერკინხენის შალკე 04-ს „ხუმარებს“ უწოდებენ. კიოლნს – „თხებს“, რომელიც კლუბის გერბზე იწონებს თავს. ლევერკუზენის ბაიერს, ქალაქში არსებული უდიდესი ფარმაცევტული ცენტრის გამო „ფარმაცევტებს“, ესეც „ქართული“ მგონია. ვოლფსბურგს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეტსახელი აქვს – „მგლები“. კლუბის სახელიც ამ ცხოველისგან მომდინარეობს.

გერმანიაში ერთადერთი კლუბი, რომელიც არასდროს გავარდნილა უმაღლესი ლიგიდან (ბუნდესლიგა) არის ჰამბურგი, ამიტომ ამ ჩრდილოურ კლუბს, როგორც „უკანასკნელ დინოზვრს“ ისე მოიხსენეიებენ.

საინტერესეოა ჰოფენჰაიმის მეტსახელიც. ამ კლუბმა სწრაფად მოახერხა მესამე ბუნდესლიგიდან პირველში ასვლა. ისინი თავიდან ძალიან პატარა ქალაქ ზინჰაიმში თამაშობდნენ, რომელიც ჩვეულებრივი გერმანული სოფელი იყო. ამიტომ ელიტაში ამ კლუბს „სოფლელებს“ უწოდებენ.

სხვა ევროპული კლუბებიდან საინტერესოთა მეტსახელებს შემოგთავაზებთ. შოტლანდიაში, გლაზგოში ორი უდიდესი კლუბია, სელტიკი და რეინჯერსი. მათი შეხვედრა არა მხოლოდ საფეხბრთო დაპირისპირებაა, არამდე რელიგიურიც. რეინჯერსის გულშემატკივრები პროტესტანტები არიან (აქედან მეტსახელი – „პროტესტანტები“), ხოლო სელტიკის – კათოლიკები.

საფრანგეთში არაფერი განსაკუთრებული, მოხლოდ რამდენიმე კლუბის საინტერესო. ტრადიციულ მონაკოს „დავადებს“ ეძახიან, რადგან ამ პატარა ქალაქს (გნებავთ სახელმწიფოს) სამეფო დინასტია მართავს.

მარსელის ოლიმპიკი ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზეა, ამიტომ ქართულ პრესაში მათ „ზღვისპირელებად“ მოიხსენიებენ. ლოსკ ლილი მეტროლპოლის გერბზე ძაღლის თავია, რაც „ძაღლების“ საწინდარი გახდა.

რუსული კლუბები და საერთოდ საბჭოური კლუბები სხვადასხვა სტრუქტურების, რომ იყო ალბათ ყველამ იცით. სპარტაკი – სახალხო გუნდი, ცსკა – არმიელთა გუნდი, დინამო – პოლიციელების გუნდი, ტორპედო – საზღვაო გუნდი, ლოკომოტი – რკინიგზელთა გუნდი და ა.შ.

 

წყარო : http://www.geoarsenal.com

akoarsenal

მიყვარს სოფო და არსენალი!

მსგავსი ამბები

Back to top button