მისტიკასაკითხავიუცნაური

რა გახდა ჰიტლერის დამარცხების მიზეზი

ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი დავით ბუტიკაშვილი გვიამბობს:

ადოლფ ჰიტლერისათვის, ებრაელი ერის განადგურების გარდა,მთავარი ამოცანა გერმანიის მსოფლიო იმპერიად გაგაქვცევა იყო.ისტორიული დოკუმენტები ადასტურებენ,რომ ჰიტლერზე 40-ზე მეტი ტერაქტი განხორციელდა,თუმცა ის ყოველთვის აღწევდა თავს სიკვდილს………..

ჰიტლერი ახალგაზრდობიდანვე იყო გატაცებული ოკულტიზმით,რაზეც არაერთი დოკუმენტური ფაქტი მიუთითებს.იმ პერიოდში გერმანიაში ეს სფერო ძალზედ პოპულარული იყო,არსებობდა საზოგადოება,სახელწოდებით “ტულე”,რომლის მიზანი იყო ეზოთერიკული და ოკულტური კვლევა. ამ საზოგადოებაში გაწევრიანდა ახალგაზრდა ჰიტლერი და როდესაც ის გერმანიის სათავეში მოვიდა,ამ საზოგადოების საფუძველზე შექმნა სპეციალური განყოფილება “ანემერვე”.ერთი სიტყვით, ოკულტიზმი დაედო საფუძვლად მთლიანად მესამე რაიხის მოწყობას.ამაზე მათი ემბლემები და სიმბოლიკაც მიუთითებს.მაგალითად სვასტიკა არის მუდმივი მოძრაობის სიმბოლო.ის ტიბეტურ და ბუდისტურ ტაძრებშია გამოხატული,თუმცა მათი ჯვარი სხვა მხარესაა გადახრილი,ფაშისტების სხვა მხარეს.გერმანული ოფიცრის ფორმაშიც მრავლად იყო გამოყენებული ოკულტური ნიშნები.დაწყებული თუნდაც ქუდზე თავის ქალის სიმბოლოდან,რუნებით დამთავრებული,რომელიც დრუიდების დროიდან მოდის.ყველა რუნას დამცავი ამულეტის ფუნქცია ეკისრებოდა.ელვის ფორმის რუნები გერმანელ ოფიცრებს საყელოზე ჰქონდათ მიმაგრებული.

როგორც ავღნიშნეთ,ჰიტლერი დიდ პატივს სცემდა ასტროლოგიას.გერმანიაში შეიქმნა სპეციალური უმაღლესი  სასწავლებელი,სადაც დიდი კონკურსის შედეგად მხოლოდ 50 კაცი ჩაირიცხა.იქ ისწავლებოდა,როგორც ასტროლოგია,ისე ოკულტური დისციპლინები.(სხვათა შორის მიუნხენში დღესაც არსებობს მსგავსი დაწესებულება,რომელიც წინამორბედის ბაზაზე შეიქმნა)ამ სასწავლებელს უნდა მოემზადბინა სპეციალური კადრები,რომლებიც მიმაგრებული იქნებოდნენ სახელმწიფო მეთაურებთან.ყველა მათგანს ეყოლებოდა ეზოთერიკული ცოდნის მქონე ადამიანი,რომლებიც მათ რჩევებს მისცემდა.ამავე ინსტიტუტში სწავლობდა ცნობილი ასტროლოგი ვრონსკი.ის თავადიშვილი გახლდათ და ბალტიისპირეთში ცხოვრობდა.მისი მამა ბოლშევიკებმა დახვრიტეს,ვრონსი ბებიამ გაზარდა და როცა წამოიზარდა ემიგრაციაში გერმანიაში წავიდა.ომის შემდეგ სტალინის მხარე დაიჭირა და რუსეთში მოღვაწეობდა.ეს იყო ერთადერთი ადამიანი,ვინც ამ სწავლებისა და დისციპლინის შესახებ ინფორმაცია გაახმაურა.

“მესამე რაიხი”რიტუალების მხრივაც საკმაოდ საყურადღებოა.მისი რიტუალები მთლიანად ოკულტურ კანონებს ემყარებოდა.შეიძლება ითქვას,რომ აქ შავი მაგიაც მოქმედებდა.ჰიტლერმა უმოკლეს დროში უდიდეს წარმატებას მიაღწია,რაციონალური მიდგომით კი ამის ახსნა რთულია.აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ჰიტლერს ბევრჯერ დაესხნენ თავს,მაგრამ რაღაც ძალა მას ყოველთვის შველოდა.ბოლოსწინა თავდასხმის დროს სხდომა ბუნკერში უნდა ჩაეტარებინა,თუმცა მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა და სხდომის ჩატარება მეორე სართულზე ფანჯრებიან  ოთახში გადაწყვიტა.ერთ-ერთმა ოფიცერმა ჰიტლერის ფეხებთან ჩანთა დაუდო,მეორემ რატომღაც ის ჩანთა გვერდზე გადადო.უძლიერესი აფეთქება მოდა და ჰიტლერი გადარჩა.ამის შემდეგ ჰიტლერმა განაცხადა,რომ “მე უკვდავი ვარ და ჩემი საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოო”,თუმცა როგორც მოგეხსენებათ ბოლოს გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა.

ეს ფაქტი აიხსნება იმით,რო უკვე სცენაზე გამოდის იოსებ ბესარიონის ძე სტალინი,თვითონ სტალინიც კარგად იყო ოკულტიზმში გაცნობიერებული.მასაც ჰყავდა გვერდით არანაკლებ ძლიერი ასტრონომები,მაგალითად გურჯიევი.(ხალხი ყვება,რომ ომის დროს სტალინს ასევე გვერდით ჰყავდა დედა მატრონე,სწორედ მან ურჩია არ გამზავრებულიყო მოსკოვიდან და უწინასწარმეტყველა,რომ”წითელი მამალი გაიმარჯვებსო”).

არის ვერსია,რომ სტალინის პირველი მასწავლებელი ეზოთერიკოსი გურჯიევი იყო.შემდეგ კი ომის დროს,ეს გახლდათ  ვოლფ მესინგი,ფანტასტიკური ძალის მქონე ოკულტისტი.საყურადღებოა ისიც,რომ სტალინმა ასტროლოგთა ჯგუფი მოისყიდა,რომლებიც მესამე რაიხზე მუშაობდნენ.დიდი ხნის განმავლობაში,კერძოდა კი ომის დროს,მათ ჰიტლერი გააზრებულად შეჰყავდათ შეცდომაში.ვრონსკიმ და მესინგმა თავი საბჭოთა კავშირს შეაფარეს.დარჩენილი ასტრონომები ჰიტლერმა ერთ დღეს დახვრიტა,ღალატი ვერ აპატია.სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა,ის რომ ჰიტლერის ბატონობა კრახით დასრულდა.

ჰიტლერს გვერდით აღარ ჰყავდა ის ადამიანები,რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.ცნობილია ისიც,რომ გერმანელები ტიბეტში აწყობდნენ ექსპედიციებს,რომლის დროსაც სურდათ უკვდავების სხვადასხვა ნივთის აღმოჩენა.გერმანელები ქრისტიანულ სიწმინდეებს ეძებდნენ,კერძოდ გრაალის თასსა და ლონგინოზის შუბს.ფაშისტები სხვადასხვა სიწმინდის ჩაგდებას ხელში,იმიტომ ცდილობდნენ,რომ უფრო მეტად გაძლიერებულიყო მათი გავლენა.მიაჩნადათ,რომ თუ ისინი ასტრალურ-მაგიური ძალაუფლების განმგებლები იქნებოდნენ,მთელ მსოფლიოზე გაიმარჯვებდნენ.საბედნიეროს მათ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლეს.

 

 

მსგავსი ამბები

Close
Close