არქივი

ცხოვრება მარცხენა ხელით მემარჯვენეების სამყაროში

6cfe09c4843b

ცაციების ცხოვრება მემარჯვენეების სამყაროში არასდროს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. მარცხენა ხელი ეს ავი და საშიში ნაკლი იყო. ლათინურად ცაცია ანუ “სინისტერ” ბოროტების სინონიმია. ხოლო მარჯვენა “დეხტერ” კი სიკეთის, ხელგარჯილობის.

ცაციები ძველ რომში
მისალმებისას ხელის ჩამორთმევის ტრადიცია ძველ რომში ჩაისახა. ეს იყო კეთილი ნების, კეთილი განზრახვის ჟესტი. ადამიანი ამრიგად აჩვენებდა, რომ უიარაღო იყო. ცაციას კი მარჯვენა ხელის ჩამორთმევისას მარცხენა ხელში იარაღი შეიძლებოდა ჰქონოდა ჩამალული. ამის გამო ცაციებს არავინ ენდობოდა.

ძველ საბერძნეთში მიიჩნევდნენ, რომ ცაცია ღმერთებს ენათესავებოდა. ბერძნების რწმენით, როცა ღმერთები ადამიანის სახეს იღებდნენ ჩვეულებრივი მოკვდავებისგან ცაცია ხელით განსხვავდებოდნენ. ასე სჯეროდათ ინდუსებსაც. ცაციებისადმი ძველი ბერძნების და ინდუსების კეთილგანწყობა იშვიათი გამონაკლისი იყო.

უგერგილოები
ცაციების მუშაობის და იარაღების მარცხენა ხელით მოხმარების შემყურე გერმანელები ცაციებს უგერგილოებს ეძახდნენ. სწორედ ასე ითარგმნება გერმანულიდან სიტყვა ცაცია. მრავალ სხვა ენაზეც სიტყვები ცაცია და უგერგილო სინონიმებია. თუმცა სიტყვების თამაშს ცაციებისთვის ზიანი არ მოუტანია. ცაციები უბრალოდ არ უყვარდათ, უკიდურეს შემთხვევაში მათთან ურთიერთობას გაურბოდნენ. შავი დღეები ცაციებს შუა საუკნეების ინკვიზიციის მართალ ხელში დაუდგათ. ცაცია ხელი კოცონზე დაწვია განაჩენი იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ცაციები ზედმეტად განსხვავდებოდნენ ყველასგან, ზედმეტად დიდი იყო ამ განსხვებულობის გამო მათი დასჯის სურვილი. ინკვიზიცია თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ეშმაკი ცაცია იყო, ცაციები კი მისი მოციქულები. ევროპაში აგიზგიზებულმა ინკვიზიციის კოცონმა ცაციების რაოდენობა 5 პროცენტამდე დაიყვანა. თუმცა ასეთმა უმოწყალო გადარჩევამ ცაციები კი არ დაასუსტა, პირიქით მათი შესაძლებლობები და ნიჭი გააძლიერა. გენიალურ ადამიანებს შორის ყოველი მეხუთე ცაციაა.

გამოჩენილი ცაციების შთამბეჭდავი არასრული სია ასეთია: იმპერატორები: გაიუს იულიუს კეისარი, ნაპოლეონი, მხედართმთარი ალექსანდრე მაკედონელი; მხატვრები: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, რუბენსი, კამილ პისარო, პაბლო პიკასო; კომპოზიტორები: მოცარტი, ბეთჰოვენი, სერგი რახმანინოვი, სერგი პროკოფიევი; მწერლები: ლუის კეროლი, ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ფრანც კაფკა; მეცნიერები: ალბერტ აინშტაინი, ჯეიმს მაკსველი, ივანე პავლოვი; ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე, ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა, მოჭადრაკე გარი კასპაროვი; ჩოგბურთელები: ჯონ მაკინროი, მარტინა ნავრატილოვა; კალათბურთელი ლარი ბერდი, ბალერინა მაია პლისეცკაია; მსახიობები: ჩარლი ჩაპლინი, მერლინ მონრო, რობერტ დე ნირო, ჯულია რობერტსი; კორპორაცია “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი ბილ გეიტსი; ტელეწამყვანები: ოპრა უინფრი, თინა კანდელაკი. :)

Back to top button