მისტიკასაკითხავიუცნაური

მეექვსე გრძნობა…..(უცნაური და ავი ბედისწერა ნაწილი 2)

ყველა ადამიანს აქვს ინტუიცია,რომელსაც მეექვსე გრძნობას უწოდებენ.ამბობენ,რომ ადამიანი ინტელექტუალურად რაც უფრო განვითარებულია, მეექვსე გრძნობა მით უფრო გამახვილებული აქვსო.თუმცა დაზუსტებით არავინ იცის სინამდვილეში საიდან მოდის ეს აზრი,რომელიც არც ლოგიკას ეფუძვნება,არც ინტელექტს,მაგრამ ყოველთვის ხდება,ანუ მომავალში რეალიზდება.ინტუიცია მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ გამოცანად რჩება,ის ამოუხსნელ ფენომენთა სიაში ერთ-ერთ პირველ ადილს იკავებს.

1950 წელს ქალაქ ბეატრისის ეკლესიის მგალობელთა გუნდის 15 წევრმა ერთდროულად დაიგვიანა.3 საათისათვის დანიშნულ რეპეტიციაზე არავინ მივიდა.15 წუთში ეკლესიაში ნაღმი აფეთქდა,გუნდის წევრები სიკვდილს გადაურჩნენ.არავინ იცის ეს უბრალო დამთხვევა იყო,თუ კოლექტიური ინტუიცია,რომელმაც 15 ადამიანს საფრთხე აარიდა.

შემოქმედ ადამიანებს ინტუიცია განსაკუთრებით გამახვილებული აქვთ,ხშირად მწერლები თავიანთ ნაწარმოებში ზუსტად აღწერენ იმ მოვლენას,რომელიც წლების შემდეგ მართლაც ხდება.ზოგი ამას უცნაურ დამთხვევას მიაწერს.თუმცა მეცნიერები ჯერაც ვერ გარკვეულან ამ ფენომენში.

1898 წელს მორგან რობერტსონის “ამაო ძალისხმევა” გამოვიდა.მასში აღწერილია უდიდესი ლაინერის სახელად “ტიტანიკის”პირველი რეისი,აისბერგთან შეჯახება და დაღუპვა.რომანში აღწერილი მოვლენები14 წლის შემდეგ ზუსტად განმეორდა.ნამდვილი “ტიტანიკი” ჩაიძირა.გემის აღწერილობა და დაღუპვის თარიღი ზუსტად დაემთხვა რომანში მოთხრობილს,უბრალოდ გემზე ადამიანთა რაოდენობა ოდნავ განსხვავდებოდა.

რადიოჟურლნალისტმა პოლ ჰარვიმ პოლიციის არქივის მასალებზე დაყრდნობით სიუჟეტი გააკეთა და მსმენელებს საზარელი ამბავი მოუთხრო.შტორმში დაღუპული გემიდან ოთხი ადამიანი გადარჩა,მათ შორის ვინმე იუნგა.ისინი ოკეანეში შიმშილისგან სულს ღაფავდნენ.გაყალბებული კენჭისყრის შემდეგ იუნგა შეჭამეს.მათი გადარჩენა მოხერხდა.გამოძიებისას მათ დანაშაული აღიარეს.მსმენელებმა მიუთითეს ჟურნალისტს ედგარ პოს მოთხრობაზე “მარტუკელი გორდონ პიიმის თავგადასავალი”,რომელიც პოლ ჰარვის სიუჟეტზე 46 წლით ადრე დაიწერა.მოთხრობაში აღწერილი სიუჟეტი რეალურად მომხდარ ამბავს ზუსტად ჰგავდა,კიდევ ერთი უცნაურობა ის იყო,რომ მოთხრობის გმირი და შეჭმული იუნგა მოგვარეები იყვნენ.ასე რომ ედგარ პოს ცნობიერებამ მომავლის რეალური მბის აღწერა შეძლო.სხვათა შორის  შემოქმედისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის,მან პირველმა გამოთქვა აზრი თხევად კრისტალებზეც.ეს ედგარ პოს დიდი ინტუიციის მაჩვენებელია.

1944 წლის 4 ივლისს ერთი სოფლის მასწავლებელმა “დეილი ტელეგრაფში”დაბეჭდა კროსვორდი,სადაც ფიგურირებდა სახელები:ომახა,იუტა,მალბერი,ნეპტუნი და ოვერლორდი.ეს ჩამონათვალი ზუსტად დაემთხვა ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის გასაიუმლოებული ოპერაციის “ოვერლორდის”კოდირებულ სახელებს.ამან სამხედრო დაზვერვა შოკში ჩაადო.უცნაური ის იყო,რომ ინფორმაციის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.

როცა ამერიკელი ასტრონავტი ნეილ ამსტრონგი 1969 წლის 21 ივლისს მთვარის ზედაპირს ტოვებდა,მან უეცრად ჩაილაპარაკა: “წარმატებას გისურვებთ მისტერ გორსკი”. დედამიწაზე ნეილმა ეს სიტყვები ასე განმარტა:ერთხელ მას ბურთი გადაუვარდა მეზობლის,ვინმე გორსკის ეზოში.ბურთის გადმოსატანად ეზოში შესულ ნეილს ცოლ-ქმრის ჩხუბი მოესმა:”რაო სექსი მოგინდა კაპიტანო?ელოდე,სანამ ჩვენი მეზობლის ბიჭი მთვარეზე არ გაფრინდება”-ეუბნებოდა გაბრაზებული ცოლი ქმარს.ქალბატონ გორსკის სიტყვები ახდა,მეზობლის ბიჭი პირველად დაეშვა მთვარეზე.ამსტრონგმა გორსკი ამიტომაც გაიხსენა.

უცნაური დამთხვევები,ავი ბედისწერა

1668 წლის 5 დეკემბერს უელსის სანაპიროსთან ჩაიძირა იალქნიანი ხომალდი.გადარჩა მხოლოდ ჰიუ უილიამსი.116 წლის შემდეგ იმავე დღეს ჩაიძირა ხომალდი 60 მგზავრით,გადარჩა მხოლოდ ვინმე ჰიუ უილიამსი.1860 წლის 5 დეკემბერს ჩაიძირა მესამე გემი.25 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ ჰიუ უილიამსი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მეზღვაური ჯეიმს ჯონსი სიკვდილს სამჯერ გადაურჩა.სამჯერ ჩაიძIრა მისი გემი და ჯონსის გარდა მთელი ეკიპაჟი დაიხრჩო.

მაიორ სამეფორდს 1918 წელს მეხი დაეცა,რამაც ორივე ფეხის პარალიზება გამოიწვია.6 წლის შემდეგ მან თავის მეგობრებთან ერთად წვიმას თავი მუხის ქვეშ შეაფარა.მუხას მეხი დაეცა,მაიორი კი ისე დაშავდაა,რომ მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა.ერთი წლის შემდეგ ეტლით გადაადგილდებოდა ერთ-ერთ პარკში მას კვლავ დაეცა მეხი,რამაც საბოლოოდ იმსხვერპლა.4 წლის შემდეგ მეხი საბრალო მაიორის საფლავს დაეცა.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close