გამოგონებაგასართობიუცნაური

სიმძიმის ცენტერის დამსახურება თუ?


იაპონიაში ახლო წარსულში ჯდომის კულტურას მნიშვნელოვანი როლი ეკავა. თანამედროვე ცხოვრების სტილს თუ შევხედავთ, საკვების მიღებისას გამოიყენება სკამი და მაგიდა, ძილის დროს კი ძირს დასაგები ლეიბი საწოლმა შეცვალა. წინ აზიდული ნიკაპით და გამართული ზურგით ჯდომის დროს სიმძიმის ცენტრი „ტანდენ“-ში -მუცლის ქვედა ნაწილი- გადაინაცვლებს და იქმნება სხეულის ღერძი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ წინაპრებთან შედარებით თანამედროვე ადამიანს შესუსტებული აქვს სხეულის ქვედა ნაწილის, „ტანდენ“-ის აღქმის უნარი. ამიტომ აუცილებელია გავიაზროთ გადაადგილებითი ვარჯიშის მნიშვნელობა და პრაქტიკაში გამოვიყენოთ ის.


მე რომ გითხრათ: “თქვენ დაჯდებით სკამზე ისე, რომ ადგომას ვეღარ შესძლებთ, თუმცა კი შეკრული არ იქნებით”, — ამას, რა თქმა უნდა, ლაზღანდარობაში არ ჩამომართმევთ…
კარგი, აბა! იჯექით სკამზე- ესეიგი ტანი შვეულად დაიკავეთ და ფეხები სკამ ქვეშ არ შესწიოთ. ახლა სცადეთ ადგომა, მხოლოდ არც ფეხების მდგომარეობა შესცვალოთ და არც წინ წაიხაროთ. ვერ ახერხებთ და გიკვირთ ? კუნთების ძალ-ღონის ვერავითარი დაჭიმვით ვერ მოახერხებთ სკამიდან ადგომას, სანამ ფეხებს სკამქვეშ არ შესწევთ ანდა ტანს წინ არ წახრით.
იმისათვის, რომ მიხვდეთ, თუ რატომ ხდება ასე, საჭიროა იცოდეთ ცოტა რამ – სხეულების წონასწორობის შესახებ საზოგადოდ და ადამიანის სხეულისა კერძოდ. მდგარი საგანი არ წაიქცევა, თუ მისი სიმძიმის ცენტრიდან გატარებული შვეული ხაზი მისი ფუძის შიგნით გადის. მდგომიარე ადამიანი მხოლოდ მანამდე არ წაიქცევა, სანამ მისი სიმძიმის შვეული ხაზი ფეხის ტერფების არეში იქნება მოთავსებულ. ამიტომა არის ძნელი ცალ ფეხზე დგომა და კიდევ უფრო ძნელია ბაგირზე გაჩერება — ფუძე მეტად მცირეა და შვეული ხაზი მის საზღვრებს ადვილად სცილდება.


გავაგრძელოთ ჩვენი ცდა სკამზე მჯდომი ადამიანის ადგომის შესახებ… დაუჯერეთ სწავლულ მეცნიერებს: დამჯდარი ადამიანის ტანის სიმძიმის ცენტრი მოთავსებულია სხეულის შიგნით, ხერხემლის ახლოს, 20-ზე მეტი სანტიმეტრით ჭიპის ზევით, თუ ამ წერტილიდან შვეულ ხაზს გავატარებთ, იგი სკამქვეშ გაივლის, ფეხის ტერფების უკან. ხოლო, კაცმა რომ ფეხზე დგომა შესძლოს, ეს ხაზი ტერფებს შორის უნდა გადიოდეს.
ასე რომ, ადგომის დროს ან მკერდი წინ უნდა წამოვწიოთ, რომ სიმძიმის ცენტრი გადავიტანოთ, ანდა ფეხები უკან უნდა დავწიოთ, რომ სიმძიმის ცენტრს საყრდენი მივცეთ, როცა სკამიდან ვდგებით. მაგრამ თუ ისეთი პირობა იქნება დათქმული, რომ არც ერთი უნდა გააკეთოთ და არც მეორე, მაშინ ადგომა შეუძლებელია, რაშიც თქვენ თვითონ დარწმუნდით…


















blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close