კრეატივისაკითხავისასარგებლო

ბრაზილია

ბრაზილია ლათინური ამერიკის უდიდესი ქვეყანაა,როგორც ტერიტორიით,ასევე მოსახლეობის რაოდენობით.ფართობის სიდიდის მხრივ იგი მსოფლიოს პირველ სახელმწიფოთა ხუთეულშია.
ბრაზილია სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანას ესაზღვრება.ყველაზე გრძელი საზღვარი 3400კმ ბოლივიასთან აქვს,ყველაზე პატარა კი სურინამთან597კმ.

ბრაზილიის ტერიტორიაზე ორ მსხვილ ბუნებრივ ოლქს გამოყოფენ: ამაზონის დაბლობს,რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და ბრაზილიის მთიანეთს,რომელიც ტერიტორიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს იკავებს.ბრაზილია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით,თუმცა შედარებით ღარიბია ენერგეტიკული რესურსებით.მოსახლეობის რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოს პირველ ხუთეულშია,ხოლო სამხრეთ ამერიკაში პირველია.ბრაზილიელი ერი სამი ძირითადი ბირთვის ევროპული მოსახლეობის შავკანიანებისა და ინდიელების შეერთებით ჩამოყალიბდა.მოსახლეობის 97%ბრაზილიელია,რომელიც ინდოევროპული ოჯახის რომანულ ჯგუფს განეკუთვნებიან.ეროვნულ უმცირესობათა შორის აღსანისნავია გერმანელები,იაპონელები,იტალიელები,პორტუგალიელები,გალისიელები და ინდიელები.

რიო-დე-ჟანეირო ამავე სახელწოდების შტატის დედაქალაქია და ბრაზილიის მეროე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობით .მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში რიო-დე-ჟანეიროს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით,კოპაკაბანასა და იპანემას ტურისტული სანაპიროებით,ყოველწლიურად მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით.რიო-დე-ჟანეირო 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.ქვეყნის და კერძოდ,რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლად აღიარებულია კორკოვადოს მთაზე 704 მეტრის სიმაღლეზე მდგარი ქრისტეს ქანდაკება რომელიც 2007 წლეს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დასახელდა.

ბიდონვილს ბრაზილიაში ფაველა ჰქვია და ისინი ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონებია.ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა,კანალიზაცია და მაღალი კრიმინალის დონე ფაველა შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან,აგურით დაწყებული დაგვით დამთავრებული.სახლები ფაველაში ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა ან ერთმანეთზეა ნაგები.მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცნობილი ფაველა რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულოს ირგვლივაა,ისინი თითქმის ყველა დიდი თუ საშუალო ზომის ბრაზილიურ ქალაქში არსებობს.

კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში ოფიციალურად ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულამდე 40 დღით ადრე იწყება და ქალაქის უმთავრეს ღონისძიებას წარმოადგენს ეს არის სამბას სკოლების აღლუმი.სამბოდრომის ტრიბუნაზე ესტასიოს რაიონში 88500მაყურებელი ეტევა.აღლუმი 700მ სიგრძის მანეჟზე 21სთ-ზე იწყება.თითეულ მონაწილე ჯგუფს გამოსვლისთვის 82 წითი ეთმობა

თეგები
Booking.com

bendela

12345

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close