ლაშქრობებისაკითხავისასარგებლო

კუბა


კუბა
უბის რესპუბლიკა (ესპ. República de Cuba) — კუნძულოვანი სახელმწიფო
კარიბის ზღვის აუზში.

კუბა

უბის რესპუბლიკა (ესპ. República de Cuba) — კუნძულოვანი სახელმწიფო
კარიბის ზღვის აუზში. კუბის სახელმწიფო შედგება ძირითადი
კუნძულის – კუბის, ასევე ხუვენტუდისა და რამდენიმე არქიპელაგისაგან.
ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ჰავანა. სიდიდით მეორე
ქალაქია სანტიაგო-დე-კუბა.კუბისგან ჩრდილოეთით მდებარეობს
ამერიკის შეერთებული შტატები და ბაჰამის კუნძულები, დასავლეთით –
მექსიკა, სამხრეთით – კაიმანის კუნძულები და იამაიკა ხოლო სამხრეთ-
აღმოსავლეთით – ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა.

კუბის რუკა

ტერიტორიული მოწყობა

კუბა დაყოფილია 15 პროვინციად და ერთ სპეციალურ
მუნიციპალიტეტად (კუნძული ხუვენტუდი):

1.პინარ-დელ-რიოს 2.პროვინცია
3.არტემისის პროვინცია
4.ჰავანა
5.მაიაბეკეს პროვინცია
6.მატანსასის პროვინცია
7.სიენფუეგოსის პროვინცია
8.ვილია-კლარას პროვინცია
9.სანქტი-სპირიტუსის პროვინცია სიეგო-დე-ავილის პროვინცია
10.კამაგუეის პროვინცია
11.ლას-ტუნასის პროვინცია
12.გრანმის პროვინცია
13.ოლგინის პროვინცია
14.სანტიაგო-დე-კუბის პროვინცია
15.გუანტანამოს პროვინცია
16.ხუვენტუდი

გეოგრაფია

კუბა არის კუნძულოვანი არქიპელაგი, რომელიც მდებარეობს კარიბის
ზღვაში მექსიკის ყურისა და ატლანტის ოკეანის საზღვარზე. ის
მდებარეობს 19-24 განედებსა და 75-85 გრძედებს შორის. მისგან ჩრდილო-
აღმოსავლეთით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატები,
ჩრდილოეთით ბაჰამის კუნძულები, აღმოსავლეთით ჰაიტი, სამხრეთით
იამაიკა და კაიმანის კუნძულები, ხოლო დასავლეთით მექსიკა. მთავარი
კუნძულია კუბა, რომელიც გარშემორტყმულია მცირე კუნძულების ოთხი
ჯგუფით: ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროსთან კოლორადოსის
არქიპელაგი, ჩრდილოეთით ცენტრალურ სანაპიროსთან საბანა-
კამაგუეის არქიპელაგი, სამხრეთით ცენტრალურ სანაპიროსთან
ხარდინეს-დე-ლა-რეინა და სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან
კანარეოსის არქიპელაგი.

მთავარი კუნძულის სიგრძეა 1 199 კილომეტრი, ფართობი — 105 006 კმ² და
წარმოადგენს კარიბებში ყველაზე დიდ, ხოლო მსოფლიო მასშტაბით
ფართობის მიხედვით მე-16 კუნძულს. უმაღლესი წერტილია ტურკინო (1
975 მ), რომელიც სიერა-მაესტრას ქედზე მდებარეობს. სიდიდით მეორე
კუნძულია ხუვენტუდი (3 056 კმ²), რომელიც კანარეოსის არქიპელაგში
შედის. კუბის მთლიანი ფართობი შეადგენს 110 860 კმ²-ს.

1492 წელს, დღევანდელი კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა
და ის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის
ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე, 1902 წელს
კი მოიპოვა ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა. 1953-1959 წლებში
მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას
დიქტატურა დაამხო.რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი
მთავრობა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. დღევანდელი
მთავრობის დემოკრატიის ინდექსი ფასდება როგორც „ავტორიტარული“.
კუბის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს;
მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიით ის კარიბის აუზის
კუნძულოვან სახელმწიფოებში ყველაზე დიდია. კუბელების კულტურა
და წეს-ჩვეულებები შედგება როგორც აბორიგენი ხალხების, ტაინოებისა
და სობონეიების, ასევე ესპანეთის იმპერიისა და აფრიკელი მონების
მემკვიდრეობისაგან, მასზე ასევე დიდი გავლენა იქონია ამერიკის
შეერთებულ შტატებთან სიახლოვემაც.
კუბაში წიგნიერების კოეფიციენტი შეადგენს 99.8%-ს, ჩვილთა
სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე ზოგიერთ
განვითარებულ ქვეყანაში, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო
მონაცემია 77.64.

ეტიმოლოგია

სახელწოდება კუბა მომდინარეობს ტაინოს ხალხის ენიდან. ამ სიტყვის
ზუსტი მნიშვნელობა არაა ცნობილი, თუმცა, დაახლოებით, ის შეიძლება
შემდეგნაირად ითარგმნოს: სადაც ნაყოფიერი მიწები უხვადაა (კუბაო) ან
დიდი ადგილი (კოაბანა).თუმცა, არიან მკვლევარები, რომლებიც
მიიჩნევენ, რომ მას სახელი ქრისტეფორე კოლუმბმა პორტუგალიაში
არსებული ანტიკური ქალაქის კუბის პატივსაცემად უწოდა.

1956 წლის 2 დეკემბერს კუბის სანაპიროს იახტა გრანმათი 82 ადამიანი
მიადგა. მათ ლიდერს, ფიდელ კასტროს სიერა-მაესტრაში შეიარაღებული
წინააღმდეგობის ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული. ბატისტას რეჟიმს
კასტოს წინააღმდეგ ომში ამერიკის მიერ 1958 წლის 14 მარტს დაწესებული
იარაღის ემბარგოც უშლიდა ხელს. 1958 წლის ბოლოს აჯანებულები
გამოვიდნენ სიერა-მაესტრას მთებიდან და დაიწყეს გენერალური
აჯანყებისთვის მზადება. აჯანყებულების მიერ სანტა-კლარას აღების
შემდეგ, 1959 წლის 1 იანვარს ბატისტამ დატოვა ჰავანა და პორტუგალიაში
გაიქცა, საიდანაც ის აჯანყებულებთან ძალაუფლების სიმბოლურ
გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
კასტროს ძალები ქალაქში 1959 წლის 8 იანვარს შევიდნენ. მალევე მანუელ
ურუტია ლიეო გახდა პრეზიდენტი, თუცა მას კასტროს მოძრაობა — 26
ივლისის მოძრაობასთან დაპირისპირების გამო ამ პოსტზე უარის თქმა
მოუწია. ის შეცვალა ოსვალდო დორტიკოს ტორადომ, რომელიც პოსტს
1976 წლამდე ინარჩუნებდა. კასტრო 1959 წლის თებერვალში პრემიერ-
მინისტრი გახდა, სადაც მან ხოსე მირო კარდონა შეცვალა.

ადამიანის უფლებები

კუბის მთავრობას ხშირად ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების
დარღვევის ისეთ ფაქტებზე როგორიცაა: წამება, უკანონო პატიმრობა,
უსამართლო სასამართლო. ჰუმან რაითს ვოჩი აცხადებს, რომ მთავრობა
ებრძვის განსხვავებულ აზრს და მუდმივად ირღვევა ისეთი უფლებები
როგორიცაა: აზრის თავისუფალი გამოხატვა, გაერთიანებების შექმნა,
შეკრებების მოწყობა, პირადი ინფორმაციის დაცვა და გადაადგილების
თავისუფლება.

2008 წლის მონაცემებით, (სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების
მიხედვით, მათ შორის ჰუმან რაითს ვოჩისაც სასჯელმისჯილი
ჟურნალისტების რაოდენობით კუბა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ
მეორეა. საკუთრების შეზღუდვის გამო კუბაში კომპიუტერის ფლობის
მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დაბალია. ინტერნეტის
ხმარების უფლება მხოლოდ შეზღუდულ ადგილებშია და ისიც
კონტროლირდება.
მთავრობის ოფიციალური ნებართვის გარეშე კუბელებს არ აქვთ ქვეყნის
დატოვების ან დაბრუნების უფლება.

ეკონომიკა

კუბა ერთგულობს სოციალიზმის პრინციპებს, მისი სახელმწიფოს მიერ
კონტროლირებადი გეგმიური ეკონომიკის მართვისას. წარმოების
უმეტესობის მესაკუთრე და მმართველი არის მთავრობა, მუშახელის
უმეტესობა დასაქმებულია სახელმწიფოს მიერ. 2006 წლიდან კერძო
სექტორის როლი შედარებით გაიზარდა. სახელმწიფო სექტორში
დასაქმებულია 78% ხოლო კერძო სექტორში 22%, რაც დიდად განსხვავდება
1981 წლის მონაცემთან, როდესაც სახელმწიფო ასაქმებდა მუშახელის 91,8%
-ს და კეძო სექტორი მხოლოდ 8,2%-ს. სახელმწიფოში ინვესტირება
აკრძალულია და მოითხოვს მთავრობის ნებართვას. ფასების უმეტესობას
აწესებს სახელმწიფო. ნებისმიერი ფირმა, რომელსაც სურს დაიქირავოს
მუშახელი, უნდა გადაუხადოს მთავრობას. კუბელებს არ შეუძლიათ
სამსახურის შეცვლა მთავრობის ნებართვის გარეშე. 2005 წლის ბოლოს
საშუალო ხელფასი თვეში იყო 334 პესო (დაახლოებით 16,70 USD), ხოლო
პენსია დაახლოებით 9 დოლარის ექვივალენტი.

კუბას მჭიდრო სავაჭრო კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. ის საბჭოთა
კავშირისგან ასევე იღებდა სუბსიდიებს და დახმარებებს (მაგალითად
ნავთობის სახით). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კუბის ეკონომიკა
ღრმა კრიზისში აღმოჩნდა, რომელსაც სპეციალური პერიოდი უწოდეს.
1992 წელს ამერიკამ იმ იმედით, რომ იქ აღმოსავლეთ ევროპის მსგავსად
დაიწყებოდა დემოკრატიული ცვლილებები, მოხსნა სავაჭრო ემბარგო.

კუბამაც სხვა კომუნისტური ან პოსტ-კომუნისტური ქვეყნების მსგავსად,
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოახდინა ბაზრის ნაწილობრივი
განთავისუფლება, დაუშვეს თვითდასაქმება მომსახურების და წვრილი
მრეწველობის დარგებში, ამერიკული დოლარის გამოყენება ბიზნესის
წარმოებისას და დაიწყეს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

2005 წელს კუბამ განახორციელა 2,4 მილიარდი ამერიკული დოლარის
ღირებულების პროდუქტის ექსპორტი, რა მაჩვენებლითაც ის იყო 114-ე 226
ქვეყანას შორის, ხოლო იმპორტის მოცულობამ შეადგინა 6,9 მილიარდი
ამერიკული დოლარი რაც 226 ქვეყანას შორის 87-ე მონაცემს შეადგენდა. 2007
წლის მონაცემებით, მისი ძირითადი ექსპორტიორი პარტნიორები არიან
ჩინეთი 27,5%-ით, კანადა 26,9%-ით, ნიდერლანდები 11,1%-ით, ესპანეთი 4,7%-ით.მისი ძირითადი საექსპორტო საქონელია: შაქარი, ნიკელი, თამბაქო,
ციტრუსები და ყავა. იმპორტს შეადგენს: საკვები, საწვავი, ტანსაცმელი და
მანქანები. კუბის მიმდინარე დავალიანება შეადგენს დაახლოებით 13
მილიარდ ამერიკულ დოლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის
დაახლოებით 38%-ს შეადგენს.

კლიმატი

ადგილობრივი კლიმატი ტროპიკულია, შედარებით მშრალი პერიოდი
არის ნოემბრიდან აპრილამდე, ხოლო წვიმების სეზონი მაისიდან
ოქტომბრამდე. საშუალო ტემპერატურა მერყეობს იანვარში 21 °C (69,8 °F)-დან .ივლისში 27 °C (80,6 °F)-მდე. სექტემბერი და ოქტომბერი ტროპიკული
ციკლონების პერიოდია.

რესურსები

ყველაზე მნიშვნელოვანი წიაღისეული არის ნიკელი, რომლის მარაგის
მხრივ, კუბა მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ.. კანადური
კომპანია Sherritt International ახორციელებს ნიკელის მოპოვებას მოას
მუნიციპალიტეტში. კუბა არის გამდიდრებული კობალტის მსოფლიოში
მეხუთე უდიდესი მწარმოებელი. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ
ჩრდილოეთ კუბის აუზში შესაძლებელია 4,6 – 9,3 მილიარდი ბარელი
ნავთობის მოპოვება. 2006 წლიდან კუბამ ამ ტერიტორიაზე დაიწყო
საცდელი ბურღვითი სამუშაოების ჩატარება.


ენები

კუბის ოფიციალური ენა არის ესპანური და მოსახლეობის უმეტესობა
სწორედ ამ ენაზე საუბრობს. ის ესპანური რომელსაც კუბელები იყენებენ,
ცნობილია როგორც კუბის ესპანური და ის წარმოადგენს კარიბების
ესპანურის ერთ-ერთ ფორმას. ლუკუმი, იურუბას დიალექტი ასევე
გამოიყენება როგორც ლიტურგიკული ენა სანტერიანელების
მიერ.ჰაიტიური კრეოლი არის გავრცელების მიხედვით მეორე ენა, მას
ძირითადად იყენებენ ჰაიტელი ემიგრანტები. ემიგრანტებს შორის ასევე
ფართოდ გამოიყენება კატალონიური და კორსიკული.

ტურიზმი

ტურიზმი კუბაში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლნ ადამიანს
იზიდავს და წარმოადგენს კუნძულის შემოსავლების ერთ-ერთ ძირითად
წყაროს.ხელსაყრელი კლიმატით, პლაჟებით, კოლონიური
არქიტექტურითა და განსხვავებული კულტურული ისტორიით კუბა
უკვე დიდი ხანია მიმზიდველი ადგილია ტურისტებისათვის. კუბა იყო
ესპანეთის უკანასკნელი, უძველესი და უახლოესი კოლონია 1901 წლამდე.
XX საუკუნის პირველ ნახევარში კუბამ განაგრძო სარგებლის მიღება
დიდი ინვესტიციებისგან, ინდუსტრიის შექმნითა და იმიგრაციით. მისმა
სიახლოვემ და მჭიდრო ურთიერთობებმა აშშ-სთან ასევე განაპირობა
ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდა. იქიდან გამომდინარე, რომ კუბასა და
აშშ-ის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა კუბის რევოლუციის შემდეგ
და კუბის ბიზნესებმა განიცადა ექსპროპრიაცია და ნაციონალიზაცია,
ქვეყანა მოწყვეტილი აღმოჩნდა მისი ტრადიციული ბაზრისგან
ემბარგოთი, აშშ-მა ასევე აუკრძალა თავის მოქალაქეებს კუბაში ჩასვლა.
ხელისუფლებაში კასტროს მოსვლიდან სულ რაღაც ორ წელში,
ტურიზმის ინდუსტრია რეკორდულად დაბალ დონემდე დაეშვა. 1960-იან
წლებში კომუნისტურმა მთავრობამ აკრძალა და შეამცირა კერძო
საკუთრება, კანონგარეშე გამოაცხადა უცხოური ვალუტის ბრუნვა და ამ
ყველაფერთან ერთად მოსპო ტურისტული ინდუსტრია.

მიუხედავად ამისა, ბოლო დროს, მთავრობის მიერ ტურიზმის
ხელშეწყობისაკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, ეს სექტორი შედარებით
გამოაცოცხლა.

კულტურა

კუბური კულტურა ძირითადად ესპანურ და აფრიკულ გავლენას
განიცდის. სპორტი აყვანილია ეროვნული ინტერესის დონემდე.
ტრადიციულად, კუბიდან უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენია,
ვიდრე სხვა რომელიმე ესპანურენოვანი ქვეყნიდან. კუბაში ყველაზე
პოპულარული თამაშია ბეისბოლი. სპორტის სხვა პოპულარულ
სახეობებში შედის: კალათბურთი, ფრენბურთი, კრიკეტი, ათლეტიკა და
ბოქსი.

მუსიკა

კუბური მუსიკა ძალიან მდიდარია და იგი მისი კულტურის ყველაზე
პოპულარული მიმართულებაა. ამ მუსიკის ძირითადი ფორმა არის სონი,
რომელიც წარმოადგენს ბაზას სხვა უფრო მეტად პოპულარული ისეთი
სტილებისთვის როგორიცაა: სალსა, რუმბა, მამბო, ჩა-ჩა-ჩა. კუბური მუსიკა
მოდის ადრეული აფრო-კუბური მუსუკიდან. მუსიკალური
ინსტრუმენტებიდან ტრესი კუბაშია გამოგონილი, თუმცა სხვა
პოპულარული კუბური ინსტრუმენტები (მაგალითად: მარაკასი, გუირო,
მარიმბა, მაიჰუაკანი) ან აფრიკული ან ტაინოს ხალხის მემკვიდრეობაა.
კუბელი კომპოზიტორებიდან ყველაზე ცნობილია ერნესტო ლეჩუონა.
1990-იან წლებში ჰავანა რეპის და რეგეტონის გული იყო.

სამზარეულო

კუბური სამზარეულო ესპანური და კარიბების სამზარეულოების
ნაზავია. კუბის სამზარეულო ძირითადად შედგება: შავი ლობიოსგან,
ბრინჯისგან, დაბეგვილი ხორცისგან, კუბური პურისგან, ღორის
ხორცისგან ნიორით და ტროპიკული ხილისგან. ხორცეულს ძირითადად
ამზადებენ დაბალ ცეცხლზე მსუბუქი სოუსებით. ძირითადი
სანელებლებია: ნიორი, ძირა, ველური თავშავა და დაფნის ფოთოლი.
ლიტერატურა

ლიტერატურა

კუბის ლიტერატურის ისტორია იწყება ადრეული მეცხრამეტე
საუკუნიდან. ხოსე მარტის შემოქმედებაში, რომელიც კუბის
ლიტერატურაში მოდერნიზმის ფლაგმანია, მთავარი თემა იყო
დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისეთი მწერლებისთვის,
როგორიცაა ნიკოლას გილენი და ხოსე ტალეტი, შემოქმედების მთავარი
თემა იყო სოციალური პრობლემები. გამოჩენილი პოეტები და
ნოველისტები არიან დულსე მარია ლიონასი და ხოსე ლესამა ლიმა.
გამოჩენილი კუბელი რომანტიკოსია მიგელ ბარნეტი, რომელსაც
ეკუთვნის ყველანი ოცნებობდნენ კუბაზე. ისეთმა მწერლებმა
როგორიცაა: რეინალდო არენასი, გულერმო კაბრერა ინფანტე, დაინა
ჩავიანო, პედრო ხუან გუტეესი, ზოე ვალდესი და ლეონარდო პადურა
საერთაშორისო აღიარება პოსტ-რევოლუციურ პერიოდში მოიპოვეს,
მთავრობის მხრიდან იდეოლოგიური კონტროლის გამო ბევრ მათგანს
დევნილობაში მოუწია წასვლა.

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

 

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close