არქივი

უცნაური და ავი ბედისწერა(ნაწილი 1)

The Omen 2006

1975 წლის 21 ივლისს გაზეთმა “ლივერპულ ექომ” მკითხველს ორი ახალგაზრდის-ტყუპი ძმის ფრიად უცნაური სიკვდილის შესახებ აუწყა.ძმები ზუსტად ერთსა და იმავე ადგილზე ,ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ,ორივე ახალგაზრდა მოტოციკლს მართავდა და ორივეს დაეჯახა ტაქსი,რომელსაც ერთი და იმავე მძღოლი მართავდა.კიდევ უფრო გამაოგნებელი ის იყო,რომ ორივე შემთხვევაში ტაქსიში ერთი და იმავე მგზავრი იჯდა.,რომელიც იმავე ადგილას მიდიოდა,სადაც ერთი წლის წინ მოუხდა წასვლა.

1975 წელს მომხდარი მეორე უცნაური შემთხვევაც ტყუპ ძმას-ჯონ და არტურ მაუფორტებს უკავშირდება,რომელიც ერთსა და იმავე დღესა და საათს გარდაიცვალნენ.1975 წლის 22 მაისს გვიან საღამოს 56 წლის ჯონ მაუფორტმა გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და ექიმებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.ამ დროს მისგან 80 მილით დაშორებით უინძორში მყოფმა არტურ მაუფორტმა ,რომელმაც ძმის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა,მოულოდნელად თავი ასევე ცდად იგრძნო.ორივე ძმა იმავე საღამოს,პრაქტიკულად იმავე საღამოს ,პრაქტიკულად ერთსა და იმავე დროს ისე გარდაიცვალა,რომ ერთმანეთის ამბავი არ გაუგიათ.

ფილმი “ომენიც” 1975 წელსაა გადაღებული,ის ანტიქრისტეს მოსვლაზე გვიამბობს და ეკრანებზე გამოსვლისთანავე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად იქცა.აი მისი გადამღები ჯგუფი კი საბედისწერო მოვლენების,ავადმყოფობისა და სიკვდილის სამიზნე გახდა.სცენარის ავტორი,დევიდ ზელცერი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა:თვითმფრინავს,რომლითაც ის მგზავრობდა ,მეხი დაეცა.იმავე ღამეს,(ოღონდ სხვა რეისზე)მოჰყვა მსახიობი გრეგორი პეკიც;რეჟისორი დიკ დონერი და სპეცეფექტების სპეციალისტი-ჯონ რიჩარდსონიც ავიაკატასტროფებში მოყვნენ.

უარესი დაემართა ფილმში მონაწილე კასკადიორსა და ფილმის დირექტორს:კასკადიორები გადაღებების დროს ცხენებმა გადათელეს,დირექტორი კი გააფთრებულმა ლომმა იმსხვერპლა.ერთი სიტყვით,ფილმის დასრულებისას გადამღები ჯგუფის წევრებისა და მსახიობების უმეტესობას ეჭვი აღარ ეპარებოდა,რომ წარუმატებლობები და ავი ბედისწერა მათ სწორედ ამ ფილმის გამო აედევნა.

მსგავსი ამბები

Back to top button