საკითხავიუცნაური

მსხვერპლად შეწირული გოგონები

ინდოეთსა და ნეპალში პატივს მიაგებენ ქალღმერთ კალის,რომლის პატივსაცემად მსხვერპლშეწირვის რიტუალი ტარდება.ძველად მხოლოდ ადამიანებს სწირავდნენ,ახლა კი ძირითადად პირუტყვს.

კალი, კალი მა (სანსკ. काली kālī ”შავი”) – ინდუისტური ქალღმერთი დურგას მრისხანე განსახიერება, ღვთაება შივას მეუღლე. მისი ლმობიერი ფორმაა პარვატი.
ინდუიზმის მიმდევრებისთვის იგი განასახიერებს ბოროტებასთან მარადიულ ბძოლას. მრისხანე ”დედა”,  ჭეშმარიტების მისაღწევად რთულ გზაზე მოსიარულეთა მფარველია.

ქალღმერთ კალის ტაძარში მხილოდ ბუდისტებს უშვებენ და რიტუალში მონაწილეობის მსურველებს გრძელ რიგში დგომა უწევთ.ტაძარში მისული ადამიანი ფეხშიშველი უნდა იყოს და თეთრი სამოსი უნდა ეცვას.ყოველდღიურად ათასზე მეტი ცხოველი ეწირება კალის.ცხოველებს თავს აჭრიან,სისხლს კედელზე ასხამენ,თავებს სარიტუალო ცეცხლთან ალაგებენ,ტანი კი ტაძრიდან გააქვთ,მისი წაღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.ტაძრის კედლები და მლოცველები სისხლით არიან მოსვრილები.ტაძრის იატაკსა და კედლებს ყოველ საღამოს წყლის ჭავლით რეცხავენ.

რაც შეეხება ადამიანთა მსხვერლპლშეწირვას,იგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოფიციალურად აიკრძალა,მაგრამ ზოგიერთ რეგიონში მაინც ტარდება.კალის მხოლოდ გოგონებს სწირავენ.რიტუალამდე ბავშვს საძილე საშუალებას ასმევენ.ზოგჯერ კალისთვის განწირულ გოგონებს ჩვილობაში ყიდულობენ და გარკვეულ ასაკამდე ზრდიან.მსხვერპლს ყელს სჭრიან და მის სისხლს ვერცხლით მოვარაყებულ  ბავშვის თავის ქალაში აგროვებენ.მსხვერპლის თავის ქალიდან ისევ სასმისებს ამზადებენ.ტანი ტაძრიდან გააქვთ.

 

იხილეთ პოსტი ქალღმერთ კალიზე

 

 

მსგავსი ამბები

Close
Close