არქივი

თქვენთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებს…რატომ?

199a15331d0c

ადამიანი, რომელიც ღმერთებს უყვართ, ადრე კვდება! ყველაზე ბედნიერი ის არის, ვინც იქით დაბრუნებას, საიდანაც მოსულა, მანამ ისწრაფის, სანამ არც ცხოვრების სიმწარე განუცდია, არც მზის, წყლის, ღრუბლებისა და ცეცხლის სილამაზის ცქერა მოწყენია… ხანდაზმული კაცი იმ სოფლისკენ გამწარებული მიდის, რადგანაც ამ ქვეყნად ბევრი იცხოვრა …
არა ერთგზის წერდა ამერიკელი დეილ კარნეგი.

b24ec3fbbce0
გინდათ წარმატებული იყოთ სამსახურში, მეგობრებში, მეზობლებში? გინდათ, თქვენთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებდეს და აინტერესებდეს, მაშინ დაიმახსოვრეთ ქვემოთ მოცემული ექვსი ხერხი და ეს იდეალური აქსიომა -აკეთეთ სხვისთვის ის, რასაც საკუთარი თავისთვის ისურვებთ…
დეილ კარნეგის სკოლა
ზარატუსტრა 3000 წლის წინ ეუბნებოდა ამას ცეცხლთაყვანისმცემლებს, კონფუცი 24 საუკუნის წინ ქადაგებდა, იესო კი იუდეველებს ასწავლიდა – „გააკეტეთ სხვისთვის ის, რასაც თქვენი თავისთვის ისურვებთ“. თუ ასე მოიქცევით ყველასატვის საყვარელი ადამიანი გახდებით და თუ პატივმოყვარეობა არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ეს შეგონება თქვენი ცხოვრების წესად აქციოთ, მაშინ დაიმახსოვრეთ :

172c5991a34f
I. ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას გარეგნობა და ღიმილიანი გამომეტყველება
ახდენს. ამ ფაქტორებს წარმატებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
აუცილებელი არ არის ფიზიკური სილამაზე, მხოლოდ გულღიათ გაიღიმეთ და თქვენ მეტად მომხიბვლელიც იქნებით.
ღიმილზე, როგორც ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვების მეთოდზე, არა ერთგზის წერდა ამერიკელი დეილ კარნეგი.
ღიმილს ბედნიერება მოაქვს ოჯახში, საქმეზე კეთილ გავლენას ახდენს, მეგობრობას ამტკიცებს. ღიმილი დაღლილობიგან სიმშვიდის მომგვრელია, დარდის დროს მზის სხივია და უბედურების უებარი წამალია. და თუ ვინმეს გადაღლილობის გამო გაღიმების თავი არა აქვს, იქნებ ტავად აჩუქოთ მას ღიმილი !!!

e5a388f94d98
ძველი ჩინელები ბრძენნი იყვნენ. მათ ჰქონდათ ანდაზა, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა: ”ადამიანმა, რომელსაც გაღიმება არ შეუძლია, მაღაზია არ უნდა გახსნას.” ღიმილი ამდიდრებს ადამიანს, ვისაც ერგება და არ ღარიბდება ის, ვინც გასცემს. იგი არ იყიდება, სესხად არ გაიცემა, ვერ მოიპარავ, რადგან, იგი მაშინ არის კარგი, როცა მას გაძლევენ.
ადამიანებთან შეხვედრა სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ, თუ გინდათ რომ მათაც სიამოვნებდეთ თქვენთან შეხვედრა მაშინ ხშირად გაიღიმეთ და ეს ღიმილი უნდა იყოს წრფელი, რადგან ყალბი ღიმილით ვერასოდეს ვერ მოატყუებ ადამიანს. არაბუნებრივ ღიმილს მხოლოდ წყენის გამოწვევა შეუძლია. გაიღიმეთ გულიდან და ადამიანებს მეტად ესიამოვნებათ თქვენთან ურთიერთობა.
პრიციპი 1. გ ა ი ღ ი მ ე თ ! —- თუ გინდათ რომ ადამიანებს მოსწონდეთ, ისმინეთ მეორე შეგონება:”გაიღიმე…“

f8c226ca5796

II. ალბათ, თქვენ ზალიან მოუცლელი ხართ, მაგრამმ არა ისეთი, როგორც ფრანკლინ რუზველტი იყო. ექსპერტებმა ამერიკის ყველაზე ძლიერ პრეზიდენტად ფრანკლინ რუზველტი (1933-45) დაასახელეს. მათ საუკეთესოდ ცნეს რუზველტის პოლიტიკური ხედვა, ქვეყნის მართვის ალღო და საგარეო პოლიტიკის მართვა. და, თუ ის პოულობდა დროს დაემახსოვრებინა მექანიკოსის სახელი და გვარი, რომელიც მის მანქანას უვლიდა, თქვენ რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე. ფრანკლინ რუზველტმა იცოდა, რომ ადამიანების გულის მოგების უმარტივესი გზა არის -დაიმახსოვრო მათი სახელები
ნაპოლეონ მესამე საფრანგეთის იმპერატორი და ბონაპარტის ნათესავი, საიმაყით ამბობდა, რომ მიუხედავად მისი სამეფო საქმეებისა შეეძლო ნებისმიერი ადამიანის გვარი ან სახელი დაემახსოვრებინა. როგორ მიაღწია ამას? ძალიან უბრალოდ თუ კარგად ვერ გაიგებდა გვარს, ამბობდა “მაპატიეთ, ტუ შეიძლება კარგად ვერ გავიგე.” საუბარში ხშირად იმეორებდა მის გვარს ან სახელს. მარტო რომ დარჩებოდა, დაწერდა ფურცლზე, რამდენჯერმე წაიკითხავდა და ასე ცდილობდა დაემახსოვრებინა სახელი.

ყოველივე ეს დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ეს ადამიანტა გულის მოგების კარგი საშუელებაა.
პრინციპი 2. “გახსოვდეთ რომ ადამიანებისთვის საკუთარი სახელი ყველაზე ძვირფასი რამაა მთელი მისი ლექსიკური მარაგიდან” !
ამიტომ სცადეთ დაიმახსოვროთ ახლად გაცნობილი ადამიანების სახელები.

f8216095e7fa

III. “ადამიანი რომელსაც სხვისი ცხოვრება არ აინტერესებს დიდ სიძნელეებს აწყდება ცხოვრებაში და დიდ ზიანს აყენებს სხვას. ასეთი ადამიანებისაგან ხდება ყველა ის უბედურებანი, რასაც კი კაცობრიობა აწყდება.” ამას აცხადებდა ალფრედ ადლერი, ვენის გამოჩენილი ფსიქოლოგი, ავსტრიელი ექიმი-ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ალფრედ ადლერი ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლე იყო; აქედან გამომდინარე ადამიანებისთვის თავის მოწონების ექვსი ხერხიდან პირველი არის რეალურად და გულწრფელად დაინტერესდე სხვისი პრობლემებით.
თუ გინდა გყავდეს მეგობრები, არ უნდა იყო თავკერძა, უნდა ზრუნავდე სხვებისთვის, მერე რა, თუ ამისთვის ბევრი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ.
დაიტერესდით სხვისი პიროვნებით და ტქვენ მეტ მეგობარს შეიძენთ ვიდრე ის, რომელიც ცდილობს, გარშემომყოფნი საკუთარი თავით დაინტერესაბას.
ქრისტეს დაბადებამდე 100 წლით ადრე რომაელი პოეტი პუბლიციუს სირიუსი ამბობდა – „ჩვენ მაშინ გვაინტერესებს ადამიანები, როცა ისინი ინტერესდებიან ჩვენით“. ჰოდა თუ გინდათ, რომ სხვებს მოსწონდეთ მაშინ გახსოვდეთ შეგონება: “გამოავლინეთ მათდამი გულწრფელი ყურადღება.”
ადამიანს, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული სხვისი პიროვნებით, შეუძლია უფრო მეტი მეგობარი შეიძინოს ორ თვეში, ვიდრე ამას მეორე მოახერხებს ორი წლის განმავლობაში…
პრინციპი 3. იყავით ყურადღებიანი !

IV. ცნობილი სწავლული ჩარლზ ელიოტი ამბობდა: „ საქმიანი საუბრის წარმატება სულ უბრალო რამეზეა დამოკიდებული- გულისყურით უნდა უსმინოთ მოსაუბრეს. თუ თქვენ მოსმენას ისწავლით, ყველაზე საჭირო ადამიანი გახდებით. მოსმენა სჭირდება ყველას – გაღიზიოანებულ რესპოდენტს, მყიდველს, უკმაყოფილო თანამშრომელსაც და გულიტად მეგობარსაც. მოსაუბრეს ისეთი რამ ჰკიტხეთ რაზეც იცით, რომ სიამოვნებით გაგესაუბრებათ და თქვენ იქნებით იდეალური მოსაუბრე, თუგინდ ამ საუბრისას სულ რამდენიმე ფრაზა წარმოთქვათ.
დღეს ადამიანები კარგ მსმენელს ეძახიან კარგ მსმენელს, ანუ თუ შენ საუბრის პროცესში ეცდები იყო მსმენელის პოზიციაში შენ იქნები კარგი მოლაპარაკე.
თუ გინდათ რომ კარგი მოსაუბრე იყოთ, იყავი კარგი მსმენელი.

პრინციპი მე-4. გინდათ, ადამიანებს მოსწონდეთ? გახსოვდეთ შეგონება მეოთხე: ყურადღებით უსმინეთ და წააქეზეთ ადამიანები სალაპარაკოდ –

V. არსებოსბს ერთი მნიშვნელოვანი წესი, რომლის დაცვით გასაჭირში არასოდეს აღმოჩნდებით- მპატივი ეცით ადამ,იანის ღირსებას, ვინც უნდა იყოს იგი. და, თუ, მაინცდამაინც ორატორობას გადაწყვეტთ, ისუბრეთ ისეთ თემაზე, რაც თქვენ მოსაუბრეს ღირსებას არ შეულახავს და მისთვის საინტერესო იქნება.
პრინციპი 5. ილაპარაკეთ ისეთ რამეზე, რომელიც თქვენი მოსაუბრისთვის საინტერესო, სასიამოვნო იქნება და აღიარეთ საუბარში მისი რეალური ღირსება.

VI. ყველა ადამიანს თავისი ტავი სხვაზე უკეთესი ჰგონია. თქვენ ფიქრობთ, რომ ესკიმოსზე უკეთესი ხართ. მაგრამ იცით, რას ფიქრობს თქვენზე ესკიმოსი?
თუ შეგიძლიათ სხვა ადამიანში ღირსება აღმოაჩინოთ და აღიაროთ მისი ნიჭი, მაშინ წარმატებისაკენ გზა ხსნილი გაქვთ. აღიარე მისი უპირატესობა და ეს ყველაფერი გულწრფელი უნდა იყოს.
პრინციპი 6. აგრძნობინეთ ადამიანს ამა თუ იმ საქმეში მისი უპირატესობა.

გაითვალისწინეთ ეს ექვსი ნაბიჯი და დაინახავთ თქვენით რამდენი ადამიანი დაინტერესდება!

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button