უკატეგორიო

Frédéric Chopin – ფრედერიკ შოპენი

ფრედერიკ შოპენის დაბადების თარიღად ითვლება ან პირველი მარტი ან 22 თებერვალი – 1810 წელი.  ის იყო XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ვირტუოზი პიანისტი პოლონეთიდან. დაიბადა სოფელ ჟელაზოვაში (ვარშავიდან დასავლეთით – 46 კილომეტრის დაშორებით). მუსიკალური განათლება მიიღო ვარშავაში. სანამ კომპოზიტორი პოლონეთს დატოვებდა, არაერთი კარგი ნაშრომი დაწერა. ფრედერიკმა განადგურებული სამშობლო დატოვა 20 წლის ასაკში (1830 წელს ) და პარიზში დამკვიდრდა.  დარჩენილი 19 წლის განმავლობაში შოპენმა 30 სახალხო კონცერტი გამართა. საფრანგეთში მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ფრანგ მწერალ ამატინ დუპინთან. ცუდი ჯანმრთელობის გამო შოპენი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა (1849 წლის 17 ოქტომბერს), მაგრამ დაგვიტოვა უამრავი შესანიშნავი ნაწარმოები.
ფრედერიკის ნამუშევრების უმრავლესობას წარმოადგენს ფორტეპიანოზე დაწერილი ნაწარმოებები, თუმცა მის ნაშრომებში შედის ორი პიანო კონჩერტო და რამოდენიმე პოლონური სიმღერა. ფორტეპიანოზე შოპენის ნაწარმოების დაკვრა მოითხოვს პიანისტის დიდ ტექნიკას. ყველაზე ცნობილებია: ბალადა, მაზურკა, ვალსი, ეტუდი, ნოკტიურნი, იმპრომპტუ, სკერცო, პიანო სონატა და პრელუდია. გთავაზობთ თითოეული მათგანის საუკეთესო ნაშრომებს.

ბალადა #1

მაზურკა ოპ. 7 # 1

Grand Valse Brilliante

ვალსი #19

ნოკტურნი #20

ნოკტურნი ოპ. 27 #1

ეტუდი ოპ. 10 #12 (რევოლუციური)

ეტუდი ოპ. 25 #11

ეტუდი ოპ. 25 #12

იმპრომპტუ ოპ. 66 (ფანტაზია)

სკერცო #1

სკერცო #2

სკერცო #3

პრელუდია ოპ. 28 #4

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close