კულტურა

თბილისს გაქრობის საფრთხე ემუქრება?

e1e7c007d83a

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს იმ ქალაქებს შორის, რომელთაც გაქრობის საფრთხე ემუქრებათ, თბილისი მე-15 ადგილზეა.

მსოფლიო მეგაპოლისების ეს რეიტინგი ხუთი ფაქტორის გათვალისწინებით არის შედგენილი: ქალაქის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, ცხოვრების დონე, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მდგომარეობა, ასევე სოციალური სამართლიანობა. აღსანიშნავია, რომ გაეროს მონაცემებით, 2025 წლისთვის თბილისის მოსახლეობა 1990 წელთან შედარებით 7,42 პროცენტით შემცირდება. გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი, მომაკვდავი ქალაქების სია ასეთია: 1. დნეპროპეტროვსკი (უკრაინა), 2. ბუდაპეშტი (უნგრეთი), 3. დონეცკი (უკრაინა), 4. ზაპოროჟიე (უკრაინა), 5. ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი), 6. სარატოვი (რუსეთი), 7. მონროვია (ლიბერია), 8. ბუსანი ( სამხრეთ კორეა) 9. პერმი (რუსეთი), 10. ხარკოვი (უკრაინა), 11. სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), 12. სამარა (რუსეთი), 13. ოდესა (უკრაინა), 14. სეული ( სამხრეთ კორეა), 15. თბილისი (საქართველო), 16. უფა (რუსეთი), 17. ტურინი (იტალია), 18. ვორონეჟი (რუსეთი) და ა. შ..

ამ საკითხზე კომენტარი არქიტექტორ ალექსანდრე სარალიძეს ვთხოვეთ:

– ქალაქის ყველა ადგილს, ტერიტორიას, პირობითად რომ ვთქვათ, თავისი წონა აქვს, ანუ ერთ ჰექტარ ფართობზე რამდენი ადამიანი შეიძლება სახლობდეს, რა რაოდენობის მწვანე საფარი უნდა მოდიოდეს ერთ სულ მოსახლეზე, რა ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები სჭირდება მას, როგორ ნიავდება გარემო და ა. შ. ასე რომ, ქალაქის ამა თუ იმ ტერიტორიის შეფასება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, დღეს თბილისში, ამ თვალსაზრისით, უამრავი პრობლემაა, რომელთა ერთობლიობა, ცხადია, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ცხოვრების დონეზე, რის გამოც, ადამიანი, ადრე თუ გვიან, იძულებულია, ეს ტერიტორია დატოვოს (მაგალითად, ნიუ-იორკში არაერთი დაცარიელებული უბანია)… ეს სავალალო ტენდენციაა და ამგვარია მწარე რეალობა, იმ აღმშენებლობის რეალური სახე, რითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ამაყობდა.

ნინო კვიტაშვილი

წყარო/Source:  http://www.ambebi.ge

bendela

12345

მსგავსი ამბები

Back to top button