მისტიკასაკითხავისასარგებლო

პოლტერგეისტი ჩვენს ცხოვრებაში

ფენომენური მოვლენები,რომელსაც ხალხი პოლტერგეისტს უკავშირებს,მეცნიერების მიერ ბოლომდე შესწავლილი არაა,ამიტომაც დასკვნები ალბათობაზეა დამყარებული.საქართველოში ასეთი ფაქტებით ცნობილი უფოლოგი თალეს შონია იყო დაინტერესებული,ახლა მის გზას მისი შვილი ერეკლე შონია აგრძელებს,მას მიაჩნია,რომ მსგავსი მოვლენები სამყაროში ყოველთვის ხდება,რაც ძირითადად სხვა სამყაროს ან პლანეტის წარმომადგენლებთანაა დაკავშირებული,უცნაური მოვლენები,რომელსაც ხალხი “დამავოის’ არსებობით ხსნის,უცხო ცივილიზაციისა და ადამიანის პირველი კონტაქტისას შეიმჩნევა.

პოლტერგეისტი შესაძლოა ცოცხალი არსება იყოს,რომელსაც ადამიანებთან კონტაქტში შემოსვლა სურს,არ არის გამორიცხული,რომ იგი პარალელური სამყაროდან ან სხვა პლანეტიდან შემოდიოდეს.იყო შემთხვევები,როდესაც ოჯახებში ასეთი მოვლენების დროს უცნაურ არსებებსაც ხედავენ.მათ ადამიანები სხვადასხვანაირად აღწერენ:იყო შემთხვევა როც ამბობდნენ,რომ,სახლში ამ მოვლენების დროს წამიერად დაინახეს მსუქანი და დაბალი არსება,რომელიც ადამიანს არ ჰგავდა.ზოგი აღწერს ორ-სამ სანტიმეტრიან არსებებსაც.

ერთ-ერთი ოჯახის წევრებს ისეთი შეგრძნება ჰქონდათ,რომ მათ ყოველ მიქმედებას ვიღაც ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა,მეორეგან ოჯახის წევრები მიუთითებდნენ სახლის კუთხესაც კი,საიდანაც უცნაურ მზერას გრძნობდნენ.ღამით იატაკის ჭრიალის ხმაც ესმოდათ,რაც განსხვავებული იყო ხის ჭიის ღრღნისგან.ინტერესს იწვევს უცნაური არსებების გამოჩენისა და გაქრობის მომენტებიც,ხშირ შემთხვევებში მას ჩაძენებისას ან გამოღვიძებისას ხედავენ.გაქრობისას ზოგჯერ ფერმკრთალდებიან,ზოგჯერაც გიგანტური არსებები დაპატარავდებიან,პატარა ბურთად იქცევიან და სადღაც მიფრინავენ.იყო ერთი შემთხვევა,როდესაც ერთი პიროვნება ამტკიცებდა,რომ მის მიერ დანახული არსება მოულოდნელად წაიშალა.

პოლტერგეისტის დამახასიათებელი მოვლენებია ხმაური,საგნების გადაადგილება,თვითაალება,ზოგჯერ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს ადამიანებთან კონტაქტში შემოსვლა სურთ და თუ რჩეულებმა გაუმართლეს და მათმა მოქმედებებმა ადამიანებში შიში არ გამოიწვია,უფრო აქტიურ კავშირებზე გადადიან.

გოგონას,რომლის სახლშიც თავდაპირველად უცნაური მოვლენები ხდებოდა,შემდგომ ვიღაც გონებრივად გადასცემდა ინფორმაციებს,რაც სრული სიზუსტით ცხადდებოდა.იყო ისეთი შემთხვევაც,როცა ადამიანს ინფორმაცია ნაწერებით გადაეცემოდა,მართალია ასოები გაურკვეველი იყო,ტუმცა პიროვნება მის აზრს მაინც ხვდებოდა.იმ ოჯახებთან ურთიერთობას კი სადაც მათ გამოჩენას შიში და პანიკა მოსდევდა,ხშირად თავს ანებებდნენ და უცნაური მოვლენებიც მალევე წყდებოდა.

არიან ცივილიზაციები,რომლებსაც ადამიანების დახმარება სურთ.არაერთი შემთხვევაა ცნობილი,როც ისინი ძილში ან სხვა ვერბალური ურთიერთობის დროს ხალხს საჭირო ცოდნას და ინფორმაციას გადასცემდნენ.არიგებდნენ მოცემულ მომენტში როგორ უნდა მოქცეულყვნენ და აშ.სწორედ ასეთი ცოდნის შედეგად კურნავდნენ მათი “რჩეულნი” ადამიანებს,აკეთებდნენ უსისხლო ოპერაციებს,თუმცა როგორც აღმოჩნდა,მათ ცოდნის წართმევაც შეუძლიათ.ეს მაშინ ხდება ,როცა ადამიანები მათგან შეძენილ ცოდნას თვითგანდიდების ან მატერიალური კეთილდღეობისთვის იყენებდნენ.

ერთ თბილისელ გოგონას ასეთი რამ დაემართა;მას ხატვის ნიჭი არასდროს ჰქონია,მის ოჯახში უცნაური მოვლენები დაიწყო,თავდაპირველად კენჭებს ისროდნენ,შემდეგ გოგონას სამოსი ერთი თაროდან მეორეზე გადაადგილებული ხვდებოდა,შემდეგ სახლში უცნაური წერილები ხვდებოდა,გოგონა მიხვდა,რომ მას მუდმივად ვიღაც დაჰყვებოდა და მარტო არ იყო.გოგონა ზოგჯერ მათ ამჩნევდა კიდეც,სწორედ მისგან გაიგო,რო საქმე ერთ-ერთი პლანეტის წარმომადგენელთან ჰქონდა და მისივე დახმარებით დაიწყო წინასწაემეტყველური ნახატების შესრულებაც,იყო შემთხვევებიც,როდესაც ასეთი ფენომენის დროს ადამიამა ლექსების წერა დაიწყო და აშ.

რა თქმა უნდა,ასეთი მმოვლენები  აგრესიულ ხასიათსაც ავლენდნენ,მაგრამ ეს სულაც არ არის გამოწვეული “დამავოისგან”:

ერთ-ერთ რაიონში ასეთი რამ მოხდა:ოჯახის წევრებს ღამით იატაკის ჭრიალის ხმა აღვიძებდათ ისეთი შეგრძნება ჰქონდათ რმ მათ სახლში ვიღაც დადიოდა,ისინი ვერ ხედავდნენ,ერთ დილას საქათმეში ყველა ქათამი დახოცილი და ყველა კვერცხი დამტვრეული დახვდათ.როცა მდგომარეობა შეისწავლეს,აღმოჩნდა,რომ მათ სახლი და საქათმე სოფლის წინადელ სასაფლაოზე ჰქონდათ აშენებული.ანუ ეს ყველაფერი მიწიდან ამოსული უარყოფითი ენერგიის შედეგი იყო.დავუმატოთ ისიც,რომ კვერცხს აქვს უნარი, უარყოფითი ენერგიები შეისრუტოს.იმ ოჯახის წევრებმა გაიხსენეს,რომ საქათმიდან ამოტანილ კვერცხს საკმაოდ უსიამოვნო გემო ჰქონდა.

უცნაური მოვლენები თბილისის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაშიც მოხდა,როგორც მორიგე პოლიციელი ამბობდა,მან საკუთარი თვალით ნახა როგორ დაფრინავდნენ სეიფები,მაგიდები და სკამები.ამავე განყოფილების ერთ-ერთმა პოლიციელმა არ დაუჯერა და დასცინა,მოულოდნელა დ მას რაღაც ძალამ კედელზე თავი არტყმევინა.

ასეთი უცნაურობები სამყაროში ხდებოდა და ხდება,მათი ახსნა მეცნიერებსაც უჭირთ და რელიგიასაც.მსგავს მოვლენებთან ერთბაშად შეგუება ცხადია ადამიანებს გაუჭირდებათ,მიტომაც შეგუება წინასწარ ხდება.ამიტომაცაა ვისაც ასეთი რამ ემართებათ პანიკა არ იპყრობთ და ყველაფერს მშვიდად აღწერენ. ადამიანები მათ უჩინარი სულიერი არსებებით ხსნიან და “დამავოებს” ეძახიან.

 

შემდეგზე თალეს შონიას კვლევებს შემოგთავაზებთ.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close