გამოგონებაგასართობი

კრეატიული კოლექცია: პეპელა-ჰალსტუხი


კრეატიული კოლექცია: პეპელა-ჰალსტუხი ნიუ იორკელმა მხატვარმა, სახელად ნიკოლას ტი რუისმა შემოგვთავაზა კლასიკური ჰალსტუხი-პეპელას ოდნავი განახლება და წარმოგვიდგინა თავისი სამუშაობის ახალი კოლექცია.
“Bow Tie Collection” კოლექცია შექმნილია ყველაზე მოულოდნელი მასალისაგან., როგორიცაა ფირის „თხელი გარსი“ , კუბიკები LEGO და კიდევ საცობები…
ჰალსტუხი გერმანულად Halstuch – ქსოვილის ლენტია და მას გარკვეული წესით იკეთებენ ყელზე , პერანგის საყელოზე; მამაკაცის სამოსის ეს დახვეწილი აქსესუარი -ყელსახვევი მოდაში პარიზმა დაამკვიდრა.
საიდან მოდის ჰალსტუხის წარმოშობის ისტორია? ეს ალბათ, საინტერესოა ყველასათვის… ჩაიკითხეთ


ჰალსტუხის წარმოშობა უკავშირდება ყელსახვევს, რომელსაც საფრანგეთის არმიაში ხორვატი დაქირავებული მეომრები ატარებდნენ. როდესაც ისინი საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის წინაშე წარდგნენ, ლუი XIV მოხიბლული დარჩა ხასხასა ფერის აბრეშუმის ყელსახვევით. მოდაში ის სწორედ პარიზმა დაამკვიდრა. ის მოდური იყო ინგლისშიც და რა თქმა უნდა, მამაკაცის საქმიანი ტანსაცმლის განუყოფელ ატრიბუტად მოიაზრებოდა, ამიტომ სახლიდან არცერთი ჯელტმენი მის გარეშე არ გადიოდა…

დღესაც კი, სწორად შერჩეული ჰალსტუხი მიუთითებს მამაკაცის დახვეწილობასა და გემოვნებაზე, განსაზღვრავს მის გარეგნულ იერსახეს, სტილსა და ელეგანტურობას. ხოლო რაც შეეხება პეპელა ჰალსსტუხს : მას იკეთებენ – ფრაკზე – (ფრაკი მამაკაცის გამოსასვლელი კლასიკური ზედატანია, რომლის უკანა მხარე დატოვებულია გრძელ კუდად; და იკეთებენ აგრეთვე სმოკინგზე – ბრიტანელები მას ტუქსედოს უწოდებენ და გულისხმობს კლასიკურ სტილში გადაწყვეტილ მკაცრი ჭრილის კოსტუმს. სმოკინს
საღამოს წვეულების პიჯაკად მიიჩნევენ. სმოკინგთან იკეთებენ ჰალსტუხს ან პეპელას (ბაფთას 0).

ტუქსედო კოსტუმი ნაღებად საზოგადოებაში გამართულ წვეულებებზე შეგიძლიათ ჩაიცვათ, როდესაც ქალბატონები საღამოს კაბებსა და ძვირფასეულობით მოიწონებენ თავს.

ხშირად მოსაწვევებზე შეგხვდებათ ფრაზა black tie, ეს ტრადიციული ფორმაა მოიხსენიონ ტუქსედო კოსტუმი მამაკაცებისთვის (აუცილებლად შავი კლასიკური), ქალებმა კი ამ დროს საღამოს კაბები უნდა ატარონ…











blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close