კულტურა

2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს.

31e839796918

ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ, რომელიც შამბალის ორაკულის სახელითაა ცნობილი, ნასა–სთვის განცხადება გააკეთა.თავის გზავნილში ლამა იუწყება, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, დედამიწა, მზის სისტემასთან ერთად, გალაქტიკის „ნულოვან სარტყელს“ გაივლის

ლამას თქმით, 21 დეკემბერს, დილის ათი საათიდან, პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს. არ იქნება შუქი, ელექტროობა, კავშირგაბმულობა და ხმა.ამ დროისათვის, დედამიწა გაივლის გალაქტიკის „ნულოვან პოლუსს“. „ეს არის სივრცე, სადაც არ არსებობს არანაირი ენერგია, ყველა ობიექტს შორდება ელექტრული ველი. სიბნელეს ზოგჯერ კოსმოსური ილუზიები და სინათლე გაკვეთს“. თუმცა, ტიბეტელი ბერი ირწმუნება, რომ საშიში არაფერია და ეს მდგომარეობა მხოლოდ სამი–ოთხი დღე გაგრძელდება, ხოლო შემდეგ კვლავ მზის შუქი გამოჩნდება.

ბერის განცხადებითვე, „კოსმოსურ სიბნელის“ მოახლოვებას ცხოველები ადრევე იგრძნობენ და გამოქვაბულებში დაიმალებიან, ქალაქების მცხოვრებლები ამას ვერ იგრძნობენ და ამიტომ მათ შორის ფსიქიკური დაავადებების მსხვერპლნიც იქნებიან. შესაძლოა დედამიწის 10 პროცენტიც დაიღუპოს.

შამბალის ორაკულმა დედამიწელებისათვის პრაქტიკული რეკომენდაციებიც დაწერა:

თქვენ ადრევე უნდა მოემზადოთ ამ ციკლის ცვლილებისათვის, ყველა საქმე 2012 წელსვე მოითავეთ, არ დაიწყოთ არაფერი ახალი. 20 დეკემბრამდე ბავშვები წაიყვანეთ და მთელი დოკუმენტები, ფული და ყველაფერი წაიღეთ და გადით ქალაქგარეთ ბუნებაში. წაიღეთ პროდუქტები 2 თვისათვის, რადგან ელექტროქსელი დიდი ხნის მანძილზე არ იქნება. სახლში იქონიეთ წყლის მარაგი. ბნელ დღეებში არ უყუროთ ფანჯარას, არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს და ყურებს, არ გახვიდეთ ქუჩაში, რადგან შეიძლება დაიკარგოთ. შუქის მოსვლის შემდეგ, ქალაქებში დაბრუნება არ იჩქაროთ, აჯობებს გაზაფხულამდე ბუნებაში დარჩეთ.

ტიბეტელი ლამას აზრით, სრული გამოსვლა „ნულოვანი სატყელიდან“ 2013 წლის 7 თებერვალს მოხდება, აღდგება ელექტროენერგია და დედამიწა სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა, ლამა ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ადამიანების მსოფლხმედველობა მნიშვნელოვნად შეიცვლება და ისინი უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას სულიერებას.

Nასა-ს წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ცნობილია, რომ მეცნიერები მსგავს მოსაზრებებს სრულ აბსურდად და არასერიოზულობად მიიჩნევენ.

რავიცი რავიცი სიმართლე გითხრათ მჯერა :X
ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედია მოგეწონათ (სიტუაცია ტეხავს) :X
წყარო : http://geworld.ge/

gugito93

:)) ,,,

მსგავსი ამბები

Back to top button