რეკლამებისაკითხავისასარგებლო

მაკდონალდსის ქსელის განვითარების ისტორია


ამ პოსტში თქვენ გაიგებთ თუ როგორ ვითარდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია “The Mcdonalds Corporation”. დღეს დღეისობით ეს კომპანია ცნობილია თავისი ორიგინალური “ფასთ ფუდის” რესტორნებით  . ამ სავაჭრო ნიშანს მსოფლიოს 5 კონტინენტზე (119 ქვეყანა)  შეხვდებით და გარკვეულ წილად ამის გამო იქცა იგი გლობალიზაციის ერთ-ერთ სიმბოლოდ…

—- კომპანიის დოსიე —-

სახელწოდება – Mcdonalds Corporation
კომპანიის დევიზი – “აი, რა მიყვარს” (I’am Lovin’ it)
დაარსების თარიღი – 1940 წლის 15 მაისი
სათაო ოფისი – აშშ, ჩიკაგო
ხელმძღვანელი – მაიკლ რობერტსი
დარგი – საზოგადოებრივი კვება
ბრუნვა – 22.79 მილიარდი დოლარი
საპროცესო მოგება – 14.445 მილიარდი დოლარი
სუფთა მოგება – 2.3 მილიარდი დოლარი (2004 წ) , 2.6 მილიარდი დოლარი (2005წ)
კომპანიის შემოსავალი – 19 მილიარდი დოლარი (2004 წ) , 20.5 მილიარდი (2005წ)
სწრაფი კვების ობიექტების რაოდენობა – 31000
თანამშრომელთა რაოდენობა – 1.5 მილიონი
ყველაზე ძველი მაკდონალდსი – მდებარეობს ქალაქ დაუნიში,კალიფორნია.

—- კომპანიის შექმნის მოკლე ისტორია —-
მაკდონალდსის ქსელის სახელი უკავშირდება ძმების დიკ და მაკ მაკდონალდსების სახელს , თუმცა კომპანიას პოპულარობა რეიმონდ კროკმა მოუტანა. თავდაპირველად დიკ და მაკ მაგდონალდსებს ჰქონდათ პატარა რესტორანი , რომელიც ნორმალური მუშაობით ხასიათდებოდა თუმცა ისინი ეძებდნენ ახალი ტიპის სასაუზმის შექმნის მეთოდებს. მათ დავდაპირველად უარი თქვეს ტრადიციულ 25 კერძიან მენიუზე და ის ახალი 9 კერძიანი მენიუთი შეცვალეს , რომელიც მოიცავდა : ჰამბურგერს , ჩიზბურგერს, 3 ტიპის სასმელს , რძეს,ყავას და ნამცხვარს. მოგვიანებით მენიუს დაემატა კართოფილი ფრი და კოქტეილი. ასევე ძმებმა სამზარეულო მთლიანად შეცვალეს და გამოიყენეს უჟანგავი მეტალისგან დამზადებული მოწყობილობები.ასევე თვითმომსახურების სისტემა პირველად “მაკდონალდსში” დაინერგა პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდინოში(კალიფორნია).1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s – ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება.




—- კომპანიის განვითარების ისტორია —-

1956 წლისთვის ამ სავაჭრო ნიშნით 14 რესტორანი მუშაობდა, ხოლო საწონელბრუნვა 14 მილიონ დოლარს შეადგენდა. 1960 წლის ბოლოსთვის გახსნილი იყო 228 რესტორანი , 38 მილიონი წლიური საქონელბრუნვით. 1963 წლისთვის კომპანია 1 მილიონ სენდვიჩს ყიდდა დღეში. 1968 წელს გაიხსნა კომპანიის რიგით 1000 _ ე რესტორანი. 1970 წელს კი ამერიკის მაშტაბით “მაკდონალდსის” რესტორანთა ქსელი 1500 სწრაფი კვების ობიექტს მოიცავდა, ხოლო წლიური საქონელბრუნვა 600 მილიონ დოლარს შეადგენდა . მილიარდიან ნიშნულს კომპანიამ 1972 წელს მიაღწია. 1975 წელს კი დაინერგა ახალი სრულიად განსხვავებული კლიენტების მომსახურების კიდევ ერთი ორიგინალური კონცეფცია. ქალაქ სიერა ვისტაში დაინერგა, ავტომობილისტების მომსახურების სისტემა “მაკავტო” , რომელიც ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე პროდუქციის შეკვეთისა და მიღების საშუალებას იძლეოდა. იმ რესტორანში სადაც ეს დაინერგა საქონელბრუნვა თითქმის გაორმაგდა.



1980 წლისთვის “მაკდონალდსის” კვების ობიექტების ქსელი მსოფლიოს 27 ქვეყანაში მუშაობდა , რომლის საქონლის საერთო წრებრუნვა 6 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.იმ წელს ქსელში 6200 რესტორანი იყო. 1990 წელს მაკდონალდსი მსოფლიოს 54 ქვეყანაში იყო , სულ გახსნილი იყო 12000 სწრაფი კვების ობიექტი, საქონელბრუნვა კი 20 მილიარდ დოლარს შეადგენდა წელიწადში. სადღეისოდ საშუალოდ ყოველ 16 საათში ერთხელ ახალი “მაკდონალდსის” რესტორანი იხსნება , რომლის საქონელბრუნვა 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამერიკის ფარგლებს გარეთ პირველი მაკდონალდსის ქსელი კანადაში გაიხსნა 1967 წლის 1 ივნისს. სწორედ ამ მომენტიდან იწყება კომპანიის მიერ მოსფლიოს “დაპყრობა” . ამჟამად კანადაში 1000 ზე მეტი მაკდონალდსის რესტორანია. კომპანიის დაარსებიდან 14 წლის თავზე ეს ნიშანი ოკეანის მიღმაც გავრცელდა . მაკდონალდსი გაიხსნა : გერმანიაში, საფრანგეთში , იაპონიაში , ავსტრალიაში და ინგლისში.მათმა რაოდენობამ ავსტრალიასა და ევროპულ ქვეყნებში 700 ს გადააჭარბა.





დღეისათვის იაპონიაში 2500 ასეთი რესტორანია გახსნილი. მათი დიდი რაოდენობა ამ კვების ობიექტების ფართის სიმცირემ განაპირობა. პირველი იაპონური “მაკდონალდსი” 1971 წლის 20 ივლისს გაიხსნა, მისი ფართობი 150 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.მოსკოვში პუშკინის მოედანზე მდებარე რესტორნის საერთო ფართობი 700 კვადრატული მეტრია. კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ავსტრალიის და ინგლისი ტერიტორიაზე მომუშავე მაკდონალდსის რესტორანთა ქსელის საქონელბრუნვამ ამ მთლიანი ამერიკის ფარგლებს გარეთ მომუშავე ობიექტების საქონელბრუნვის 80 % შეადგინა .
კონკრეტულ ქვეყნებში არსებული წეს-ჩვეულებებისა და ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომპანია “მაკდონალდსმა” სპეციალური მენიუ შეიმუშავა. ინდოეთში ძროხა ითვლება წმინდა ცხოველად ამიტომ “ბიგ მაკს” ცხვრის ხორცისგან ამზადებენ. ისრაელში მენიუდან ამოღებულია რძის პროდუქტები, ხოლო მაკდონალდსი კვირაში 6 დღე მუშაობს შაბათი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. საუდის არაბეთში აკრძალულია კერპების გამოსახვა ამიტომ რესტორნების შენობებზე ვერსად ნახავთ რონალდ მაკდონალდსის ( კლოუნი) გამოსახულებას. კანადაში და იტალიაში სენდვიჩის გარდა მენიუში შესულია პიცა.



მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის “მაკდონალდსის” პირველი რესტორნის გახსნა მნიშვნელოვანი მომენტია . აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთის რესტორნების გახსნის დღეს მყიდველთა მრავალკილომეტრიანი რიგები გადაიჭიმა (იხილეთ ვიდეო) . 1990 წელს მოსკოვში პირველ დღეს მაკდონალდსში 30000 ადამიანს მოემსახურნენ.1992 წელს პრაღასა და ვარშავაში პირველ დღეს ასეთ რესტორანს 35000 ადამიანი ესტუმრა.იმავე 1992 წელს პეკინში “მაკდონალდსის” გახსნის დღეს 40000 ადამიანისგან მიიღეს შეკვეთა.ამერიკის საზღვრებს გარეთ წარმატებით მუშაობის საფუძველს წარმოადგენს საიმედო ადგილობრივი ბიზნეს პარტნიორი, პროდუქციის მომზადებისა და მოქალაქეთა მომსახურების კარგად ჩამოყალიბებული სქემა, მაკდონალდსის ორიგინალური მენიუ, ყველა წესისა და სტანდარტის დაცვა, რომელიც ძმებმა მაკდონალდსებმა და რეიმონდ კროკმა შექმნეს.

__________________________________________________________________________________________________

ახლა კი განწყობისთვის იხილეთ რამოდენიმე სახალისო “მაკდონალდსის” რეკლამა :)






თეგები

Crew

: )

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close