კულტურა

SAS – განსაკუთრებული საჰაერო სამსახური

18566daecbdb
დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებს დიდი გამოცდილება და ხანგრძლივი სამხედრო ისტორია აქვს. შუა საუკუნეებიდან დღემდე ინგლისის ჯარი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. ბრიტანელები განთქმულნი იყვნენ მშვილდოსნობაში, იყენებდნენ რა ლონგბოუს ანუ გრძელ მშვილდს, ჰყავდათ კარგად აღჭურვილი ქვეითი და ცხენოსანი არმია, დენთის შემოსვლის შემდეგ კი ჩამოაყალიბეს შესანიშნავი სახმელეთო და საზღვაო ძალები, რომელიც არტილერიით აღჭურვეს.
SAS ემბლემა
935c24db57a7
სწორედ სამხედრო ძლიერება იყო ბრიტანეთის იმპერიის შექმნისა და ხანგრძლივი ისტორიის წინაპირობა. ინგლისელებმა მონაწილეობა მიიღეს და წარმატებას მიაღწიეს I და II მსოფლიო ომებში და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის სხვა სამხედრო მოქმედებებშიც. დღეს ბრიტანული სამხედრო ძალა მსოფლიოში ერთ-ერთი გამოსარჩევია და საუკეთესოთა შორისაა.
d3fda2ebea12
SAS-ს ჯარისკაცები II მსოფლიო ომში


ინგლისური არმიის სპეცრაზმის სპეციალური შენაერთის – SAS -ს შესახებ ბევრს სმენია, რადგან მათზე საკმაოდ ბევრი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი არსებობს. ასეთი ყურადღება SAS -მა სწორედ თავისი გამორჩეულობითა და წარმატებული მოქმედებით დაიმსახურა.
df5d75e9fd00
SAS -ს II მსოფლიო ომის ვეტერანები

SAS – ანუ Special Air Service (განსაკუთრებული საჰაერო სამსახური) ბრიტანული შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის შენაერთია. SAS განსაკუთრებულ საზღვაო სამსახურთან(Special Boat Service, SBS), სპეციალურ დაზვერვით პოლკთან(Special Reconnaissance Regiment) და სპეციალური დანიშნულების დახმარების ჯგუფთან(Special Forces Support Group) ერთად შეადგენს გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯარს(United Kingdom Special Forces).
dbc87b252e39
SAS-ს რაზმელები


SAS – ს პირველი რაზმი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოაყალიბა ლეიტენანტმა დევიდ სტერლინგმა. დაარსების ოფიციალურ თარიღად 1941 წლის 24 აგვისტო ითვლება. შენაერთი საჰაერო-სადესანტო რაზმის ჯარისკაცებით შეივსო. SAS-ს მთავარი მიზანი მტრის ზურგში რეიდებისა და დივერსიების მოწყობა იყო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. 1946 წლის 30 ნოემბერს რაზმი ოფიციალურად გაუქმდა, მაგრამ 1947 წელს რაზმ Artists Rifles -ს საფუძველზე ახლიდან ჩამოყალიბდა.

SAS -ს მთავარი ამოცანები არის:
• სპეციალური ოპერაციები
• ანტიტერორისტული ოპერაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ
• უცხოელი სპეცრაზმელების მომზადება, პარტიზანული ომისა და რთული საბრძოლო პირობების დროს მოქმედებებში მათი გაწვრთნა.
განსაკუთრებული საჰაერო სამსახურის რაზმი სამ შენაერთად იყოფა:
• 21-ე რაზმი SAS (Artists)
• 22-ე რაზმი SAS

• 23-ე რაზმი SAS
9afade65e00d
ქალაქი ჰერეფორდი


თითოეულ მათგანს განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშნები და დანიშნულება აქვს:
• 21-ე და 23-ე რაზმები – დამხმარე ძალას წარმოადგენენ. მათი მოქმედება მიმართულია ბრიტანეთის სამხედრო ძალების გავლენის გაძლიერებისთვის(support and influence). ასევე მონაწილეობენ კონფლიქტთა რეგულაციისთვის გამართულ ოპერაციებში.
• 22-ე რაზმი – შემტევი-საიერიშო ოპერაციებისთვის. ანტირევოლუციურ და ანტიტერორისტულ აქციებში, გარკვეულ დაცვით ოპერაციებშიც.
SAS-ს ნომინალური შტაბი Stirling Lines -ში, ჰერეფორდში, ინგლისში მდებარეობს. მათ შტაბის შენობას ხუმრობით “კრემლსაც” უწოდებენ.
0f0761b72912
SAS-ს შტაბი   


შეიარაღება:
• ავტომატი Diemaco C7A1
• კარაბინი Diemaco C8A1
• პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP5 და მისი მოდიფიკაციები
• ტყვიამფრქვევი FN Minimi
• ნაღმმტყორცნი M203
• პისტოლეტი Browning Hi-Power
• პისტოლეტები Sig Sauer P226 და Sig Sauer P228
• სნაიპერული შაშხანა L96 A1
• ნაღმი M18A1 კლეიმორი
განსაკუთრებული საჰაერო სამსახური მონაწილეობს ოპერაციებში სხვა სახელმწიფოთა სპეცრაზმებთან ერთადაც:
• ავსტრალია – Special Air Service Regiment
• დიდი ბრიტანეთი – SBS
• ახალი ზელანდია – New Zealand Special Air Service
• კანადა – Joint Task Force 2
      • აშშ –  1st SFOD-Delta
• ისრაელი – Sayeret Matkal
      • გერმანია – GSG9
      • ჰოლანდია – Unit Interventie Mariniers
 8fdcd853e7cd

 ბეარ გრილსი საქართველოში    

    Discovery channel-ს პოპულარული გადაცემის – Man vs Wild-ის გმირი და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის რთული ფლორა-ფაუნის დამძლევი(მათ შორის საქართველოს) ბეარ გრილსი 1994-1997 წლებში  SAS-ს 21-ე რაზმში მსახურობდა
წყარო : http://samxedro-istoria.blogspot.com

tsotne guchua

me var moswavle

მსგავსი ამბები

Back to top button