გასართობისაკითხავისასარგებლო

ევროპული კინო

ევროპული კინო ბევრი რამით განსხვავდება ჰოლივუდის კინოინდუსტრიისგან. თვითმყოპადობით გამოირჩევა ფრანგული, იტალიური კინო….

იტალიურ კინემატოგრაფში მე 2 მსოფლიო ომის შემდეგ ნეორეალიზმი განვითარდა. ეს ფილმები კარგად ასახავს ომისშემდგომი იტალიის ცხოვრებას. ღარიბთა ყოველდღიური ცხოვრების ჩვენება ხშირად არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით ხდებოდა. ნეორეალიზმის კლასიკოსები იყვნენ რეჟისორები:მიქელანჯელო ანტონიო, ლუკინო ვისკონტი, ვიტორიო დეს იკა. ნეორეალიზმის საუკეთესო ნიმუშია რობერტო როსელის ” რომი ღია ქალაქია” (1945). ნეორეალიზმიდან განვითარდა უდიდესი იტალიელი კინორეჟისორის- ფედერიკო ფელინის შემოქმედება.
20 საუკუნის 50 იან წლებში ფრანგულ კინოში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა ” ახალი ტალღა”( ჟან ლუკ გოდარი, ფრანსუა ტრიუფი, კლოდ შაბროლი). ისინი დაუპირისპირდნენ ამერიკულ გასართობ ფილმებს და საფუძველი დაუდეს სოციალურ და ფსიქოლოგიურ კინოს. ” ახალი ტალღის” მოღვაწეობი თ ფრანგულმა კინემატოგრაფმა პრეტენზია განაცხადა მსოფლიო კინოს ლიდეროობაზე. მისი გავლენით ჩამოყალიბდა კინოსკოლები ბრაზილიაში, იაპონიაში, ჩეხოსლოვაკიაში. შემდგომში ფრანგულ კინოში განვითარდა კომედიის ჟანრი. ( ლუი დე ფიუნესი, ბურვილი, ჟერარ დეპარტიე, პიერ რიშარი…), სოციალური და სათავგადასავლო კინო ( ჟან გაბენი. ჟან მარე, ალენ დელონე, ჯან პოლ ბელმონდო…)

უდიდესი შვედი კინორეჟისორი იყო ონგმარ ბერგმანი. მან შემოიტანა კინოში ფილოსოფიური და რელიგიური თემები, ადამიანის ყოფიერების საკითხი… ეს მიმართულება გააგრძელეს და განავითარეს: აკირა კუროსავამ, ანჯეი ვაიდამ , იშტვან საბომ, მილოშ ფორმანმა, პედრო ალმადოვარმა, ემილ კუსტურიცამ.

loading...
თეგები

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Close
Close