სამხედროსურათები

Messerschmitt Me.323 ”გიგანტი”

Messerschmitt Me.323 ”გიგანტი” ნაცისტური გერმანიის ლუფტვაფეს უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი (ტვირთამწეობა 12 ტ), აგებული იქნა Me.321 ”გიგანტი”-ს პლანერზე , ფრანგული ფირმის ”Gnome-Rһone”-ს ძრავაზე, რომელიც აღმოაჩინეს ოკუპირებული საფრანგეთის საწყობში.
თავდაპირველად , 4 ძრავიან თვითმფრინავს დაერქვა е Me.321C, ხოლო ექვს ძრავიანს Me.321D, მარა მოგვიანებით შეცვლას სახელების Me.323C-თი და Me.321D-თი. რა თქმა უნდა პირველი პროტოტიპები იყო 4 ძრავიანი, მაგრამ
იმის გამო რომ მას ჰქონდა დაბალი ტვირთამწეობა, გადაწყვიტეს 6 ძრავიანი თვითმფრინავის დაპროექტება. თვითმფრინავის ჩარჩოს(შასი) რომელმაც უნდა გაუძლოს დიდ სიმძიმეს, შექმნეს ამორტიზატორი რომელიც ამ სიმძიმეს უძლება, ეს იყო ტექნოლოგიური გარღვევა.

1942 წლიდან 1944 წლამდე სულ იქნა გამოშვებული 201-მდე ”გიგანტი” ყველა ვერსიის და მოდიფიკაციების. ( 1943 წლის თებერვალში აშენებული იქნა 27 ”გიგანტი” დანარჩენ თვეებში, საშუალოდ 8,5 ”გიგანტი” თვეში)

მთავარი მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებაში მიიღო ხმელთაშუა ზღვაში და ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიებში. ”გიგანტ”-ებმა ტუნისში ჩაიტანეს საწვავი, საკვები, საბრძოლო მასალები, ასევე მსუბუქი ჯავშანტექნიკა და სხვადასხვა საარტილერიო სისტემები (მათ შორის 150მმ ჰაუბიცები), განახორციელეს რომელის აფრიკული კორპუსის მომარაგება. არც ისე მაღლა ფრინავდნენ ”გიგანტები”, ხან მარტო ან ხან პატარ-პატარ ჯგუფებად.

1943 წლის იანვარში ”გიგანტ”-ები ჩართული იყვნენ 6 არმიის მომარაგების ოპერაციაში რომელიც იყო სტალინგრადთან, ზვეროვის აეროპორტიდან.

1943 წლის ივლისში ”გიგანტ”-ები გაწვეული იქნა ჯარის მხარდასაჭერად რომელიც იცავდა სიცილიას.(რამოდენიმე ”გიგანტ”-მა პირველი საჰაერო-დესანტის დივიზია გადასხა)

მუსოლინის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ჰიტლერმა გადაწყვიტა იტალიის ოკუპირება. ამ ოპერაციაში 26-28 ივლისში იქნა გამოყენებული 6 ”გიგანტი” , რომლებმაც გადასხეს ორი საჰაერო-დესანტის დივიზია სხვა ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებთან ერთად, ფრანგული ბაზიდან ”ისტრ” – იტალირური ”პრაქტიკა-დი-მერე, რომელიც რომთან 25 კილომეტრითაა დაშორებული. ერთი თვის შემდეგ დივიზიამ აიღო რომი.

5 თვეში ”გიგანტ”-ებმა განახორციელეს 1200 ფრენა, მიაწოდეს 15 000 ტონა ტვირთი, მათ შორის 96 თვითმავალი დანადგარები და ჯავშანტრანსპორტიორები , 616 ქვემეხი, 360 სატვირთო მანქანა, 42 სარადარო სადგური . 1943 წლის შემოდგომაზე ”გიგანტ”-ები იქნა გამოყენებული კორსიკის გერმანიის არმიის ევაკუაციისთვის , ასევე რომელის კორპუსის. საერთო ჯამში მათ დაკარგეს 86 ”Me.323 გიგანტი”, რომლებმაც 25 დან მოკავშირეებმა ჩამოაგდეს.

ამ დანაკარგების შემდეგ ”გიგანტ’-ების ესკადრა იქნა განახლებული ახალი პერსონალით და მანქანებით, რომელიც გადასროლილი იქნა დასავლეთ ფრონტზე, მათი მთავარი ბაზირება იყო კეჩკემეტში(უნგრეთი) და ფოკშანი (რუმინეთი). 1943 ბოლოსა და 1944 წლის დასაწყისში მათ მიაწოდეს სხვადასხვა ტვირთი ჯარს, რომელიც იბრძოდა ნიკოპოლსკომის პლაცდარმში. 1943 წლის ნოემბრიდან 1944 წლის მაისამდე , რეგულარულად განახორციელეს ფრენა ოდესიდან სევასტოპოლამდე და უკან. აპრილის დასაწყისში მათ მიაწოდეს 30 არტილერიის ქვემეხი. 1944 წლამდე ”გიგანტ”-ებმა განახორციელეს 2000-მდე ფრენა, რომლებმაც გადაზიდეს 18 000 ტონა ტვირთი. ერთი Me.323 ”გიგანტი” იქნა ჩამოგდებული საბჭოთა კავშირის პარტიზანების მიერ.

ტუნისში ჩამოვარდნილი ”გიგანტი”

ტექნიკური მონაცემები:

ეკიპაჟი: 5 კაცი
მგზავრების მაქს. რაოდენობა: 130 ჯარისკაცი
სიგრძე: 28,50 მ
ფრთის სიგრძე: 55,24 მ
ფრთის ფართობი: 300,50 კვ.კმ
სიმაღლე: 9,50 მ
მასა (ტვირთის გარეშე) : 29,5 ტ.
მაქსიმალური ასაფრენი წონა: 43 ტ.
ძრავა: 6 × რადიალური 14 ცილინდრიანი Gnome-Rhône 14N საჰაერო გაციების სისტემა
სიმძლავრე: 6 × 950 ც.ძ. (700 კვტ)

ფრენის მონაცემები:
მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ
კრეისერული  სიჩქარე: 210 კმ/სთ
პრაქტიკული გადაადგილების მარაგი: 800 კმ
გადაზიდვით გადაადგილების მარაგი: 1100 კმ
სიმაღლეზე ასვლა დროის მიხედვით: 4000 მეტრი 35 წუთში

შეიარაღება:
ტყვიარმფრქვევი: 18 დან 7,99 მმ მგ-15 ტვიარმფქრვევი.

 

Embarquement d'une pièce de D.C.A. à bord d'un Me 323 (Photo: Histoire de l'aviation René Chambe - Trampus)
წყარო : http://armada.ge
თეგები

tsotne guchua

me var moswavle
Close
Close