უცნაური

გამოგონებები

70c7b5ce06e9
2010-2011 წლის გამოგონებები

სარკაზმის დეტექტორი

მწარმოებელი – იერუსალიმის უნივერსიტეტი
(2011 წელი)

ეს გამოგონება მართლაც რომ გენიალურია. ალგორითმი SASI-ს ( Semi-Supervised Algorithm for Sarcasm Identification ) მოწყობილობა ადვილად ამოიცნობს სარკაზმს. 66 000 კომენტარში, რომელიც ინტერნეტმაღაზია Amazon-ში სხვადასხვა პროდუქტის შესახებ დაიწერა, დეტექტორმა დააფიქსირა 77% სარკასტული გამონათქვამი
1205c0f099d1
b0c4f1146ace

პრინტერი-მზარეული

მწარმოებელი – მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
(09.03.2010)

მასაჩუსეტის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს საინტერესო მოწყობილობა, რომელსაც Cornicopia უწოდეს. გამოგონება ვიზუალურად 3D პრინტერს ჰგავს და უნარი შესწევს დაპროგრამებული რეცეპტის საშუალებით კერძი შექმნას. წინასწარ ჩატვირთული ინგრიდიენტები სპეციალურ განყოფილებაში ერთიმეორეში ირევა. ამ კომპლექტისგან “პრინტერი“ ფენებად ქმნის კერძს. ფენების დამზადების პროცესში კერძის ტემპერატურა რეგულირდება რეცეპტის მიხედვით. მეცნიერთა სიტყვებით ამ დანადგარის მფლობელებს შეეძლებათ გააკონტროლონ კალორიების, ცილების, ცხიმების, და ნახშირბადის ზუსტი შემადგენლობა. ამისათვის პრინტერ-მზარეული აღჭურვილია სპეციალური ეკრანით და მიერთებულია ინტერნეტთან.
3cd2c2c21d4e

კარტოფილისგან ელექტროენერგიის გამომუშავება

მწარმოებელი – Yissum Research Development Co
(28.06.2010)

ისრაელელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ელექტრო ბატარეის ტიპი, რომელიც მოხარშული კარტოფილის საშუალებით მუშაობს. ტრადიციული ტიპის ბატარეებისგან განსხვავებით, ასეთი ტიპის ელექტროობა 5-50-ჯერ იაფია და მინიმუმ 6-ჯერ ეკონომიურია ნავთის ლამფაზე. ახალი ბატარეის ძირითადი კომპონენტებია: ცინკის და სპილენძის ელექტროდები,კარტოფილის ნაჭერი.ელექტროლიზში მოხმარებამდე თუ კარტოფილს მოვხარშავთ, მოწყობილობის სიმძლავრე 10-ჯერ გაიზრდება. ბატარეია რამოდენიმე დღე და 1 კვირაც კი მუშაობს.

მეცნიერების ვარაუდით, სულ მალე, ასეთი ტიპის ბატარეები წარმოგვიდგება მიღწევად და ეფექტურ ენერგოგადაწყვეტად განვითარებად ქვეყნების მილიონობით მაცხოვრებელთათვის.
2207d3bd2928

ბავშვის ტირილის მთარგმნელი პროგრამა

მწარმოებელი – მურორანას ტექნოლოგიური ინსტიტუტი
(27.02.2010)

მურორანას ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა, რომელსაც შესწევს უნარი ბავშვის ხმოვანი გამიდან (კერძ.ტირილიდან) გამოარჩიოს ის, რომელიც ტკივილს (მაგ. ჩხვლეტა მუცლის არეში) აღნიშნავს. ხელმძღვანელთა ჯგუფის სიტყვებით ,ჩვილი ბავშვები ყვირილის დროს აკეთებენ აქცენტებს, რომლებიც მათ შინაგან მდგომარეობაზე მეტყველებენ. აღსანიშნავია,რომ ხსენებული აქცენტები ნებისმიერი ნაციონალობის ბავშვისთვის იდენტურია. მეცნიერები ამჟამად ცდილობენ აღმოაჩინონ ის აქცენტები,რომელსაც ბავშვი გააჟღერებდა სხვადასხვა მდგომარეობისას (შიმშილი,დაღლა,გაღიზიანება ან შიში).

მომავალში იგეგმება მონიტორ- თარჯიმანის შექმნა, რომელიც ბავშვის ყვირილს გაანალიზებს და მშობელს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მისი მდგომარეობის შესახებ.
5b243fcc898e

ბიომეტრიული საფულე

მწარმოებელი – კომპანია iWallet
(16.09.2010)

ეს უცნაური საფულე გაფანტული გონების მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი. მისი გახსნა პატრონის თითის ანაბეჭდის იდენთიფიკაციის საშუალებით ხდება. აგრეთვე საფულეს გააჩნია სისტემა, რომელიც მობილური ტელეფონის BlueTooth რეჟიმს უკავშირდება. ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია გავნსაზღვროთ თუ რამდენი მეტრი გვაშორებს მასთან. თუ საფულის მდებარეობის მანძილი 5-6 მეტრს აჭარბებს, მასზე ავტომატურად ირთვება სიგნალიზაცია.

ბიომეტრიული საფულის ღირებულება 600 აშშ დოლარია და დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან.
fa8351c4a095

ელექტრო სიგარეტი

კომპანია – Ruyan Group Ltd
(2003 წელი)

ელექტრო სიგარეტი წარმოადგენს ელექტრო მოწყობილობას , რომელიც სტილიზირებულია ჩვეულებრივ სიგარეტად და მისი მოხმარება მაქსიმალურად იმიტირებულია მოწევის პროცესთან .

fc1daffc7da0

პროექციული კლავიატურა

მწარმოებელი – ფირმა Canesta.
(2002 წელი)

პროექციული კლავიატურა ვირტუალური კლავიატურის სახეობაა , რომელიც წარმოადგენს რაიმე ზედაპირზე კლავიატურის ოპტიკურ პროექციას .
2bbea8ab5e78
c790b429b8ba

წყარო: codna.ge

მსგავსი ამბები

Back to top button