არქივი

დედამიწის ცენტრის საიდუმლოებანი

http://www.picz.ge/img/s1/1210/25/b/b4043d1d8fa1.png

მეცნიერების გადმოცემით დედამიწის ცენტრში არის ბირთვი, გავარვარებული მასა, თუმცა რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს? ამას სწორედ ამ პოსტში განვიხილავთ.

მეცნიერები იკვლევენ მილიარდობით სინათლის წელიწადით დაშორებულ ობიექტებს, “ოცნებობენ” უცხოპლანეტელებზე, იკვლევენ სხვადასხვა პლანეტებს, არსებობს თუ არა მათზე რაიმე სიცოცხლის ნიშანწყალი, თუმცა რატომღაც ერიდებიან დედამიწას… განა თვითონ მაინც ჯერათ იმის რასაც სხვას უმტკიცებენ? ისინი საათობით საუბრობენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საგანზე, თუნცაც დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ არ სურთ საუბარი იმის შესახებ თუ რა ხდება მის ქვეშ.

ერთერთი გადმოცემის თანახმად დედამიწის შუაგულში არის “წარღვნამდელი ცივილიზაცია”, ანუ სიცოცხლის ყველა ის სახეობა, რომელიც დედამიწაზე რამდენიმე ათასი და შესაძლოა რამდენიმე მილიონი წლის წინ იყო.

სხვა გადმოცემის თანახმად რომელიც რელიგიური თვალსაზრისითაც შეგვიძლია განვიხილოთ, დედამიწის შუაგულში ცხოვრობენ დემონები (დაცემული ანგელოზები), რომელთაც იციან ყველანაირი ტექნოლოგია და დრო და ამოდიან დედამიწის ზედაპირზე, გადმოცემის თანახმად ადრე ხალხი მათ ჩვეულებრივ ხედავდნენ – ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა შემდეგ წამოვიდნენ მასონები – რომლებიც ამ ბოლო დროს საგრძნობლად მომრავლდნენ ევროპულ ქვეყნებში – მათ აქვთ კავშირი დემონებთან, თუმცა უშუალო კავშირი მხოლოდ 32-ე და 33-ე საფეხურის მასონებს აქვთ. თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, მაშინ ფარდა ეხდება ყველა აუხსნელ საიდუმლოებას – პირამიდები, ბერმუნდის სამკუთხედი და ა. შ., მოგეხსენებათ მასონი ქართულად გადაითარგმნება როგორც – ქვის მთლელი, კალატოზი. აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ რომ ისინი უბრალოდ შემსრულებლები არიან, რომელთა საშუალებით დემონები კავშირს ამყარებენ დედამიწასთან. ალბათ ყველას გსმენიათ როდესაც ადამიანები ყვებიან რომ ისინი “უცხოპლანეტელებმა” გაიტაცეს, მასზე ცდები ჩაატარეს და ა. შ., ამ გადმოცემის თანახმად ისინი ვისაც ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ, სწორედ ჩვენს ქვევით მცხოვრები დემონები არიან.

ერთერთი გადმოცემის თანახმად საქართველოში, კერძოდ ნუნისში არის გამოქვაბული რომელიც მიწისქვეშ ქალაქს უკავშირდება, ნუნისში ჩატარდა კვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მეცნიერების მიერ, თუმცა ნუნისი ისევ გამოცანად რჩება, დღემდე ვერავინ შეძლო ეს გადმოცემა დაემტკიცებინა, ბევრი წერილობითი წყარო ამტკიცებს ამას.

ახლა კი ისევ დედამიწის ცენტრს დავუბრუნდეთ. სიცოცხლე დედამიწის ცენტრში სულაც არ უარყოფს ცენტრული გრავიტაციის თეორიას, რომლის თანახმად გრავიტაცია ცენტრისკენ არის მიმართული, ეს მართლაც ასეა მარა რას წარმოადგენს დედამიწის ცენტრი? მეცნიერთა გადმოცემით ეს არის ბირთვი, როგორც ზემოთ ვახსენე – გავარვარებული მასა, თუმცა ეს ასე არ არის, დედამიწის ცენტრს წარმოადგენს ე.წ. “ცენტრული მზე”, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩვენი მზისგან. “ცენტრული მზე” – ეს არის უდიდესი ენერგია, რომელიც აწვდის სითბოსა და სინათლეს ცენტრში არსებულ სიცოცხლეს (თუ ის მართლაც არსებობს).

http://www.picz.ge/img/s4/1210/25/f/f24dad8f4f90.png

არსებობს უნიკალური ვიდეო ფაქტი, რომელსაც ასევე იხილავთ და რომელშიც გადაღებულია ანტარქტიდის სადგური, ამ ვიდეოში გარკვევით ჩანს ხვრელი დედამიწის ზედაპირზე, საიდანაც ალი ამოდის, თუმცა კარგად თუ დაუკვირდებით დაინახავთ რომ კვამლი, არა ზევით არამედ ქვევით არის მიმართული:

http://www.picz.ge/img/s3/1210/25/6/6e3ef4548955.png

მაგალითად მინდა მოგიყვანოთ ჟიულ ვერნის “მოგზაურობა დედამიწის ცენტრიკენ”:

როდესაც ჟიულ ვერნმა გამოსცა 8 ტომეული –  არ არსებობდა არც წყალქვეშა ნავი (“80,000 კილომეტრი წყალქვეშ”) და მითუმეტეს არც კოსმოსური ხომალდი (“დედამიწიდან მთვარემდე”), ამიტომ ისინი ითვლებოდნენ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებად, მას ხალხი იმ მიზნით კითხულობდა რა მიზნითაც დღეს ჩვენ ვუყურებთ სხვადასხვა ფანტასტიკურ ფილმებს. ხალხს ვერც კი წარმოედგინა თუ ისინი ოდესმე განხორციელდებოდა, და აი – გავიდა დრო და ადამიანმა შექმნა წყალქვეშა ნავი, მოგვიანებით შექმნა კოსმოსური ხომალდი და ის რაც მანამდე უბრალოდ გასართობ ფანტასტიკად ითვლებოდა – რეალობად იქცა, მოგეხსენებათ პირველი კოსმოსური ხომალდი იყო ვოსტოკ 1 რომელიც მხოლოდ 1961 წელს იქნა გაშვებული კოსმოსში, როდესაც ჟიულ ვერნმა – “დედამიწიდან მთვარემდე” 1865 წელს გამოსცა. დღევანდელ დღეს ადამიანი ისეთი ტემპით ვითარდება, რომ შეუძლებელია განსაზღვრო თუ რა იქნება 100 წლის შემდეგ, მაშინ საიდან იცოდა ჟიულ ვერნმა 100 წლით ადრე ყოველივე ამის შესახებ?
არსებობს ვარაუდი, რომ მას ჰქონდა რაიმე სახის ინფორმაცია, ცნობები. არსებობს ხალხის ნაწილი რომელსაც ამის სჯერა, ნაწილს – არა, მაგრამ ფაქტია რომ ჟიულ ვერნმა მთელი საუკუნით ადრე განსაზღვრა თუ რა  იქნებოდა 100 წლის შემდეგ.

ჟიულ ვერნის პირველი ტომი – “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ” –  დღემდე ფანტასტიკად ითვლება, დღევანდელ ადამიანთა უდიდესი ნაწილისთვის წარმოუდგენელია ის რომ დედამიწის შიგნით რაიმე სახის სიცოცხლე შეიძლება იყოს, თუმცა რატომ არ შეიძლება პირველი ტომი ისევე შეესაბამებოდეს სიმართლეს როგორც მე-2 (“მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე”) და მე-5 (80 000 კილომეტრი წყალქვეშ), თავიდან ხომ ისინიც ფანტასტიკად ითვლებოდნენ თუმცა, დღეს არავის აღარ გვიკვირს არც კოსმოსური ხომალდი და მითუმეტეს არც წყალქვეშა ნავი. ადამიანთა ნაწილმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუმცა მე მჯერა რომ დადგება დრო და სიმართლე გამოაშკარავდება.

ახლა კი შემოგთავაზებთ უფრო ვრცელ ვიდეოს, ყოველივე ამის შესახებ:

PostLine

PostLine

მსგავსი ამბები

Back to top button