საკითხავი

იცოდით თუ არა,რომ…

14 საინტერესო რამ მსოფლიოსა და სხვადასხვა რაღაცეების შესახებ

 

1. მსოფლიოში ყველაზე დიდი გემია ”ზღვების მკვლევარი”. მისი სიგრძე აღემატება 1000 ფუნტს, რაც სამი საფეხბურთო მოედნის სიგრძეზე მეტია. “ზღვების მკვლევარი” სამი წლის მანძილზე იგებოდა და 600 მილიონი $ დაჯდა. ის 5000 ტონას იწონის. გემზე 1557 კაიუტაა, რომლებიც 5040 მგზავრს იტევს ეკიპაჟის წევრების ჩათვლით. “ზღვების მკვლევარზე” 5 რესტორანი, 14 კაფე, 15 ლიფტი, 4 აუზი, 6 ჯაკუზია. ასევე – საკალათბურთო და საციგურაო დარბაზები და თეატრი, რომელშიც 1350 კაცი ეტევა.

2. დედამიწაზე წელიწადი გრძელდება 365 დღე-რამეს დამატებული 0.2421198 დღე. რაც უფრო მარტივად შემდეგნაირად გამოისახება: 365 დღე-რამეს + 5 საათი 48 წუთი 46 წამი.

3. 1828 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა საახალწლო სიმღერა Jingle Bells.

4. ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადება ხუთ ენაზე ხდება: შვედურად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად და რუსულად. სწორედ ამ ენებზე საუბრობდა თავისუფლად ალფრედ ნობელი. აქვე: ნობელის პრემიის დაჯილდოების პირველი ცერემონიალი 1901 წელს გაიმართა.

5. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტე ალუტროფობიით იყო დაავადებული, მას კატების ეშინოდა.

6. 1928 წლის 19 სექტემბერს ეკრანებზე პირველად გამოჩნდა მიკი მაუსი.

7. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ყველაზე დაბალი იყო ჯეიმს მედისონი – 1 მეტრი და 62 სანტიმეტრი. ყველაზე მაღალი – აბრაამ ლინკოლნი – 1 მეტრი და 93 სანტიმეტრი.

8. პანინის მიერ შექმნილი სანსკრიტის გრამატიკა დაიწერა ქრისტეს შობამდე 350-250 წლებს შორის და მიჩნეულია ადამიანის გონების ერთ-ერთ საამაყო მონაპოვრად.

9. შოთა რუსთაველის პოემაში “ვეფხისტყაოსანი” 696-ჯერაა გამოყენებული “და” კავშირი.

10.მერლინ მონროს ნამდვილი სახელი და გვარია ნორმა ჯინ მორტინსონი. ნორმა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახლდათ. იმ დროის გადმოსახედიდან საკმაოდ თავისუფლად და თამამად პოზირებდა კამერების წინ.

11. დედამიწაზე ყოველდღიურად 27 ტონა კოსმოსური მტვერი ცვივა და ყოველ წუთს 27 529 124 ლიტრი ლუდი ისმევა.

12. ამერიკულმა ჟურნალმა “TIME”-მა 1943 წლის 4 იანვარს წლის ადამიანად იოსებ სტალინი დაასახელა.

13. მსოფლიოში პირველი ზოოპარკი 1793 წლის 10 ივნისს პარიზში გაიხსნა.

14. იტალიური კლასიკური და საოპერო მუსიკის გენიალური წარმომადგენელი ლუჩიანო პავაროტი დაიბადა 1935 წელს. იგი საკმაოდ პოპულარული და წარმატებული მომღერალი იყო. ლუჩიანო პავაროტის დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: ის 160-ჯერ გამოიძახეს “BIS”-ზე. პავაროტი 2007 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა დილის 7 საათზე. მას კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ჰქონდა.

წყარო:oxun.ge

თეგები

R.V.P

dzaan magari kaci

მსგავსი ამბები

Close
Close