გასართობისაკითხავისასარგებლო

ცხვირში თითი და ფსიქოლოგია

2001 წელს ინდოელმა მეცნიერებმა მიიღეს შნობელის პრემია მათ მიერ ჩატარებული კვლევისათვის, რომელიც ცხვირში-თითის ჩვევას ეხებოდა. ვინც არ იცის, შნობელის პრემია გაიცემა იმ მიღწევებისთვის, რომლებიც ჯერ გაცინებს, შემდეგ კი – გაფიქრებს. მათ გამოკითხეს 200 სკოლის მოსწავლე. პრაქტიკულად ყველამ აღიარა, რომ ცხვირში თითს იყოფს, საშუალოდ დღეში 4-ჯერ. 17%-ისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. ხშირად ამას თან ახლავს სხვა მავნე ჩვევებიც, მაგ, ფრჩხილების კვნეტა. 25%-ს სისხლდენაც კი უტყდება. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ ფართოდ გავრცელებულ პრობლემას.

ცხვირში თითის ჩაყოფას მეცნიერული სახელიც აქვს – რინოტილექსომანია (rhinotillexomania)– ესაა ცხვირიდან გამომშრალი ლორწოს თითით ამოღების ჩვევა. ზომიერად ამას კიდევ არაუშავს, მაგრამ როცა ძალიან დიდ სიხშირეს და გაქანებას იღებს, ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული დარღვევის ნიშანი ხდება. ბავშვებთან ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ამერიკელი მეცნიერები სულ გაგიჟდნენ და დაითვალეს ცხვირში თითის მყოფელი ზრდასრული ადამიანების სტატისტიკა (Jefferson J.W., Thompson T.D. “Rhinotillexomania: psychiatric disorder or habit?” J Clin Psychiatry. 1995, 56(2): 56-59)

  • 91% აღიარა, რომ აქვთ ეს ჩვევა. ამათგან მხოლოდ 49% ჰგონია, რომ ზრდასრულებს ახასიათებთ ეს.
  • 9% არასდროს ჩაუყია ცხვირში თითი.
  • 25%, ანუ მეოთხედი, ყოველ დღე იყოფს თითს. 22% დღეში 2-დან 5-მდე
  • 55% ამ საქმით კავდება დღეში 1-5 წუთის მანძილზე, 23% – 5-15 წთ.
  • 18%-ს აქვს პერიოდული სისხლდენა, რამოდენიმემ ხრტილის დაზიანებაც კი მოახერხა.
  • 83% იმიტომ იყოფს თითს, რომ ,,გაწმინდოს სასუნთქი გზები”, 66%-ს ექავება ნესტო, 35% – რომ სხვებისთვის არ გამოჩნდეს, 34% – ჰიგიენური მიზნით, 17% – მიჩვეულია, 2% – სიამოვნების მისაღებად. ერთმა თქვა, რომ სექსუალურ სტიმულაციას იღებდა ამით.
  • 65% იდებს მაჩვენებელ თითს, 20% – ნეკას, 16% – ცერას. :)
  • 90% გასაწმენდად იყენებს ცხვირსახოცს, 29% – ძირზე ყრის, 8% – ავეჯს აწებებს.
  • 9% აგემოვნებს და მიირთმევს…

 

თუ თქვენ იმ 91%-ში ხართ, ვისთვისაც ცხვირში თითის ჩაყოფა ჩვეული საქმეა და გსურთ გადაჩვევა, მაშინ არსებობს რამოდენიმე ხერხი:

– დაიჭირეთ თქვენი თავი ყოველ ჯერზე, როცა ხელი წარემართება ცხვირის მიმართულებით და გაიხსენეთ, რომ გადაწყვიტეთ გადაჩვევა. პრინციპულად დადექით, იქნებ გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე. ამასთან წარმოიდგინეთ, რომ ხალხი გიყურებთ.

– თუ წარმოდგენამ არ გიშველათ, მაშინ ეცადეთ ხშირად იყოს ხალხის გარემოცვაში. დარწმუნებული ვარ ამ დროს ხელის მოძრაობების კონტროლს სრულად ახერხებთ.

– დაფიქრდით, რამდენ მიკრობთან და ჭუჭყთან გაქვთ ამ დროს შეხება. ჯერ ხელიდან და ფრჩხილიდან რამდენი მავნე ბაქტერია გადადის ცხვირში, და შემდეგ, რამდენი ბაქტერია რჩება თქვენს კანზე ცხვირში მოგზაურობის შემდეგ. მითუმეტეს, თუ ხშირად გიწევთ შეხება სხვა ადამიანებთან და საერთო მოხმარების ნივთებთან. ეს რომ იცოდნენ მათ, არ ესიამოვნებოდათ. ხომ ასეა?

 

პატივისცემით

თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

თეგები

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Close
Close