საკითხავისასარგებლო

სამედიცინო ტერმინოლოგია. ნაწილი # 1.

დღეს გაგაცნობთ სამედიცინო ტერმინოლოგის ძირითად სიტყვებს და მათ ახსნას. იმედია დაგაინტერესებთ.

 

#1 აბსცესი -შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთება.

#2 აგონია – სიკვდილისწინა მდგომარეობა.

#3 ადენომა  – ჯირკვლოვან ორგანოებში მომრგვალო ფორმის, პარკში გახვეული კეთილთვისებიანი სიმსივნე.

#4 აზოოსპერმია – სათესლე სითხეში სპერმატოზოიდების უქონლობა.

#5 ათაშანგი ( სიფილისი ) – ქრონიკული ვენერიული დავადება.

#6 ათეროსკლეროზი – გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადება.

#7 ალბინიზმი – ნორმალური პიგმენტაციის უქონლობა.

#8 ალერგია – შეცვლილი მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ.

#9 ალომეტრია – სხეულის ნაწილების არათანაბარი ზრდა.

#10 ამბილიოპია – მხედველობის დაქვეითება.

#11 ამებიაზი – მსხვილი ნაწლავებისა და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადება რომელსაც იწვევს პარაზიტული ამება.

#12 ამენორეა – თვიურის უქონლობა.

#13 ამნეზია – მეხსიერების დაკარგვა.

#14 ამპუტაცია – რომელიმე ორგანოს ან ნაწილის მოკვეთა.

#15 ანალგეზია – ტკივილის შეგრძნების დაკარგვა.

#16 ანგინა – ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ანთება.

#17 ანგიონევროზი – სისხლძარღვთა ინერვაციის მოშლა.

#18 ანევრიზმა – სისხლძარღვთა ინერვაციის ფუნქციური მოშლა.

#19 ანემია – სისხლნაკლულობა.

#20 ანესთეზია – გაუტკივარება.

 

 

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close