გასართობივიდეოებისაკითხავი

რამოდენიმე უბრალოდ საინტერესო ფილმი

ამ პოსტში გაეცნობით რამოდენიმე კინოს, არა თუ საუკეთესოებს,არამედ ისეთებს რომლებიც არ გაქვთ  ნანახი თუმცა თქვენთვის საინტერესო იქნება

აქამდეც გავაკეთე ერთი ესეთი პოსტი, არვიცი მოგეწონათ თუ არა (ან საერთოდ თუ ნახეთ) მაგრამ ამ პოსტში ნახავთ კიდევ რამოდენიმე ფილმს რომელიც წესით უნდა მოგეწონოთ.

პ.ს. აქ ჩამოთვლილია რამოდენიმე ფილმი და არა საუკეთესოები, ასერომ გთხოვთ, ნუ იტყვით რომ რომელიმე ფილმის მაგივრად სხვა უნდა ყოფილიყო, ან რომ ამ სიას რამე აკლია. მგონი აზრი არააქვს რომ დავწერო – godfather – აუცილებლად ნახეთთქო, ან ფორესტ გამპი, იგივე კარიბის ზღვის მეკობრეები და ასე შემდეგ. მე იმ ფილმებზე ვწერ რომლების ბევრმა არიცის და მგონი დამეთანხმებით რომ მსოფლიო ბესტსელერებზე წერას აზრი არააქ

ჩემთვის პირადად ეს ძალიან საყვარელი და გამორჩეული ფილმია, მოქმედება ხდება ფილადელფიის გარეუბანში 70-აინ წლებში, როდესაც ყოფილი მოცურავე, ჯიმ ელისი გაწვრთნას დაუწყებს ფილადელფიის კრიმინალური უბნის შავკანიან ბავშვებს ცურვაში, დისკრიმინაცია თეთრი ხალხისგან ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ მწვრთნელი ამას არ ეგუება. ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული.

ფილმი უდიდეს მხედართმთავარ, ალექსანდრე მაკედონელზე. კარგად და საინტერესოდ არის გაკეთებული, საკმაოდ დიდხანს გრძელდება მაგრამ აუცილებლად მოგეწონებათ.

Clint Eastwood, რომელ ფილმშიც ეს ადამიანი მონაწილეობს ცუდი უბრალოდ ვერიქნება, გრან ტორინო, ფილმი ომის ვეტერან, ვოლტ კოვალსკიზე და მის მეზობლად მცხოვრებ აზიელ და-ძმაზეა. აუცილებლად მოგეწონებათ.

ყველა დროის საუკეთესო, მუჰამედ ალი, ეს ფილმი მისი ავტობიოგრაფიაა, საუკეთესოს როლს კი ვილ სმიტი ასრულებს.

ყველას გაგიგონიათ, შერლოკ ჰოლმსი, გამომძიებელი რომელიც ბეიკერ სტრიტზე ცხოვრობდა და ვირტუოზულად ართმევდა ყველა საქმეს თავს, მე პირადად წიგნის წაკითხვის დროს ეს პერსონაჟი სხვანაერად წარმომედგინა, მაგრამ გულგრილი ნამდვილად არდავრჩი ფილმის პერსონაჟის მიმართაც. ორივე ნაწილი საინტერესოა და გირჩევთ ყველამ ნახოთ.

ვისაც ბერძნული მითოლოგია მოწონს ( მე მომწონს ) ეს ფილმი ალბათ ნანახი ექნება, თუ არადა აუცილებლად ნახეთ, ან ვისაც უბრალოდ თავგადასავლები და დრამები გიზიდავთ. Immortals – ფილმი თეზევსზე და მის თავგადასავლებზე. ძალიან მაგარია, ჩემი აზრით ტიტანების შერკინებას ბევრად ჯობია.

შემდეგი ფილმი მეზიზღება და ყველაზე საშინელი ფილმია, ზოგი ამბობს რომ ხერხია ყველაზე საშინელი ფილმი ან რამე ისეთი სადაც მანიაკი დაბოლილ თინეიჯერებს დაზდევს, მაგრამ ეს ყველაზე საშინელებაა, ვისაც საშინელებები უყვარს რაც შეიძლება მეტი ხალხი შემოიკრიბეთ და ამ ფილმს ისე უყურეთ, მაგრამ რამოდენიმე ღამე ძილი მაინც დაგიფრთხებათ – მე გაგაფრთხილეთ და დანარჩენი თქვენთითონ გადაწყვიტეთ paranormal activity

11 სექტემბერი, დღე რომელმაც ამერიკა და მთელი მსოფლიო შეძრა, ეს ფილმი იმ ხალხზეა ვინც თავიანთი სიცოცხლე სხვის გადასარჩენად გაწირეს, ბევრმა მათგანმა დილით არც იცოდა რომ სახში ვეღარ დაბრუნდებოდა, ვინც დაბრუნდა იმას არ ეგონა რომ მეგობრებს დაკარგავდა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

ეს ფილმი უბრალოდ კარგი საყურებელია და მე მომწონს, დიდი ალბათობით თქვენც მოგეწონებათ

In Bruges – არ ვიცი რატომ მაგრამ ეს ფილმი მიყვარს, ძალიან კარგი ფილმია, რომლის ყურებაც არმბეზრდება, ჩემი თხოვნა იქნება ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ ყველამ ნახოთ ეს ფილმი ))

შემდეგი ფილმი შეყვერბულ წყვილზეა (ეს ყველა გოგოს მოგეწონებათ) და ძალიან მაგარი ისტორიაა (პ.ს. ტრეილერის მიხედვით არიმსჯელოთ, ეს ფილმი არაა სექსზე და ნარკოტიკებზე).

ამჯერად სულ ეს იყო, იმედია მოგეწონებათ, მე არმივეკუთვნები ისეთ კატეგორიას ვისაც twilight ი მსოფლიო კინოს შედევრად მიაჩნია და ამ ფილმების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო ფილმია რომლის ნახვაც შეგიძლიათ, მაგალითად კომედიურ ჟანრში გირჩევდით ჩარლი ჩაპლინის და მისტერ პიტკინის ფილმების ნახვას, მე პირადად ამ ფილმებზე უფრო ვერთობი ვიდრე თანამედროვე კომედიებზე, მაგრამ როგორც ამბობენ – გემოვნებაზე არ დაობენ ( არადა მარტო გემოვნებაზე დაობენ ).

 

თეგები
Back to top button
Close
Close