გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ დავინახოთ ადამიანის ნამდვილი სახე?

ფსიქოლოგიურზე სწავლისას ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო მესწავლა ხალხის ნამდვილი სახის დანახვა. სამწუხაროდ ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ანატომიის კურსს უფრო მეტი დრო დაეთმო, ვიდრე მისი ,,პიროვნების ანატომიის” შეწავლას. ეგ საქმე ჩვენს პირად გამოცდილებას გადააბარეს ლექტორებმა.

საბოლოო ჯამში ყვლა სწავლობს. საკუთარ შეცდომებზე, თუ ინტუიციურად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გარკვეულ აღმოჩენებამდე მივდივართ. მაგრამ ახალგაზრდა ასაკში, როდესაც აქტუალურია პარტნიორის და მეუღლის არჩევის თემა, დაბნეულობა და არეულობა საკმაოდ ხშირია.

მე ვეცდები თავი მოვუყარო იმ ცოდნას, რაც დამიგროვდა ამასთან დაკავშირებით. ამავდროულად სიამოვნებით მივიღებ საზოგადოების კომენტარებს და დამატებებს, თქვენს აღმოჩენებს და გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესო ინფორმაცია იქნება.

 

მაშ ასე,

  • ადამიანის ნამდვილად გაცნობისთვის საუკეთესო საშუალებაა მისი რაც შეიძლებამრავალფეროვან სიტუაციაში დანახვა: ოჯახი, სამსახური, მეგორების წრე, მეზობლები, მაღაზიები, კაფე-ბარები და ა.შ. და ბოლოს ამ სხვადასხვა როლების გაერთიანების საფუძველზე მისი ერთი სახის მიღება.  
  • დააკვირდით მას სიმთვრალეში. თრობა ის მდგომარეობაა, როდესაც ცნობიერი კონტროლი მინიმუმამდეა დაყვანილი და ადამიანი შედარებით თავისუფალია შეზღუდვებისგან, წესების და კანონების დაცვისგან. რაც უფრო მეტს დალევს, მით უფრო მატულობს მისი გულწრფელობის შანსი.
  • სიმთვრალეს ცოტათი წააგავს მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ყოველშემთხვევაში იმას გაიგებთ, თუ რა ნეგატიური აზრები აქვს თქვენზე (გაითვალისწინეთ, რომ კამათში და ჩხუბში ნათქვამი უსიამოვნო ფრაზები კი შეიცავს სიმართლეს, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ შთაბეჭდილებიდან, რაც მას თქვენზე აქვს. ანუ ამ ნეგატივთან ერთად პოზიტივის არსებობაც არ გამორიცხოთ).
  • მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება ძალიან მდიდარ ინფორმაციას მოგცემთ, რადგან დაინახავთ, როგორი რუტინული ჩვევები აქვს, როგორ იცავს ჰიგიენას, როგორ იკვებება, როდესაც დამსწრე საზოგადოება არ ყავს, როგორც ეს კაფეებშია ხოლმე. დაინახავთ, როგორ ურთიერთობს ის თავის ოჯახის წევრებთან, რომლებთან ერთადაც გაიზარდა და სხვა.
  • პრობლემა და გაჭირვება – ის თუ როგორ ცდილობს დააღწიოს წარმოქმნილ უსიამოვნებებს, ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე (გაურბის პრობლემებს, სხვების იმედი უჩნდება, პირისპირ ებრძვის და ა.შ.). განსაკუთრებით უნდა გიხაროდეთ, თუ პრობლემა თქვენ ორს გიჩნდებათ, რადგან სცენას ფარდის ახდის დრო მოსდის.

არსეობობს კიდევ მრავალი წვრილ-წვრილი დეტალები, მაგ, წამოცდენები, მიმიკები, ჟესტები და ფიქრები, რომლებზეც ის გიყვებათ, მაგრამ იმისთვის, რომ ესენი სანდო შეფასების საშუალებებად აქციოთ, სოლიდური ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო. ამიტომაც ფრთხილად მოეკიდეთ ასეთი ნიუანსებით მანიპულირებას და ,,დიაგნოსტირებას”.

 

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები ვართ. ყოველი ჩვენთაგანი უშვებს შეცდომებს, იტყუება, აკეთებს კარგს და ხანდახან ცუდს. მათ შორის შენც და მეც. ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მნიშნელოვანია, ვიცოდეთ არსებითის და ღირებულის გარჩევა მეორეხარისხოვანისგან. ასეთ შემთხვევაში უფრო იოლდება იმ ადამიანის ამორჩევა, ვისთანაც სიამოვნებით იურთიერთობდი ცხოვრების მანძილზე. იქნება ეს მეგობარი, თუ მეორე ნახევარი.

 

პატივისცემით და დისკუსიის გაგრძელების იმედით,

თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

თეგები

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close