საკითხავისურათები

შენობა, რომელიც მილიონობით ადამიანს ამარაგებს


როგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება კომპანიის საქმიანობა, რომელსაც ეკუთვნის ეს შენობა? რა თქმა უნდა, ის აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად “პროდუქტს” მსოფლიოში. ასევე ყოველ დღე ეხმარება მილიონობით ადამიანს, რომელიც მიმართავს მას დახმარებისათვის… საოცარია არა? უხეშად რომ ვთქვათ, სწორად აქ კეთდება ინტერნეტი. ალბათ ყველას გასჩენია კითხვა, თუ რამდენი ადამიანი იყენებს ინტერნეტს დღევანდელ სამყაროში. სამყაროში სადაც ყველაფერი ინტერნეტთანაა დაკავშირებული და არცერთი საქმე არ კეთდება კომპიუტერის გამოყენების გარეშე, ეს ციფრი მართლაც შთამბეჭდავია. ინტერნეტი-ეს ხომ „მსოფლიო-ქსელია“, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ „ქსელს“ (The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს….. შენობა, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი კუტხისმომხარებლების ძიების მოთხოვნები კმაყოფილდება,Google ს ეკუთვნის.აქ მართება გმეილის მუშაობა , ინახება მილიონობით ადამიანის ფოტო და ვიდეო-მასალები


კომპანია Google გიწვევთ პატარა ვირტუალურ ექსკურსიაზე ერთ-ერთ თავის მონაცემების ცენტრში

ხო მართლა, როდის მოხდა პირველი ინტერნეტ კავშირი ? საინტერესო კითხვაა, ვეცდები მოგაწოდოთ პატარა ისტორია :
1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ის ჩართულ ორ კომპონენტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA), მეორე კი სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI) მდებარეობდა. ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა დაკავშირებოდა სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში ბილ დუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. ამ ისტორიული ექსპერიმენტის შედეგებს იგი კოლეგას ტელეფონის საშუალებით ამცნობდა. პირველი სეანსის მიმდინარეობისას მოხერხდა მხოლოდ სამი სიმბოლოს გადაგზავნა – LOG, რის შემდეგაც ქსელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. LOG სიტყვა LOGON უნდა ყოფილიყო (ანუ სისტემაში შესვლის ბრძანება). სისტემის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მოხერხდა და შემდეგი ცდა წარმატებით დასრულდა. ზუსტად ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების დღედ.

განვაგრძეთ ექსკურსია — ყურადრება არ მიაქციოთ — აქ საიდანღაც გაჩნდა პატარა ველოსიპედი ყვიტელი ფერის; ალბათ მისი საშუალებით შემოვლას აწარმოებენ ჰე-ჰე-ჰე :)














თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close