არქივი

ჯეკ ლონდონის “მარტინ იდენი” – ანალიზი

bcc4aef9bc2d
ჯეკ ლონდონის ეს ქმნილება ნამდვილად ღირსია შედევრად იწოდებოდეს. მან „მარტინ იდენში“ საკუთარი თვისებები ჩააკერა და ერთობ საინტერესო პირვონების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
eb11cc719efe
მარტინ იდენი საზოგადოების დაბალი ფენიდან იწყებს ცხოვრებას. მეზღვაური ბურჟუაზიისკენ მიისწრაფვის, გზაში კი ყველაფერს მუსრავს და თელავს, რაც წინ გადაეღობება. თუმცა მისი მიზანი მაღალ საზოგადოებაში მოხვედრა, ამით ფული შოვნდა და სახელის მოხვეჭა არ ყოფილა. არამედ სურდა არისტოკრატი ქალწულის გულის მოგების ღირსი გამხდარიყო. მან იცოდა, რომ ამას თავისი ბინძური ცხოვრებითა და ტლანქი აზროვნებით ვერ შესძლებდა, ამიტომაც საკუთარი თავის შეცვლი დაუოკებელი სურვილი იპყრობს. მარტინი ახალ ცხოვრებას იწყებს და ამაში კი წიგნებს იხმარიებს, რაც შემდგომში მისი წარმატების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცევა, თუმცა უნდა აღინიშნოს მისი ნიჭი და დაინტერესებაც წიგნებისადმი, რომელსაც წარსულ ცხოვრებაში არაერთხელ იჩენდა.

ახალი პიროვნების ჩამოყალიბებას დიდი ნიჭისა და სურვილის წყალობით საოცარი სისწრაფით ახდენდა. მას ამაში მისი სატრფოც თითქოსდა ეხმარებოდა, რომელმაც მხოლოდ იმიტომ შეიყვარა მარტინი, რომ ქალური გრძნობები გაუღვიძა. იგი  ცდილობდა ეს რბილი თიხა თავის იდეალად ექცია – მამამისს ან იმ ადამიანს დაემსგავსებინა, რომელიც დიდი შრომისა და ახალგაზრდული წლებში სიამოვნების ჩაკვლი შედეგად დიდი სიმდიდრეს მიაღწია და ახლა უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. თუმცა ერთი შეხედვით ეს სამაგალითო კაცი იდენის თვალში არარაობა იყო, რომელმაც ცხოვრების სიამოვნება მხოლოდ იმიტომ მოიკლო, რომ დამპალ ფულს დაუფლებოდა.

c6195db96dad

მარტინმა თავისი შრომის მეშვეობით შეძლო ცოდნით გატოლებოდა არისტოკრატებს, ახლა მხოლოდ ამ ცოდნის ქონება გარდაქმნა ესაჭიროებოდა საკუთარი მიზნის მისაღწევად. ამიტომაც მიჰყო ხელი მწერლობას, რისი სურვილიც აქამდეც არაერთხელ გასჩენია. იგი ღამეებს ათენებდა და ძილის 4 საათიანო უმოქმედო მონაკვეთი დროის კარგვად მიაჩნდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ საკუთარი შემოქმედებითი უნარი წიგნების მეშვეოით კიდევ უფრო დაეხვეწა, მსოფლმხედვლობა განევითარებინა და შემდგომში თავის ქმნილებებში წარმოეჩინა. ამ თვითგვემას თან ახლდა უკიდურესი სიდუხჭირე, თუმცა არც ამ დროს ივიწყებდა სიკეთესა და გულუხვობას. ამ წარმატებებში ფეხის ადგმისას მას საკუთარი ძალის რწმენა ეხმარებოდა, რაც იმ ცნობილი ადამიანების წყალობაც იყო, რომლებმაც ცხოვრების რთული გზა განვლეს. იგი ხშირად იმეორებდა შემდეგ სიტყვებს: „სხვამ თუ შეძლო მეც შევძლებ“; „შეუძლებელს შევძლებ“; მისი აზრით თავისი გონება სრულად ჩამოყალიბებულიყო, რათა შედევრები შეექმნა და შექმნა კიდეც. დადგა დრო ნამუშევრები რედაქციებში გადაეგზავნა და თითქოს მარტივად მოიპოვებდა წარმატებას, მაგრამ – არა. მის ნაშრომებს რედაქტორები ერთი მეორის მიყოლებით უწუნებდნენ, თუმცა მარტინს დიდ სიხარულს ანიჭებდა თუ რომელიმე მათგანი თავისი ნაშრომის გამო რამდენიმე დოლარს მიუგდებდა. იგი ამ ყველაფერს არ შეუდრეკია და იმდენად იყო თავისი ნაწარმოებების სიდიადეში დარწმუნებული, რომ ასჯერ, ათასჯერაც ხელახლა უგზავნიდა  რედაქციებს ხელნაწერებს. იგი მის ნაწერებში დაეჭვებას ლამობდა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა. მისი ხელთქმნილნი იმიტომ იყვნენ დიდებულნი, რომ ისინი სიმართლესა და ჭეშმარიტებას ღაღადებდნენ, ცხოვრებისეულ სინამდვილეს ასახავდნენ და ხალხს მისი შეცვლისკენ მოუწოდებდნენ. ისინი არ ჰგავდნენ გაზეთის პირველ გვერდზე გამოკრულ სტატიებს, რომელიც მხოლოდ ხალის გართობას ემსახურებოდა და ფულის შოვნის დიდი ხაფანგი იყო, არც იმ კრიტიკულ წერილებს, რომელთა ავტორებიც თავიანთი უნიჭობის, უნიათობის, შურისა და ბოღმის წყალობით დიდებულს ამცირებდნენ და ანადგურებდნენ.

0fd46410bec2

იმ ორი წარუმატებელი წლის განმავლობაში, როდესაც მის ნაშრომებს ლაფი მოსცხეს და არ გამოაქვეყნეს შესაბამისი ჰონორარი სანაცვლოდ ბევრი რამ შეიცვალა. მარტინი ხედავდა ადამიანებს, რომლებსაც მისი საუბრები დიდ ნაბოდვარად, ხოლო მისი მწერლობა ტლანქ და გაუმართავ აზროვნებად მიაჩნდათ. მის ღარბი ფენისა თუ ნათესავებისათვის ეს დიდი სირცხვილი იყო და სიცოდვიით ერთ-ორ დოლარს თუ აჩუქებდნენ ხოლმე. მის სიყვარულს, მის მიზანს, მის სატრფოს კი იგი მაინც არ ღალატობდა, სანამ მანაც არ დაამცირა და არ უარყო, საზოგადოების გავლენისგან შეპრობილს, რომელსაც ახალი იდეებისა და განსხვავებული აზრების სიღმეებისთვის ვერ გაეგო, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება, რომელიც ბრბოდ იყო ქცეული ცდილობდა ყოველივე ახალი, სიცოცხლისთვის აზრის მიმცემი ფეხით გაეთელა და ადამიანთა გულის გამოძახილი ჩაეხშო.

მარტინ იდენის წარმატებამ მხოლოდ მაშინ იფეთქა, როდესაც მას სიცოცხლით ტკბობის სურვეილი დაეკარგა და მისი ხანგრძლივობის სიდიადეს ვერა ხედავდა. როდესაც მისი ერთი ნაწარმოები რატომღაც დაიბეჭდა, ალბათ მისი უდრეკი რწმენისა და მონდომების წყალობით, ისიც მხოლოდ იმ თითოროლა ადამიანის მეშვეობით , რომლებიც ჩასწვდნენ მისი სიტყვების ჭეშმარიტებას. ამას მოჰყვა მისი შემდგომი ნაწარმოებებიც, რომელთა დაბეჭვდაც მხოლოდ პირველმა წარმატებამ და ფულის შოვნის მანიამ გამოიწვია და არა მისმა ღრმა შინაარსმა. იგი დიდების ზენიტში მოექცაა, როდესაც ხალხმა მის მიმართ საპირისპირო აზრი დაბადა და დადებითად განეწყო, მაგრამ არა მისი შემოქმედებით, არამედ იმ ალიაქოთითა და ბრბოზე დამონებული სულით, რომელიც იმ დროისთვის ხალხში არსებობდა.

bacd095c9605
იდენს არაერთი მიწვევა მიუვიდა დიდებულ სადილებზე, მაგრამ ბრბოს ფსიქოლოგიას ჩამწვდარ მარტინს ეს ყველაფერი გულს ურევდა. იგი გამუდმებით იძახდა: სად იყავით მაშინ, როცა მშიოდა და კუჭი მიხმებოდა? სად იყავით, როცა თქვენი დახმარება მჭირდებოდა? მე ხომ არ შევცვლილვარ, მე ისევ ის პიროვნება ვარ, რაც აქამდე ვიყავი; ეს ფიქრები გულს უღრღნიდა  მას, საზოგადოებისადმი გულ გაციებულს. იგი ხომ მხოლოდ მისადმი რწმენასა და მცირეოდენ დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი კეთილშობილება კვლავ იჩენს თავს, როდესაც ერთი ათასად აჯილდოებს მათ, ვინც სულიდან და გულიდან მომდინარე დახმარება გაუწია. ამ ყველაფრის შემდეგ მას ცხოვრებაში უბრალოდ დარჩა და წავიდა. (თავი მოიკლა)

ჯეკ ლონდონის ამ პერსონაჟის ცხოვრება სწორ გზას გვაჩვენებს და საგნების რეალურ ღირებულაბას გვანახებს. მისი განვლილი სარბიელი ნათლად გვისახავს საპირისპირო სქესისადმი სიყვარულის რაობას. იგი გვასწავლის, რომ ეს სიყვარული მხოლოდ მაშინაა უძლველი და ჭეშმარიტი, როდესაც იგი მხოლოდ გრძნობებისა და ვნების ტყვეობაში არაა, არამედ გონებისა, რომელი გულთან დამოყვრებისა და დამეგობრების შემდეგ განიცდის ამ საგნის სიდიადეს. ამერიკელი მწერალი კიდევ ერთხელ გვეუბნება და გვარწმუნებს, რომ ჩვენი მიზნების მიღწევაში მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და მონდომება დაგვეხმარება, ხოლო მიზნის მიღწევით სიამოვნების მიღებაში კი ამ დასახული საგნის რეალური ღირებულების სიდიდე.  ამიტომაც საჭიროა გონივრულად და შორსმჭვრეტელობით ავირჩიოთ „სარბენი ბილიკი“, რათა მარტინის ბედი არ გავიზიაროთ. ჩვენ მომავალს იმედის თვალით კი არ უნდა შევხედოთ, არამედ ოპტიმიზმი  რეალობად(რეალიზმად) ვიქციოთ. მე მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანს შეუძლია შეუძლებელი შეძლოს, რადგან ვიცით, რომ შეუძლებელი არაფერია.

Mr.Green

Nothing
Back to top button