არქივი

პრეისტორიული ნახატები კლდეზე

afacd7cf6431

ჩრდილოეთ ესპანეთში ალტამირას გამოქვაბულის ნახვის მერე, პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუკენო კრისპერ კრისპიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუის და პიკასომ (:D) განაცხადა: “ალტამირას ნამუშევრების შემდეგ მთელი ხელოვნება ქვევით დაეცა.” ის არ ხუმრობდა. ნამუშევრები, რომლებიც ამ და საფრანგეთის, ესპანეთის, სხვა ქვეყნების გამოქვაბულებშია, მიეკუთვნებიან მხატვრობის უდიდეს მიღწევებს, რომლებიც ოდესმე შექმნილა.

მაგურას გამოქვაბული
მაგურას გამოქვაბული ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოქვაბულია ბულგარეთში. ის მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. გამოქვაბულის კედლები დამშვენებულია პრეისტორიული ნახატებით, რომლებიც მიახლოებით 8000–დან 4000–მდე წლების წინ არის შექმნილი. აღმოჩენილ იქნა 700–ზე მეტი ნახატი. ნახატებზე გამოსახულია მონადირეები, მოცეკვავე ადამიანები და მრავალი ცხოველი.

8e9b46e2035c

კუევა–დე–ლას–მანოსი
კუევა–დე–ლას–მანოსი მდებარეობს სამხრეთ არგენტინაში. სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “ხელების გამოქვაბული”. გამოქვაბულში უმეტესწილად გამოსახულია მარცხენა ხელები, თუმცა აგრეთვე არის ცხოველების გამოსახულებები და ნადირობის სცენები. როგორც ვარაუდობენ ნახატები შეიძლება შექმნილნი იყონ 13000–9500 წლების წინათ.

43d8607a075f

88cb83397880

ბხიმბეტკა
მდებარეობს ცენტრალურ ინდოეთში, ამ გამოქვაბულში 600-ზე მეტი პრეისტორიული ნახატია. ნახატები გამოსახავენ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და აგრეთვე ცხოველებსაც. აღმოჩენილ იქნა ბიზონების, ვეფხვების, ლომების და ნიანგების გამოსახულებები. ითვლება, რომ ყველაზე ძველი ნახატი 12000 წლისაა.

529f13d3ebed

b869179bcd22

სერა-და-კაპივარა
სერა-და-კაპივარა ნაციონალური პარკია ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს ადგილი ძალიან ბევრი თავშესაფარი გამოქვაბულით გამოირჩევა, რომელთა კედლებიც სხვადასხვა ნახატებით არის დამშვენებული. ეს ნახატები წარმოადგენენ რიტუალურ სცენებს, ნადირობას, ბუნებას, ცხოველებს. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ყველაზე ადრეული პერიოდის ნახატები შექმნილია 25000 წლის წინ.

fb83b07be112

41431f9b5937

ლაას გაალი
ლაას გაალი წარმოადგენს გამოქვაბულების კომპლექსს სომალის ჩრდილო-დასავლეთით, რომლელთაგანაც ზოგი შეიცავენ ერთ-ერთ ყველაზე ძველ მხატვრულ ნამუშევრებს აფრიკის კონტინენტზე. პრეისტორიული ნახატები, მეცნიერების შეფასებით 11000-5000 წლისანი არიან. ნახატებზე იპოვით ძროხებს, ცერემონიალურად გამოწყობილ ადამიანებს, შინაურ ძაღლებს და ჟირაფებს.

a3d9b99932d5

a089fcc199ac

ტადრატ აკაკუსი
ტადრატ აკაკუსი წარმოადგენს მთიან ბორცვს უდაბნო საჰარაში, დასავლეთ ლიბიაში. ეს რაიონი ცნობილია თავისი კლდეზე შესრულებული ნახატებით, რომლებიც 14000-100 წლების პერიოდს ეკუთვნიან. ნახატები წარმოსახავენ საჰარის საუკუნეების განმავლობაში ცვალებად გარემოს. 9000 წლის წინ მიმდებარე ტერიტორიები სახვსე იყო მწვანე საფარით და ტბებით, ტყეებით და ველური ცხოველებით, რასაც ადასტურებენ ნახატებიც, სადაც გამოსახულია ჟირაფები, სპილოები და სირაქლემები.

31020556261d

0e4eb7486575

შოვეს გამოქვაბული
შოვეს გამოქვაბული, საფრანგეთის სამხრეთით, მსოფლიოში არსებული პრეისტორიული ნახატების ერთ-ერთ ყველაზე ძველ ნახატებს შეიცავს. ნახატები რომლებიც აქ არიან შეიძლება 32000 წლით თარიღდებოდნენ. გამოქვაბული 1994 წელს აღმოაჩინეს ჟან მარი შოვემ და მისმა სპელეოლოგების ჯგუფმა. გამოქვაბულში აღმოჩენილი ნახატები წარმოგვიდგენენ ცხოველების გამოსახულებებს: ჯიხვებს, მამონტებს, ცხენებს, ლომებს, დათვებს, მარტორქებს და ა.შ.

7d7e75024b4a

cddf94fa7d66

bee3f62a4911

ქვაზე შექმნილი კაკადუს პარკის ხელოვნება
ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე, კაკადუს ნაციონალური პარკში აბორიგენების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცეტრირებული. ითვლება რომ ყველაზე ადრეული პერიოდის შემოქმედებანი 20000 წლისანი არიან.

e36ca9607103

a4e7ee7a01fd

7da25be5f695

ალტამირას გამოქვაბული
ალტამირას გამოქვაბული XIX საუკუნის ბოლსო აღმოაჩინეს, ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. გასაოცარია, მაგრამ აღმოჩენილი ნახატები ისეთი მაღლი ხარისხის იყო, რომ მეცნიერები დიდი ხანი არ იჯერებდნენ მის სინამდვილეს და აღმომჩენელს მარსელ სანს დე საუტუოლას ნახატების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. ბევრს არ ეჯერა პირველყოფილთა ინტელექტუალური პოტენციალის. სამწუხაროდ აღმომჩენელმა ვერ იცოცხლა 1902 წლამდე. სწორედ ამ წელს აღიარეს ეს ნახატები ჭეშმარიტად პირველყოფილთა შემოქმედებათ.

ecb40c2948c8

225767e958e5

29868a7b3351

მსგავსი ამბები

Back to top button