არქივი

ბრიტანელი მოდელის – ნაომი კემპბელის ახალი ვილა

8e7c1719c2cd

ამ პოსტში გაეცნობით ნაომი კემპბელის ვილებს და სასახლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ec17c823be79

რუსმა, ზღაპრულად მდიდარმა და დღემდე ოფიციალურად არაგანქორწინებულმა ნაომი კემპბელის ბოიფრენდმა მულტიმილიარდელმა ვლადისლავ დორონინმა ამ დღეებში შეიძინა მოკრძალებული „საკანი“ თავისი პანტერისათვის. რუსი მილიარდელი ვლადისლავ დორონინი და ბრიტანელი ტოპ-მოდელი ნაომი მხოლოდ 3 წელია ერთმანმეთს იცნობენ, ოლიგარქმა კი საყვარელი ქალისთვის მირთმეულ საჩუქარზე უკვე 100 მლნ. დოლარი დახარჯა. ყველაზე ძვირფას საჩუქრებს შორისაა: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა ზე ცნობილი იუველირის, ჰარი უინსტონის ნამუშევარი 142 ბრილიანტის თვლით შემკული ყელსაბამი, მდიდრული სახლი მაიამის სანაპიროზე, პენტჰაუზი სან-პაულუში და 5,6 მლნ დოლარად ღირებული იახტა დასავენებლად ნაომი რუსი ბიზნესმენის გარეშე გაემგზავრა; ყვითელ პრესაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაომი და ვლადისლავი ესპანეთში მდიდრული აგარაკის ყიდვას აპირებენ, კუნძულ იბიცაზე — ბალეარის კუნძულების არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში. საერთაშორისო კურორტია. შეუდარებელი სილამაზის სანაპიროები, ულამაზესი თეთრი სილით დაფარული პლაჟები, ამწვანებული გორაკები, ადგილობრივების უცნაური არქიტექტურით აგებული თეთრი სახლები და ულამაზესი, წარმოუდგენლად ცისფერი ზღვის წყალი და უმაგრესი მზე :), რომელსაც თითქმის არასდროს ფარავს ღრუბლები – აი ეს არის მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე.

ccd3fa35360a
ნაომის ახალი ვილა მდებარეობს კუნძულ დე-კლეოპატრაზე, მოიცავს 25 ოთახს, 5 ლოჯიას და დაფარულ ტერასს.
სახლი აგებულია ეგვიპტური სიმბოლო „ჰორუსის თვალის“ Eye of Horus -ის მოყვანილობით, რომელიც იცავს ბოროტი ძალებისაგან, ბოროტი და თარსი თვალისაგან და კარგი იღბალი მოაქვს.

9c5b6b32fab1
ამ ვილის გარდა , ვლადისლავმა კემპბელს უყიდა სახლი მოსკოვში, კერზო კუნძული თურქეთში და ავსტრალიაში, ასევე უზარმაზარი სახლი მაიამაში.
ამჟამად ბრიტანელი მოდელი სატელევიზიო კარიერისათვის ემზადება და მალე მას ამერიკულ საკაბელო ტელეარხ Oxygen- ზე ახალ რეალითი შოუ The face-ში იხილავს მისი თაყვანისმცემელები; გარდა ამისა ნაომი მოდელებს კარიერულ წინსვლაში დაეხმარება და პედაგოგის როლსაც მოირგებს.
ცნობილმა სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა, რომელსაც ხმაურიანი წვეულებები იზიდავს, რიგით 42-ე დაბადების დღე ეკლესიაში გაატარა. ნაომი იერუსალიმში, წმინდა მიწაზე იმყოფებოდა და პირველად დაათვალიერა წმინდა ადგილები. ცნობილია, რომ ვარსკვლავი ბეთლემსაც ესტუმრა და შობის მღვიმე მოინახულა, სადაც იესო ქრისტე იშვა. ვარსკვლავმა ვიზიტის დროს ინტერვიუ პალესტინურ ტელევიზიასაც მისცა. “ძალიან ბევრგან მიმოგზაურია, მაგრამ აქ არასდროს ვყოფილვარ. ბედნიერი ვარ იერუსალიმში მოგზაურობით!”, – განაცხადა ვარსკვლავმა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოგვიანებით ნაომი შავი ჯიპების ესკორტში ჩაჯდა და გაუჩინარდა.ამ ტურის მერე, მან კმაყოფილმა გადაწყვიტა ჩასულიყო და ენახა მისი ახალი ვილა კუნძულზე და შეემატა რაიმე ექსტრავაგანტულობა ახალ ნაყიდ ვილაში
40608ba6e2e4
5ecbccf784fd

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button