ჩაკ პალანიკი-“მებრძოლთა კლუბი”

ჩარლზ მაიკლ „ჩაკ“ პალანიკი დაიბადა 1962 წლის 21 თებერვალს პასკოში (ვაშინგტონი). უკრაინული წარმოშობის ნოველისტი და თავისუფალი ჟურნალისტი. მისი პირველი და ყველაზე ცნობილი წიგნია “მებრძოლთა კლუბი”. “მებრძოლთა კუბი” 1996 წელს გამოქვეყნდა რომლის მიხედვითაც 1999 წელს დევიდ ფინჩერმა გადაიღო იმავე სახელწოდების ფილმი.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ციტატას ამ წიგნიდან:

”არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც ”მებრძოლთა კლუბში”. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული. ”მებრძოლთა კლუბში” გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. ”მებრძოლთა კლუბი” ცარიელი სიტყვები არაა. ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. ”მებრძოლთა კლუბშიც” ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ.”

„ყველა, ვინც გიყვარს, ოდესმე ზურგს გაქცევს ან მოკვდება.
ყველაფერს, რასაც შექმნი დაივიწყებენ.
ყველაფერი, რითაც ამაყობ, სანაგვეზე აღმოჩნდება.“

„აჯობებს ცუდი იყო და ღმერთის ყურადღება, ამით მიიპყრო ვიდრე საერთოდ არ მოგაქციოს ყურადღება.“

„ძველი გამოთქმაა, ადამიანი ყოველთვის საყვარელ ადამიანს იმსხვერპლებს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება პირიქითაც მოხდეს.“

„ყველაფერს, რითაც ამაყობ დაივიწყებენ.“

„რაც აქამდე მოხდა, უკვე ისტორიაა, – და რაც ამის შემდეგ მოხდება, ისტორიად იქცევა.“

„თითოეულ ჩვენგანს მსოფლიოს მართვა შეუძლია.“

„მხოლოდ ყველაფრის დაკარგვის შემდეგ ხდები სრულიად თავისუფალი, – შეგიძლია აკეთო ის რაც გინდა.“

„ერთი იდიალური წუთისათვის ბევრი უნდა იშრომო.“

„იდიალური წუთი სამუდამოდ არ გრძელდება.“

„სრულყოფილება მხოლოდ ერთ წუთს გრძელდება.“

„ზოგჯერ რაღაცას აკეთებ და ამით საქმეს აფუჭებ, ზოგჯერ არ აკეთებ და მაინც საქმეს აფუჭებ.“

„რაც უფრო დაბლა დაეცემი, მით უფრო მაღლა აფრინდები.“

„თუ ფსკერზე დაშვებამდე დანებდები, – წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ.“

„ანარქიას თუ დააკანონებ, შედეგსაც მოიმკი.“

„დაქორწინდი, სანამ სექსი მოგბეზრებია, თორემ მერე საერთოდ ვეღარ იქორწინებ.“

„ვერც ერთი სკოლის ატესტატიანი“, ორეგონელი „ლურჯსაყელოიანი“ ვერ წარმოიდგენს ისეთ რამეს, რაც მილიონობით ადამიანს უკვე არ გაუკეთებია.“

„იყო დაღლილი, სულაც არ ნიშნავს, იყო მდიდარი, მაგრამ ძალიან ხშირად შეგრძნება ერთნაირია.“

„ჩვენმა კულტურამ ყველანი ერთნაირებად გვაქცია. აღარავინ არის ნამდვილი თეთრი, შავი ან მდიდარი. ყველას ერთი და იგივე გვინდა. ცალ-ცალკე არაფერს წარმოვადგენთ.“

„სამსახურიდან დათხოვა საუკეთესო რამაა, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს. ასე წყლის ნაყვას მოვრჩებით და ჩვენს ცხოვრებას რამეს მოვუხერხებთ.“

„ტრაკში ბუმბულის გარჭობა ფარშევანგად კი არ გაქცევს.“


ავტორი: vashla

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC