სირიმავო ბანდარანაიკე დაიბადა 17,04,1961 ბალანგოდეში, ბუდისტი, უახლესი ისტორიის პირველი–პრემიერ მინისტრი ქალი. შრი–ლანკის მრ-9 და მე-15 პრემიერ–მინისტრი. ის დაადანაშაულეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, რის შემდეგ აეკრძალა პოლიტიკური მოღვაწეობა.
კორასონ აკინო დაიბადა 25.01.1933 წელს, მე–11 პრეზიდენტი ფილიპინების 1986-1992 წლებში. მისი მმართველობის დროს ესპანური ენა, რომელიც 400 წლის განმავლობაში ძირითადი წერითი და ლიტერატურული ენა იყო პრაქტიკულად ამოღებული იყო ხმარებიდან და ჩაენაცვლა ინგლისური ენა. ამბობენ რომ კორასონმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რახან ნაწყენი იყო გენერალ მარკოსზე, რომელმაც პრეს–კომფერენციის დროს იხუმრა – «Corazon — si, aqui- no» რაც ნიშნავს – „გული აქვს, გონება არასაკმარისი“. ესპანური ენის აღორძინება დაიწყო 2008 წლიდან , როდესაც ფილიპინების პრეზიდენტი, კიდევ ერთი ქალი, გლორია არროირო გახდა.
ბენაზირ ბხუტო დაიბადა 21.06.1953 წელს კარაჩიში, პაკისტანის მე-17 პრემიერ–მინისტრი, პაკისტანის მე–4 პრეზიდენტის ზულფიკარ ალი ბხუტოს შვილი. ის მუშაობდა მამასთან დამხმარედ. 1997 წელს გენერალმა მუხამედ ზია–ულ ხაკმა უხელმძღვანელა სამხედრო გადატრიალებას და მმართველობა მოიპოვა, ქვეყანაში დაამკვიდრა საომარი მმართველობა. ამავე წელს ბხუტო და მისი ქალიშვილი დააპატიმრეს. ბენაზირის მამა დაადანაშაულეს ოპონენტის მკვლელობაში და სიკვდილი მიუსაჯეს. „მე არ ამირჩევია ეს ცხოვრება, ეს მან ამირჩია მე“ –წერდა ბენაზირი თავის მემუარებში. ზია–ულ ხაკის ტრაგიკულ დაღუპვაში ეჭვი ბენაზირის დედაზე და ძმაზე ჰქონდათ. ბენაზირი დაბრუნდა სამშობლოში და პირველად მუსლიმანური სამყაროს თანამედროვე ისტორიაში ქალიჩაუდგა ქვეყანას სათავეში. მასზე მრავალჯერ განხორციელდა თავდასხმა, 2007 წელს ტერორისტმა ორი გასროლა განახორციელა და თავი აიფეთქა, 20 ადამიანი ემსხვერპლა ტერორისტილ აქტს და თავად ბანაზირ ბხუტო საოპერაციომაგიდაზე გარდაიცვალა. ბხუტომ გაატარა რიგი მასშტაბური რეფორმებისა ქვეყანაში, ნაციონალიზებული გახადა ნავთობის საბადოები, ფულადი სახსრები მიმართა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე, გაიყვანა სასმელი წყალი და ელექტროენერგია, აღმოფხვრა ბავშვებში გავრცელებული პოლიემილიტი, მისი მმართველობის დროს ჯანდაცვა და განათლება იყო უფასო. ქვეყანა ვითარდებოდა.
მერი რობინსონი დაიბადა 21.05.1944 წელს, ირლანდიის მე–7 პრეზიდენტი.
ვიოლეტა ბარრიოს დე ჩამორრო დაიბადა 18.10.1929 წელს, ნიკარაგუას 70-ე პრეზიდენტი.
ჩანდრიკა ბანდარანაიკე კუმარატუნგა დაიბადა 29.06.1945 წელს, შრი–ლანკას მე–5 პრეზიდენტი.
ვაირა ვიკე–ფრეიბერგა დაიბადა 01.12.1937 წელს, ლატვიის მე–4 პრეზიდენტი.
რუტ დრეიფუსი დაიბადა 09.01.1940 წელს, შვეიცარიის 151-ე პრეზიდენტი.
მაგავატი სუკარნოპუტრი დაიბადა 23.01.1947 წელს, ინდონეზიის მე–4 პრეზიდენტი და მე–8 ვიცე–პრეზიდენტი. ახალგაზრდობაში ჰქონდა ორი მცდელობა განათლების მიღებისა თუმცა ორივეჯერ ვერ დაამთავრა უნივერსიტეტი. პირველი მეუღლე დაიღუპა ავტოკატასტროფაში, მეორე ქორწინება მალევე დასრულდა და გათხოვდა მესამედ, ყავს სამი შვილი.
იულია ტიმოშენკო დაიბადა 27.11.1960 წელს, უკრაინის მე–11 და მე–14 პრემიერ–მინისტრი. ამის ბედი ყველამ ვიცით…
ანგელა დოროთეა მერკელი დაიბადა 17.07.1954 წელს, 2005 წლიდან გერმანიის მე–8 ფედერალური კანცლერი.
ინდირა განდი დაიბადა 19.10.1917. ინდოეთის პრემიერ–მინისტრი 1966-1984,
ვერონიკა მისჰელ ბაჩელეტ ხერია დაიბადა 29.09.1951 წელს, ჩილეს 34-ე პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი.
მიშლინ კალმი–რე დაიბადა 08.07.1945 წელს, შვეიცარიის 159-ე და 163-ე პრეზიდენტი.
პრატიბხა პატილი დაიბადა 19.12.1934 წელს ინდოეთის მე–12 პრეზიდენტი.
კრისტინა ელიზაბეტ ფერნანდეს დე კირშნერი დაიბადა 19.02.1953 წელს, არგენტინის 55-ე პრეზიდენდტი 2007 წლიდან. ოპონენტები ადანაშაულებენ სოციალისმისკენ გადახვევაში, არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში და პრესაზე ზეწოლაში.
კვენტინ ელის ლუიზა ბრაისი დაიბადა 23.12.1942 წელს, ავსტრალიის 25-ე გენერალ–გუბერნატორი. 2008 წელს ავსტრალიის პრემიერ–მინისტრის კევინ რადდის რჩევით ელიზაბედ II დანიშნა ავსტრალიის გენერალ–გუბერნატორად, ასევე ოპოზიციის ლიდერმა ბერნანდ ნელსონმა და მწვანეების ლიდერმა ბობ ბრაუნმა დადებითად გამოეხმაურეს ამ ფაქტს.
დალია გრიბაუსკაიტე დაიბადა 01.03.1956 წელს, ლიტვის ფინანსთა მინისტრი,2009 წლიდან მე–10 პრეზიდენტი. არ არის დაოჯახებული, არ ყავს შვილი, ლიტვის ყვითელი პრესა ხშირად წერს მის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე, რასაც თავად უარყოფს. ფლობს შავ ქამარს კარატეში.
დორის ლოიტხარდი დაიბადა 10.04.1963 წელს, შვეიცარიის 162-ე პრეზიდენტი 01.01.2010–დან 31.12.2010–მდე.
როზა ოტუმბაევა დაიბადა 23.08.1950 წელს, ყირგიზეთის მე–2 საგარეო საქმეთა მინისტრი, მე–3 პრეზიდენტი,
დილმა ვანა რუსეფი დაიბადა 14.12.1947 წელს, ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ენერგეტიკის მინისტრი და 2011 წლიდან 36-ე პრეზიდენტი.
ატიფეტე იახიაგა დაიბადა 20.04.1975 წელს, კოსოვოს რესპუბლიკის მე–4 პრეზიდენტი 2011 წლიდან.
გოლდა მეირი დაიბადა 03.05.1898 იერუსალიმში. ისრაელის მე–5 პრემიერ–მინისტრი 1969-1974.
ეველინე ვიდმერ–შლუმპფი დაიბადა 16.03.1956 წელს, შვეიცარიის პოლიციის და იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, 2012 წლიდან 164-ე პრეზიდენტი.
მარია ესტრელა მარტინეს დე პერონი დაიბადა 04.02.1931 ლა–რიოხაში. არგენტინის 42-ე პრეზიდენტი 1974-1976 წლებში.
ელიზაბეტ დომიტიენი დაიბადა 1925 წელს საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკაში. ცენტრალური აფრიკის პრემიერ–მინისტრი 1975-1976 წლებში. თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო პარტიით „ მოძრაობა შავი აფრიკის სოციალური ევოლუციისათვის“. ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც იყო დაშვებული იმ დროს. 1972 წელს გახდა ამ პარტიის ვიცე–პრეზიდენტი. 1975 წელს ქვეყნის დიქტატორმა ჯან–ბედელ ბოკასსმა ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა, სადაც დაამტკიცა პრემიერ მინისტრის პოსტი და დანიშნა დომიტიენი პრემიერ-მინისტრად.
მარგარეტ ხილდა ტეტჩერი დაიბადა 13.10.1925 წელს გრანტემში, დიდი ბრიტანეთის 71-ე პრემიერ–მინისტრი 1970-1990 წლწბში. პირველი და ჯერ–ჯერობით ერთადერთი ქალი ამ პოსტზე, ასევე პირველი ქალი რომელიც გახდა ევროპული სახელმწიფოს პრემიერ–მინისტრი. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო XX საუკუნეში, მას რკინის ლედის სახელითაც მოიხსენიებენ.
მერი იუჯინია ჩარლზი დაიბადა 15.05.1919 წელს პუენტ–მიშელში, დომინიკის პრემიერ–მინისტრი 1980-1995 წლებში.
აგატა ბარბარა დაიბადა 11.03.1923 აბბარში, მალტის მე–3 პრეზიდენტი. მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, შემდეგ აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში და შეუერთდა ლეიბორისტულ პარტიას. იყო აგრეთვე განათლების და კულტურის, სოციალური დაცვის და შრომის მინისტრი, გაატარა რიგი რეფორმები განათლებაში რითაც შესაძლებელი გახადა განათლების მიღება ფართო მასებისთვის, დაწია უმუშევართა დონე.
ჟანა მატილდა სოვე დაიბადა 26.04.1922 წელს, კანადის 23-ე გენერალ–გუბერნატორი 1984-1990 წლებში.