არქივი

ბიბლიური პატიოსანი თვლები ნაწილი 1

bd7149dde3fa

ამ პოსტში შემოგთავაზებთ ბიბლიურ პატიოსან თვლებს, რომლის მეშვეობით სიმბოლურად წარდგებოდა იაკობის 12 შტო უფლის წინაშე, რითაც მყარდებოდა მისტიკური კავშირი უზენაესსა და მის რჩეულ ერს შორის-ებრაელებს შორის. ბიბლიური გადმოცემით – უფლის ბრძანებით, ისრაელის რჯულმდებელს – მოსეს თავისი ძმის- პირველ მღვდელმთავარ აარონის შესამოსელზე 4 რიგად უნდა განელაგებინა 12 პატიოსანი თვალი, ხოლო თვითოეულ ქვაზე ამოტვიფრული უნდა ყოფილიყო ისრაელის 12 შტოს შესაბამისი სახელი, აი , ასეთი თანმიმდევრობით :) სარდიონზე – რუბენის სახელი, ტოპაზზე- სიმეონის, ზურმუხტზე- ლევისა, იაკინთზე -იუდასი, საფირონზე – დანისა, იასპზე – ნეფტალემის, ლიგვირიონზე – გაადისა, აქატზე -ასერის, ამეთვისტოზე – იზაქარისა, ზოწეულზე- ზაბილონის, ბივრილზე- იოსების , ონიქსზე- ბემიანინის.

bd7149dde3fa
ადრეულ შუა საუკუნეებში, შემუშავებული იყო გარკვეული მეცნიერული დაკვირვება ძბვირფას თვალთა ბიო-ენერგეტიკული ველის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართ. დადგენილია ბიო-მედიცინაში, რომ ამ ძვირფას თვლებს აქვთ სამკურნალო ენერგეტიკა : ისისნი ირეკლავენ უარყოფით მუხტს, ან შეიწოვენ მას, რითაც თავიანთ მფლობელს იცავენ ბოროტი ძალისაგან ან რომელიმე სნელებისაგან; ეს კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს- მათი ფერის ცვლილებაში აისახება.
პატიოსან ქვებს შეესიტყვება ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერტი მოწაფე და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი.

40e64be62b56
იაკობის პირველი ძის -რუბენის სესატყვისი პატიოსანი თვალი – სარდიონია. იგი მოიპოვება ბაბილონსა და შუამდინარეთში. მისი ფერია მეწამული მიღებული აქვს სისხლისფერი „სარდიონ-თევზისგან“. ამ თვალს ბუნებრივი ბრწყინვალება ამშვენებს და სიმსივნის, მუწუკებისა და მახვილით მიყენებული ჭრილობების სამკურნალოდ იყენებენ- გაგლისავენ წყალში და უსმევენ წყლულს. სარდიონის ოჯახის ქვებს მიეკუთვნება სარდონიქსი და სარდაკადი, რომელთგან პირველი-მწვანე ფერისაა, ხოლო მეორე -თეთრია. აღმოსავლეთში სარდიონს სისხლის გაქვავებულ წვეთებს უწოდებენ. სარდიონი მაგიურ-სამკურნალო თვისებების მქონე ქვად მიიჩნეოდა და მზითვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა ახ. წ.აღ IV ს. ტრადიციულად ითვლება, რომ სდარდიონი ადამიანს ანიჭებს ცოლქმრულ სიყვარულს, ჯანმრთელობასა და გამბედაობას, ეხმარება ცოლ-ქმარს, კამათისას შეინარჩუნონ სიმშვიდე. სარდიონი ადამიანს იცავს მტერთა შუღლისაგან და მიწისძვრისას დაღუპვისაგან. სარდიონის მისტიკური თვისებებიდან გამოყოფენ ადამიანში დიდისაკენ მისწრაფებას. ეს ქვა პატრონს იცავს ბოროტი ჯადოსაგან, მაგრამ ზოგჯერ აძლიერებს მისი პატრონის მტრულ სისასტიკეს და შესაძლოა გარდაიქმნას ბოროტ დემონად.
6d3443824717
ქრისტეს 12 მოწაფეტაგან სარდიონი იოანე ღვთისმეტყველს შეესაბამება, რომელიც ქალწულის ზოდიაქოს მოციქულია, ასე რომ, ქალწულის ეტლის პატიოსანი თვალი სარდიონია.

7b283e13e78e
ტოპაზი. ქვის სახელწოდება მომდინარეობს წითელი ზღვისკუნძულ ტოპაზოსგან ( დღევანდელი ზაგარბადი).
იაკობის მეორე ძის-სიმეონის ძვირფასი თვალი- ტოპაზია და მსგავსად სარდიონისა, მეწამული ფერისაა, მაგრამ როდესაც მას გაგლისავენ- იგი გამოსცემს რძისფერს. საინტერესოა, რომ ტოპაზს გლესვის შედეგად არც წონაში აკლდება რამე და არც ფორმით იცვლება.
დღემდე აკვირდებიან მეცნიერები ამ ქვას. ძველად, როდესაც მინერალების თვისებებზე ცოტა რამ თუ იცოდნენ, ყველა გამჭვირვალე ყვითელ ქვას ტოპაზს უწოდებდნენ. პლინიუს უფროსი კი ტოპაზს მწვანე შეფერილობის პატიოსან თვალად მოიხსენიებს.
ტოპაზი არ ითვლება იშვიათ ქვად ; მისი შეფერილობის ვარიაციებია: ვარდისფერი, ყვითელი, უფერო, ცისფერი, ალუბლისფერი, ანომალურია ცისფერ-თეთრი ტოპაზი. სქელყვითელი ფერის ტოპაზებს „სამეფო ტოპაზები“ შეერქვა. ძველად ითვლებოდა, რომ ეს პატიოსანი ქვა ათავისუფლებს ადამიანს სახიფათო ვნებებისაგან, ანელებს ასთმურ შეტევას.
თანამედროვე ბიო-სამედიცინო დაკვირვებით, ტოპაზის სამკურნალო ენერგეტიკული ველი ადამიანს იცავს ავი თვალისაგან, შველის სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს (ქვის ნადები წყალი თაფლთან ერთად ), აწესრიგებს გულისცემას , რგებს ფსიქიკურ დაავადებებს, ინსულტს, ენაბლუობას, რევმატიზმს, ანემიას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიტს, უძილობას და სხვ.
ქრისტეს 12 მოციქულიდან ტოპაზი შეესაბამება ანდრია პირველწოდებულს, რომელიც მშვილდოსნის (22 ნოემბერი) მოციქულია.
9384de463946

3. Emerald – ზურმუხტი. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ზურმუხტს ქვია ზმური ქართულად
867a77e8d6c6
d31652896470

ეს პატიოსანი თვალი, იგივე სმარაგდი, იაკობის მე-3 ძის- ლევის შესაბამისი ქვაა.
ბიბლიური გადმოცემით, ლევის შთამომავლებს მიენიჭათ მღვდლობის პატივი. ლევიანნი იყვნენ მოსე და აარონი, აგრეთვე, იოვანე ნათლისმცემელი. ზმური ფერით მწვანე ქვაა, მასში სარკის მსგავსად აირეკლება ყველა შინაგანი საიდუმლო და მომავლის სურათიც. გარკვეული წარმოდგენით, გრაალის, იგივე საიდუმლო სერობის ანუ ზიარების თასი ანგელოზებს იმ ზურმუხტისაგან გამოუთლიათ, რომელიც ლუციფერს გადმოუვარდა შუბლიდან თავისი დაცემისას. ლუციფერი ხომ იგივე სატანაა, შაითანი.
9f186a624997
ზურმუხტი, ზღვაოსნების თილისმად მიიჩნეოდა. ითვლებოდა, რომ სხვა მრავალ ღირსებასთან და ტალანტთან ერეთად თავის მფლობელს იგი ანიჭებს წინასწარჭვრეტის უნარს. ზმური, იგივე ზურმუხტი უმაღლესი კლასის ძვირფასი ქვაა, ის ბერილის მინერალების წარმომადგენელია. ზურმუხტი არის ბერილის გამჭვუირვალე ნაირსახეობა. ზურმუხტი სიყვარულის მფარველიცაა და ფლობს სხვადასხვა სამკურნალო თვისებებს- კურნავს თვალის სნეულებებს, ეპილეფსიას, კეთრს, აქვს გველის შხამის საწინააღმდეგო თვისება. პლინიუს უფროსის მიხედვით, რაც არ უნდა დაღლილი იყოს ადამიანის თვალი, ზურმუხტის ჭვრეტა სახედველს ასვენებს. გადმოცემის თანახმად, იმპერატორი ნერონი გლადიატორთა ბრძოლას ზურმუხტის ლინზით უყურებდა. ინდოელტა მისტიკური რწმენით, ზურმუხტი ახორციელებს კავშირს სულთა სამყაროსთან, ხოლო თავისი მწვანე წახნაგების საიდუმლო სიღრმეებში ადამიანს საშუალებას აძლევს ამოიკითხოს წარსული და მომავალი. ისლამური კოსმოლოგიით, მიწიერ სამყაროს, დედამიწას გარს ერტყმის კაფის ზურმუხტოვანი მთიანი ქედი. ამ მთებზე, არაამქვეყნიური ნათელით რომ ბრწყინავს, ცხოვრობენ ანგელოზები, ჯინები, იქ ბინადრობს მისტიკური წრინველი სიმურგი- უზენაესის სიმბოლო. ზურმუხტოვანი მთები კი 7 ცის საყრდენია.
კიდევ ერთი გადმოცემით, ძველ გენუაში XII საუკუნიდან ინახებოდა წმინდა თასი, დამზადებული მთლიანი ზურმუხტისაგან, რომელიც სოლომონ მეფეს ეკუთვნოდა და ევროპაში ჯვაროსნებმა შემოიტანეს.
12 მოციქულიდან ზურმუხტის ანუ სმარაგდის შესატყვისი მაცხოვრის მოწაფე ბართლომეა. იგი ითვლება კირჩხიბის ეტლის (22 ივნისი) მოციქულად. ქართული ეკლესიის ტრადიციით, წმ. ბართლომეც საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლადაა მიჩნეული.
ზურმუხტი თავის მფლობელს იცავს ავი თვალისაგან, რგებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას, კურნავს ენაბლუობას, გულსისხლძარღვთა სისტემას, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკულ და შეტევით ტკივილებს, აიმჯობესებს კანის ფერს, შველის უშვილობას, ქალუსრ დაავადებებს, ინფექციურ სნეულებებს, სეფსისს, დიაბეტს, ცუდი სიზმრების უებარი წამალია, თირკმელების ავადმყოფობასა და სხვ.
რაც უფრო ღიაა ფერი ზურმუხტის უფრო მაღალია მისი ფასი, ხოლო გამჭვირვალე ზურმუხტი ყველაზე მაღალი ხარისხისაა და უფრო ძვირად ფასობს ვიდრე მისი წონის ბრილიანტი და შესაძლოა 1 კარატის ფასი $ 7000-ს აღწევდეს.
37f2da2a9866
დღემდე ყველაზე დიდი ზურმუხტია დედამიწაზე- 57 500 კარატის და 11,5 კგ ზურმუხტის თვალი; ის სიგრძეში 11 სანტიმეტრია, გარშემოწერილობით, დაახლოებით საზამთროს ზომისაა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის მთლიანად ზურმუხტი არაა და შესაძლოა მცირე მინარევები აქვს.
ასეა თუ ისე, ზმური ( ანუ ზურმუხტი ) რამოდენიმე დღეში აუქციონზე გაიტანენ კანადაში, სადაც საწყისი ფასი 1,20 მილიონი იქნება, რადგან ზურმუხტი დაუმუშავებელია.
8f10772c28ed
9cb8d905d3bc

გაგრძელება იქნება…

blogerlady

age: 14
Back to top button