გართობაუცნაური

თანამედროვე კანიბალი

0a14de1e249b

თუ თქვენ ამ კაცს ქუჩაში დაინახავთ, განსაკუთრებულს ვერაფერს შეამჩნევთ, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არაა. ამ კაცს სახელად Armin Meiwes ჰქვია და კანიბალია. 2001 წლის მარტში მან მოკლა კაცი და შეჭამა, თან დესერტად ღვინოც დააყოლა. ფაქტი იმდენად უცნაური და შემაშფოთებელი იყო, რომ მთელი მსოფლიო აალაპარაკა და შეაძრწუნა. ყველაზე უცნაური კი ის გახლდათ, რომ მეივსის მსხვერპლი ფაქტიურად ბოროტმოქმედის თანამზრახველიც გამოდიოდა, რადგანაც მას თავად სურდა, რომ არმინს ის შეეჭამა.
არმინი გაიზარდა მოსიყვარულე ოჯახში გერმანიის ერთ პატარა ქალაქში.
Armin: მე დავიბადე 1961 წელს, კომპიუტერული ინჟინერი ვარ პროფესიით, როტენბურგიდან (გერმანია), მე მოვკალი კაცი და შემდეგ შევჭამე, ამის მერე ის სულ ჩემთანაა.
2002 წლის 10 დეკემბერს, პოლიცია ანონიმური ზარის მიღების შემდეგ გავიდა შემთხვევის ადგილზე შეამოწმებლად. ისინი მოხვდნენ იზოლირებულ ფერმაში, ეს სწორედ არმინის სახლი გახლდათ. საყინულეში კი აღმოაჩინეს რაღაც ხორცი, არმინი ამბობდა, რომ ეს იყო გარეული ღორი, თუმცა მისი ნატქვამი არ გამართლდა, ეს ადამიანის ხორცი იყო და იგი Bernd Brandes-ს ეკუთვნოდა.

4a182d16b6c2

8 წლით ადრე დანაშაულამდე, არმინმა ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა. ამის საშუალებით მან გაიცნო ბერლინელი ინჟინერი Bernd Brandes-ი და მათ აღმოაჩინეს, რომ რაღაც საერთო ჰქონდათ, თუნდაც ის, რომ არმინს უნდოდა ვინმე შეეჭამა, ხოლო ბერნდს უნდოდა ვინმეს შეეჭამა.
Armin: ჩვენ ხშირად ვჩათაობდით ინტერნეტის საშუალებით და ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რა უნდა მომხდარიყო.
არმინი ნათელ ფერებში იხსენებს ბავშვობის წლებს.მაგრამ როგორც ჩანს გარდატეხის პერიოდი მისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა.

20b88b9d0297

არმინმა გაიჩინა წარმოსახვითი მეგობრები, თუმცა ამით არ დაკმაყოფილებულა, მას უნდოდა, რომ კიდევ უფრო ახლო კავშირში ყოფილიყო მეგობრებთან და აქედან იწყება მისი ,,ავადმყოფური აზრების ქარხნის” ამუშავება. მისი აზრით კაცის შეჭმით მსხვერპლი მუდამ მასთან (მასში) იქნებოდა.
არმინის აკვიატებული აზრი თანდათან უფრო ღრმავდებოდა, თუმცა ეს პრიცესი მხოლოდ მის შიგნით მიმდინარეობდა. დედის გარდაცვალების შემდგომ კი, ფაქტიურად მისმა კანიბალურმა მისწრაფებებმა ფრთები გაშალა.
Armin: მე შემთხვევით შევედი კანიბალების საიტზე, მოვხვდი მათ ჩათ-ოთახში, მათზე კარგი შთაბეჭდილებაც მოვახდინე, თუმცა მეგონა, რომ ისინი მხოლოდ ფანტაზიორობდნენ. მაგრამ იქ იმდენი რეკლამა და განცხადება იყო, რომ ვერც წარმოიდგენთ. იქ იყო ხალხი, რომლებიც ერთმანეთს ურიგდებოდნენ ერთ საგანზე, ვინ ვის უნდა შეეჭამა.
თუმცა არმინისთვის ,,სასურველი” მხოლოდ ბერნდი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელს შემდეგი რეკლამა ჰქონდა გამოქვეყნებული:
,,მე გთავაზობ შანსს, რომ შემჭამოთ ცოცხლად”.
ასე და ამგვარად, ბერნდის სახით არმინმა საუკეთესო მსხვერპლი იპოვნა, დიდხანსაც არ დააყოვნა და 2001 წლის მარტში რკინიგზის სადგურზე როტენბურგის მახლობლად შეხვდა კიდეც. შემდეგ სახლში წამოიყვანა. მოვლენები კი ისე წარიმართა როგორც შეთანხმებულები იყვნენ.
ბერნდმა ტანსაცმელი გაიხადა (ალბათ უფრო მადისაღმძვრელი რომ გამოჩენილიყო). არმინი ამბობს, რომ მისი მსხვერპლი მართლაც კარგად გამოიყურებოდა, სპორტული აღნაგომა ჰქონდა და მშვენიერი კაცი იყო.
შემდეგ მამაკაცები მეორე სართულზე ავიდნენ, სადაც შემზარავი ფაქტიც დატრიალდა. არმინმა მსხვერპლს ტანის ნაწილი მოაჭრა, თანაც ამ ყველაფერს ისინი ვიდეოკამერით იღებდნენ (ვიდეო იმდენად შემზარავი აღმოჩნდა, რომ პოლიციამ მას სამუდამო ლუქი დაადო).
Armin: ჩვენ წინასწარ შეთანხმებულები ვიყავით ყველაფრზე, მათ შორის კამერაზეც. მას სურდა, რომ მისი ტავისთვის ეყურებინა, თუ როგორ ვაკეთებდით ამპუტაციას.
არმინის ადვოკატი HARALD ERMEL: ბერნდს უნდოდა გამოეცადა ტკივილი, რომელიც სიკვდილს იწვევს. იგი რა თქმა უნდა ყვიროდა ამპუტაციის დროს, მაგიდაზე იდგა და სისხლი ტქრიალით მოდიოდა, შემდეგ უკან გადახტა, 30 წამის შემდგომ კი ყვირილი შეწყვიტა და თქვა ,,ის არასოდეს ატკენს”.
თუმცა ეს ამპუტაცია არ აღმოჩნდა საკმარისი ბერნდის მოსკლავად, ასე რომ არმინმა კვლავ საქმიანად დაიკაპიწა ხელები. მანამდე კი როგორც თვითონ ამბობს ლოცვაც არავლინა, თუმცა დაფიქრდა, ვისთვის ელოცა, ეშმაკისთვის თუ ღმერთისთვის, ბოლოს ისევ ღმერთი ამჯობინა და შემდეგ დანაც აიღო, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ კი ყელი გამოჭრა თავის მსხვერპლს, მერე თავი მოაჭრა, ორგანოები ამოუღო, შუაზე გაჭრა, ცხელი წყლით გარეცხა ტანი. შემდეგ სანთელი აანთო, ღვინოც მოიტანა და გემრიელად მიირთვა.

62ada5d745c8

Armin: პირველი გემო, იყო რაღაც ძალიან უცნაური. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვერც გადმოვცემ. ჩემი ცხოვრების 40 წლიდან, 30 წელი ამაზე ოცნებაში გავატარე და სურვილიც ამიხდა. თითქოს ღორის ხორცის გემო ჰქონდა, მაგრამ უფრო ძლიერი, მკვეთრი გემო. ძალიან გემრიელი იყო.

1 თვის განმავლობაში არმინმა 20 კილო ხორცი შეჭამა. თანაც ამ დროის გამვალობაში ინტერნეტით მორი მსხვერპლსაც ეძებდა. მაგრამ ერთმა ავსტრიელმა სტუდენტმა ანონიმური ზარი განახორციელა და პოლიციაც თავზე დააცხრა არმინს.
სასამართლო საგონებელში ჩააგდო ამ საქმემ. გერმანული კანონი კანიბალიზმის შესახებ საერთოდ არ არსებობს., თანაც ბერნდი თავისი ნებით იყო მსხვერპლი (ვიდეო ამტკიცებდა ამას). ამიტომაც არმინს 8,5 წელი მიუსაჯეს, თუმცა შემდეგ სასამართლო საქმის გადახედვის წყალობით არმინს სამუდამო პატიმრობა გამოუტანეს განაჩენად.
Armin: დღეს მე უკვე ვიცი, რომ რაც გავაკეთე შეცდომა იყო. რომ ეს არასოდეს იქნება სწორი საქციელი. ჩვენი სურვილები, ჩვენი ფანტაზიები ვერასოდეს შესრულდება, და რაზეც ფიქრობ, რაზეც ოცნებობ, მხოლოდ ისევ ოცნება უნდა განაგრძო. მე ის გავაკეთე, რადგანაც მაშინ მეგონა, რომ ის ოცნებაზე მეტი შეიძლებოდა გამხდარიყო, დღეს კი ვიცი, რომ ის აღარასოდეს განმეორდება.

7f15c1a4a325

მსგავსი ამბები

Back to top button