არქივი

ჭადრაკი ბრძენთა თამაში 2/5

b67e48797431

ჩატურანგა
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ჭადრაკის ისტორია რამდენიმე ათას წელს ითვლიდა. ვარაუდობდნენ რომ თამაში ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდა, დროთა განმავლობაში მეცნიერებამ უარყო ეს მოსაზრება. კვლევის თანახმად , ჭადრაკის სამშობლოდ მაინც ინდოეთი უნდა მივიჩნიოთ და თამაშის პირველი ფორმის წარმოშობა დაახლოებით მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრით დავათარიღოთ. ჭადრაკის წინაპარ თამაშს ჩატურანგა
(ჩატურ-ოთხი,ანგა-ნაწილი) ერქვა. სწორედ ასე მოიხსენიებოდა სანსკრიტზე ჯარი, რომეიც საბრძოლო ეტლებისაგან, სპილოებისაგან, მხედრებისა და ქვეითებისაგან შედგებოდა. თამაშიც სწორედ ოთხი სხვადასხვა ტიპის ჯარის ბრძოლას ასახავდა,რომელთაც მხედართმთავარნი ხელმძღვანელობდნენ.
3aba41f37a02
შავი, მწვანე, წითელი და ყვითელი ფერებით გამორჩეული ჯარები, 64 უჯრიან ოთხკუთხედ დაფის კუთხეებში იკავებდნენ ადგილსს, თამაშობდა 4 კაცი მეტოქეები წყვილ-წყვილად, თითოეული მოთამაშის განკარგულებაში იყო ოთხი ქვეითი(პაიკი) თითო რაჯა (მეფე), მხედარი,სპილო (კუ) და ეტლი იყო.  ფიგურათა მოძრაობა, მინიჭებულ სტატუსის მიხედვით,  საბრძოლო დანაყოფების გადაადგილებასა  და მოქმედებებს გამოსახავდა .სხვათა შორის ჩატურანგას თამაშისას მეფე  პაიკი და ეტლით დაფაზე სვლა ისევე კეთდებოდა როგორც ეს ეხლა ხდება, თუმცა თამაში ადრე მეტად აზარტული იყო რადგან ფიგურათა სვლას კამათლით განსაზასღვავდნენ
98ac2ebc464c
განვითარების მორიგ ეტაპზე თამაშში ოთხი სამხედრო ბანაკი ჩაანაცვლა ორმა და მოთამაშეც შესაბამისად ორი იყო რომელთაგან თითოს 16-16_ი ფიგურა. შედეგად ორიდან ერთი მეფე მეფის მრჩევლად ლაზიერად იქცა. გაუქმდა კამათლის გამოყენება. თამაშის წესებთან ერთად შეიცვალა სახელიც, ის სპარსეთში ჩატრანგის სახელით გავრცელდა, არაბთა ბატონობის პერიოდში კი თამაშს შატრანჯი ეწოდა.
784916bcf001

Back to top button