საკითხავისასარგებლო

იყო შეშლილი – ნიშნავს იყო ნორმალური (ოშო)

მსოფლიო იცნობდა ისეთ შესანიშნავ, შეშლილ ხალხს, და მართლაც, ყველა დიდი ადამიანი დედამიწაზე იყო ცოტა შეშლილი – შეშლილი ბრბოს თვალში. მათი სიგიჟე ვლინდებოდა იმაში, რომ ისინი არ იყვნენ უბედურები, არ იყვნენ შეწუხებულები, არ ეშინოდათ სიკვდილის, არ წუხდნენ წვრილმანებზე. ყოველ მომენტს ცხოვრობდნენ მთლიანად და ინტენსიურად, და ამ მთლიანობისა და ინტენსიურობის წყალობით მათი ცხოვრება გადაიქცა შესანიშნავ ყვავილად – ისინი იყვნენ სავსე არომატით, სიყვარულით, სიცოცხლით, სიცილით.

მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ეხება თქვენს გარშემო მილიონობით გარემომცველ ხალხს. ისინი ვერ ურიგდებიან, რომ თქვენ მიაღწიეთ იმას, რაც მათ გაუშვეს; ამიტომ ეცდებიან ნებისმიერი საშუალებით გაგხადონ უბედური. მათი განკითხვა – არაფერია მეტი თუ არა, მცდელობა თქვენი გაუბედურებისა, დაარღვიონ თქვენი ცეკვა, წაგართვან სიხარული – იმ მიზნით, რომ დაუბრუნდეთ უკან ბრბოს.

საჭიროა მოიკრიბოთ სიმამაცე და თუ ხალხი იძახის, რომ ხართ შეშლილი, მიიღეთ ეს. უთხარით მათ: ,,თქვენ მართალი ხართ; ამ სამყაროში მხოლოდ შეშლილ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და მხიარულები. მე ავირჩიე სიგიჟე სიხარულთა, ნეტარებასთან, ცეკვასთან ერთად. თქვენ კი აირჩიეთ კეთილგონიერება უბედურებასთან, ტანჯვასთან და ჯოჯოხეთთან ერთად. ჩვენი არჩევანი განსხვავებულია, იყავით ნორმალურები და დარჩით უბედურები; დამტოვეთ განმარტოებით ჩემს შეშლილობასთან. ნუ იგრძნობთ თავს განაწყენებულად; მე ხომ არ ვგრძნობ წყენას ყველა თქვენგანისგან – ასე ბევრია ნორმალური ადამიანი მსოფლიოში, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს განაწყენებულად.”

ეს საკითხი ძალიან ხანმოკლე დროისაა… მალე, როცა მიგიღებენ როგორც შეშლილს, ისინი დაგანებებენ თავს; მაშინ შეძლებთ წარდგეთ მათ წინაშე თქვენი ნამდვილი ყოფიერებით, შეძლებთ გადააგდოთ ყველა თქვენი მოჩვენებითობა.

ჩვენი აღზრდა გონებას ართმევს სიმთლიანეს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სახე საზოგადოებას, ბრბოს, მსოფლიოს – არაა აუცილებელი, რომ ის იყოს თქვენი ნამდვილი სახე, სინამდვილეში კი იგი არც უნდა იყოს თქვენი ნამდვილი სახე. თქვენ უნდა გაუკეთოთ დემონსტრირება ისეთ სახეს, რომელიც ხალხს მოსწონს, რომელსაც ხალხი აფასებს, რომელიც იქნება მიღებული; მათი იდეოლოგია, ტრადიციები და გიწევთ შეინახოთ ნამდვილი სახე საკუთარი თავისთვის.

ეს გაყოფა ღრმავდება იმით, რომ დროის დიდ მონაკვეთს თქვენ ატარებთ ბრბოში, ხვდებით ხალხს, ურთიერთობას ამყარებთ მათთან – იშვიათია თქვენ დარჩეთ მარტო საკუთარ თავთან. ბუნებრივია, ნიღბები იზრდებიან, სულ უფრო და უფრო ავიწროვებენ თქვენს საკუთარ სახეს.

და საზოგადოება ყველაში ბადებს შიშს – შიშს, რომ თქვენ უარგყოფენ, შიშს, რომ დაგცინიან, შიშს თქვენი რესპექტაბელურობის დაკარგვისა, შიშს იმის მიმართ, თუ რას იტყვის ხალხი. თქვენ გიწევთ შეგუება სხვადასხვა სახის სიბრმავეებთან და ხალხის არაცნობიერებასთან, თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავი – ეს არის მთავარი თავისებურება ჩვენი სამყაროსი, დღევანდელ დღემდეც კი. არავის ეძლევა ნება იყოს საკუთარი თავი.

იმ მომენტში, როდესაც გვერდით არის ვიღაცა, თქვენ ნაკლებად გაინტერესებთ თავი, უფრო გაინტერესებთ ის, თუ რა აზრი ექნება მას თქვენზე.

როცა მარტო ხართ აბაზანაში, თქვენ ხდებით თითქმის ბავშვი – ხანდახან სახის მიმიკებსაც კი ქმნით სარკის წინ. მაგრამ თუ თქვენ უეცრად გააცნობიერებთ, რომ გითვალთვალებენ კარების ჭუჭრუტანიდან, თუნდაც ეს იყოს პატარა ბავშვი, მომენტალურად იცვლებით. თქვენ ხდებით ჩვეულებრივი, უწინდელი – სერიოზული, საღად მოაზროვნე, ისეთი, როგორიც ხალხს სურს თქვენი ნახვა.

და ყველაზე საკვირველი ის არის, რომ გეშინიათ ამ ხალხის, ხოლო მათ თქვენი. ყველას ეშინია კვლავ ვიღაცის. არავის ეძლევა უფლება გამოხატონ საკუთარი გრძნობა, საკუთარი რეალობა, სინამდვილე, ყველას კი სურს მათი გამომჟღავნება, რადგანაც – გააგრძელო რეალური სახის ჩახშობა – ეს ნამდვილი თვითმკვლელობაა.

თქვენ ვალში ხართ მხოლოდ საკუთარი არსების წინაშე. ნუ წახვალთ მის წინააღმდეგ, რადგანაც ეს ნიშნავს ჩაიდინოთ თვითმკვლელობა, დაანგრიოთ საკუთარი თავი. რას მიაღწევთ ამით? თუ ხალხმაც კი დაგიწყოთ პატივისცემა და ჩაგთვლიან ძალიან გონიერად, საღად, რესპექტაბელურად, საპატიო ადამიანად, ეს ვერ შეძლებს დაგიკმაყოფილოთ თქვენი არსი. მათ არ შეუძლიათ მოგცენ მეტი შეღწევა ცხოვრებაში და მის შესანიშნავ სილამაზეში.

თქვენ მარტო ხართ ცხოვრებაში, მარტო მოხვედით ამ სამყაროში, მარტომ უნდა დატოვოთ იგი. ყველა სხვათა აზრი დარჩება აქ. მხოლოდ თქვენი ნამდვილი გრძნობები, თქვენი ჭეშმარიტი გამოცდილება იქნება თანამგზავრი სიკვდილის შემდეგაც კი.

სიკვდილიც კი ვერ შეძლებს წაგართვათ ცეკვა, სიხარულის ცრემლები, მარტოობის სისუფთავე, მდუმარება, უშფოთველობა, ექსტაზი. ის, რასაც სიკვდილი ვერ წაგართმევთ, არის სწორედ ერთადერთი ნამდვილი განძი; ხოლო ის, რისი წართმევაც ყველას შეუძლია, არ წარმოადგენს ღირებულს, თქვენ უბრალოდ გაგასულელეს.

თქვენი ერთადერთი მიზანი უნდა იყოს იმაში, რომ მოეფეროთ და გაუფრთხილდეთ ისეთ თვისებებს, რომლების თან წაღებასაც შეძლებთ, როდესაც სიკვდილი დაანგრევს თქვენს სხეულს, გონებას, რადგანაც მხოლოდ ეს თვისებები იქნება თქვენი ერთადერთი თანამგზავრი. ისინი – ერთადერთი რეალური საფასურია, და ხალხი, რომლებიც შეიძენენ მათ, – მხოლოდ ისინი ცხოვრობენ; სხვები კი მხოლოდ წარმოიდგენენ თავს რომ ცხოვრობენ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close