არქივი

ყველაზე წყნარი ადგილი მსოფლიოში

2

ამბობენ, რომ დუმილი და სიჩუმე ოქროა, თუმცა პლანეტის ყველაზე წყნარ ოთახში ყოფნა, თუნდაც მცირე ხნით, აუტანელია.

მინესოტას შტატში, ორფილდის ლაბორატორიაში, სპეციალურად შექმნილი კამერა ხმების 99,99% შთანთქავს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და სწორედ ამიტომ ეს ადგილი რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე წყნარი ადგილი.
2

ასეთ ოთახში ყოფნას უამრავი, ქალაქის ხმაურისგან დაღლილი, ადამიანი ინატრებდა, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. როგოც ჩანს, ყველას არ ძალუძს დიდხანს „წყნარად ყოფნა“, უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე წუთით ახერხებს იქ გაჩერებას. სიჩუმის ასეთი დოზა, სპეციალური ვარჯიშების გარეშე, ჰალუცინაციებს იწვევს. ყველაზე დიდხანს, 45 წუთით, მხოლოდ ერთ–ერთმა რეპორტიორმა შეძლო გაჩერება.
„ასეთ სიწყნარეს, რა თქმა უნდა, ყურები ეჩვევა, მაგრამ, რაც უფრო წყნარია ოთახი, მით უფრო მეტად გესმით ხმები: მაგალითად, საკუთარი გულის ცემა, ფილტვების მოძრაობა, მუცლის ხმამაღალი მოჩვენებითი გრუხუნი. ექოს გარეშე ოთახში, თქვენ თვითონ ხდებით ხმაური.“–აღნიშნა მან.
1

კომპანიის დამაარსებელი და პრეზიდენტი, სტივ ორფილდი ერთ–ერთ ინტერვიუში ხალხს მოუწოდებს, გაჩერდნენ ამ ოთახში სრულ სიბნელეში. ის თვლის, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ საშიშია.
„წყნარ ოთახში“ სასურველია საერთოდ არ იმოძრაოთ“ – გვირჩევს ორფილდი – ადამიანი მოძრაობისას ორიენტირებს ხმაურზე, იგივე სიგნალზე. ექოს გარეშე ოთახში, სიგნალების აღქმა, რომელიც ბალანსირებისა და მანევრირების საშუალებას იძლევა, იკარგება. ამიტომაც უმჯობესია იჯდეთ სავარძელში გაუნძრევლად.“

3

სიმშვიდის ოთახს უამრავი ამერიკული კომპანია იყენებს საკუთარი პროდუქტისა თუ თანამშრომლების შესამოწმებლად და სავარჯიშოდ. მაგალითად ნასა (NASA) ავარჯიშებს ასტრონავტებს, აჩვევს კოსმოსურ გარემოს. როგორც ორფილდი ხსნის, კოსმოსი თავისთავად წარმოადგენს ერთ დიდ ექოს გარეშე სივრცეს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია იყო დარწმუნებული, რომ ასტრონავტებს შეუძლიათ გაძლონ ასეთ პირობებში და იმუშაონ კონცენტრირებულად და ნაყოფიერად.
გარდა ამისა, „სიჩუმის ოთახს“ იყენებს უამრავი ხმოვანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ხმის ტესტირებებისთვის, რათა გაზომონ მათი პროდუქტის ხმის სიმაღლის დონე. ეს შესაძლებელია იყოს, როგორც მობილური ტელეფონის, ავტომობილის გადამრთველი მოწყობილობის პანელის ან თუნდაც გულის სარქველის ხმის შემოწმება.

წყარო: http://blog.leaf.ge/

ent

legendary

მსგავსი ამბები

Back to top button