არქივი

პოლიტიკური ლიდერები – ნაწილი I

ამ პოსტში შემოგთავაზებთ პოლიტიკური ლიდერების მცირე ბიოგრაფიულ ცნობებსა და ცხოვრებისეულ ფაქტებს, პირველ ნაწილში საუბარი გვექნება ესპანელ დიქტატორ – ფრანსისკო ფრანკოზე, გოლდა მეირიზე,ჯონ კენედიზე, ნელსონ მანდელასა და მარგარეტ ტეტჩერზე.

ფრანსისკო ფრანკოესპანელი დიქტატორი 1939-დან 1975 წლამდე. დაიბადა 1892 წელს, გარდაიცვალა 1975 წელს,82 წლის ასაკში.

ფრანსისკო ფრანკო ზღვაოსნის ოჯახში დაიბადა,თუმცა თავად ჯარისკაცობა არჩია. 18 წლის ასაკში ოფიცერი გახდა, დროთა განმავლობაში კი – ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გენერალი, 1931 წელს მეფე ალფონსო XIII ქვეყნიდან წავიდა და ესპანეთი რესპუბლიკად იქცა. ფრანკო რესპუბლიკურ მთავრონას წესრიგის დაუმყარებლობისთვის ხშირად აკრიტიკებდა.

1936 წელს რესპუბლიკური მთავრობის წინააღმეგ აჯანყება დაიწყო, ფრანკო ამბოხებულებს შეუერთდა და მალე მათი ლიდერი გახდა. ორ მხარეს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. ფრანკოს სამხედრო დახმარება ჰიტლერმა და მუსოლინიმ გაუწიეს, სანამ ფრანკო გაიმარჯვებდა, 1939 წლამდე, ომმა ერთი მილიონი ადამიანი შეიწირა. ფრანკო “კაუდილიო” (დიქტატორი) გახდა და ესპანეთს ოპოზიციისა და კრიტიკული აზრის გარეშე 36 წელი მართავდა, სიკვდილის წინ, ხუან კარლოსი მომავალ მეფედ გამოაცხადა.

1436902402

გოლდა მეირიისრაელის პრემიერ-მინისტრი 1969-დან 1974 წლამდე. დაიბადა 1898 წელს, გარდაიცვალა 1978 წელს,80 წლის ასაკში

გოლდა მეირი სიონისტური მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. სიონიზმი მოძრაობაა,რომელიც პალესტინაში მცხოვრებ ებრაელთა სახელმწიფოს დაარსებისკენ ისწრაფვოდა. სანამ 1956 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა მთავრობაში სხვადასხვა ადგილი ეჭირა. 1969 წელს პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გარდაიცვალა და გოლდა მეირს არჩევნებამდე პოსტის დროებით დაკავება სთხოვეს, მეირი იმდენად ძლიერი პრემიერი აღმოჩნდა,რომ თანამდებობაზე დატოვეს. ისრაელის არაბ მტრებთან სიმტკიცეს იჩენდა, მაგრამ საქმე მშვიდობისკენ მიჰყავდა. 1973 წელს იომ ქიფურის ომი – ისრაელსა და არაბული სამყარის მეოთხე კონფლიქტი დაიწყო. მშვიდობა მალე იქნა მიღწეული, მაგრამ ომის დასაწყისში განცდილი მარცხის გამო, მთავრობას სასტიკად აკრიტიკებდნენ და მეირი თანამდებობიდან გადადგა.

jfk

ჯონ კენედიამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1961-დან 1963 წლამდე.

1946 წელს ჯონ კენედიმ პირველი არჩევნები მაშინ მოიგო,როცა კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატიული პარტიიდან აირჩიეს, შემდეგ 1952 წელს – სენატორად მასაჩუსეტსის შტატიდან, 1960 წელს კი პრეზიდენტი გახდა, შესანიშნავი გარენობით და შთამაგონებელი სულისკვეთებით გამორჩეულმა კენედიმ, თავის პირველ საპრეზიდენტო გამოსვლაში თქვა:
“ნუ იკითხავთ, რით გარგებთ თქვენი ქვეყანა, სჯობს ის იკითხოთ, თავად რით არგებთ ქვეყანას.”

მალე სირთულეებმაც არ დააყოვნა: კენედი ეხმარებოდა კუბელ ემიგრანტებს, რომლებიც კუბის კომუნისტური ხელისუფლების ჩამოგდებას ცდილობდნენ. თუმცა ემიგრანტებმა თავიანთი გეგმა ვერ განახორციელეს და ამერიკის ხელისუფლება სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, 1962 წელს სსრკ-ს კუბაზე ბირთვული რაკეტების განთავსებაში ხელი შეუშალა. კენედიმ ჯარი გაგზავნა ვიეტნამში და ამერიკა ვიეტნამის ომში ჩართო. შინ, ამერიკაში, შავკანიანი მოსახლეობისთვის თანაბარი უფლებების მიმნიჭებელი კანონები შექმნა, მაგრამ კონგრესმა არ დაამტკიცა. 1963 წლის ნოემბერში კენედი დალასში(ტეხასი) გაემგზავრა, რათა არჩევნებისთვის სამხრეთელთა მხარდაჭერა მოეპოვებინა, მაგრამ ღია მანქანაში მჯდომს სნაიპერის ტყვიამ სიცოცხლე მოუსწრაფა.

75865224888548256

მარგარეტ ტეტჩერი
ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი 1979-დან 1990 წლამდე

მარგარეტ ტეტჩერს ახალგაზრდობაში მარგარეტ რობერტსად იცნობდნენ. იგი ოქსფორდში ქიმიას სწავლობდა, შემდეგ კი ბარისტერი გახდა. პარლამენტში 1959 წელს აირჩიეს, კაბინეტში მისი პირველი თანამდებობა 1970 წელს განათლების მინისტრობა იყო. 1975 წელს კი კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ედუარდ ჰითს ჩაენაცვლა.

1979 წელს კონსერვატორებმა არჩევნები მოიგეს და მარგარეტ ტეტჩერი პირველი ბრიტანელი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მან მაშინვე შეამცირა გადასახადები და სამთთავრობო კონტროლი ბიზნესზე, მოგვიანებით ისეთი იდა და სახელმწიფო კომპანიებიც კი, როგორიც “ბრითიშ ტელეკომ”-ია, გაიყდა და კერძო მფლობელის ხელში გადავიდა.

1982 წელს არგენტინა-ბრიტანეთის კოლონიურ მიწაზე, ფოლკლენდის კუნძულებზე შეიჭრა. ტეტჩერტმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ბრიტანეთის საგანგებო დანიშნულების ჯარმა კუნძული სწრაფად დაიბრუნა.

1987 წელს იგი XX საუკუნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც მესამე ვადით აირჩიეს. საგარეო ასპარეზზე გამომჟღავნებულმა ძალამ და სიმტკიცემ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტი შესძინა. თუმცა, 1990 წელის ბოლოს ტეტჩერზე იერიში კოლეგებმა – კაბინეტის იმ წევრებმა მიიტანეს, რომელთაც მართვის მისეული სტილი მეტისმეტად ავტოკრატული ეჩვენებოდათ და ტეტჩერი გადადგა.

nelson mandela fist

ნელსონ მანდელასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1994 წლიდან, დაიბადა 1918 წელს.

ნელსონ მანდელა კოსას სამეფო გვარს ენათესავება, მაგრამ ბავშვობა საქონლის მწყემსვაში გაატარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი კვალიფიციური იურისტი გახდა.

1943 წელს მანდელა აფრიკის ეროვნული კონგრესის(აეკ) ახალგაზრდული ლიგის შექმნაში მონაწილეობდა. ახალგაზრდულმა ლიგამ აეკ-ს მოსთხოვა, რასობრივი დისკრიმინაციის პირობებში შავკანიანი ხალხის პრობლემები და მისი ბრძოლის გზები გამოეკვეთა. აეკ აპარტეიდის წინააღმდეგ მშვიდობიან მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს აწყობდა. ბევრი მომიტინგე დააპატიმრეს, ზოგიც – მოკლეს. 1960 წელს აეკ აიკრძალა, პასუხად 1961 წელს მანდელამ და მისმა თანამოაზრეებმა “უზმონტო ვე სუზვე” (ერის მახვილი), საკუთარი ჯარი შექმნეს.

1964 წელს, რამდენიმეთვიანი მალვის შემდეგ, მანდელა დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მთავრობამ კომპრომისის სანაცვლოდ თავისუფლება შესთავაზა, მაგრამ მას აპერტეიდის მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია.1990 წელს პრეზიდენტმა დე კლერკმა, შიგა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, მანდელა გაათავისუფლა. აეკ-მა მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და პირველ დემოკრატიულ არჩევნებს მიაღწია. არჩევნებში აეკ-მა გაიმარჯვა და მანდელა პრეზიდენტი გახდა. ახალი სტატუსი მან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეების შესარიგებლად გამოოიყენა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button