არქივი

პაბლო პიკასო

88cdd0db61a6
პაბლო პიკასო ესპანეთში ქალაქ მალაგაში 1881 წელის 25 ოქტომბერს დაიბადა.მისი სრული სახელი პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დეპაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრუანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტინ პატრისიო კრისტო რუისი პიკასო გახლავთ. მამამისი ხოსე რუის ბლანკო კლასიკოსი მხატვარი გახლდათ. პაბლოს საშინლად სძულდა მამის შემოქმედება. ის თვლიდა რომ ეს გაყინული ხელოვნება იყო და არაფერი საინტერესო მასში აღარ იყო. მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.პაბლო გაურბოდა მამასთან მის ყოველგვარ გაიგივებას და სწორედ ამ მიზეზით, 1901 წელს დედის გვარზე გადასვლა ამჯობინა. ხატვით პაბლო ბავშვობიდან იყო გატაცებული. 8 წლის ასაკში იგი ხატავს მის პირველ შესანიშნავ ნახათ პიკაბორას, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე არ მოუშორებია გვერდიდან. პაბლო პიკასომ სამხატვრო განათლება თავდაპირველად მამისგან ხოსე რუისგან ხოლო შემდეგ ლა–კრონიეს(1894–1895) ბარსელონის(1895 1896) და მადრიდის (1897–1898)წწ ნატიფი ხელოვნების აკადემიებში მიიღო. 1894 წლიდან პაბლო პიკასო დღიურს წერდა რომელსაც “ცისფერი და თეთრი ერქვა” იგი საკუთარ დღიურს პორტრეტებითა და კარიკათურებით აილუსტრირებდა. მისი პირველი გამოფენა 1895 წელს ქალაქ მადრიდში გაიმართა. ხოლო უკვე 1900 წელს საგამოფენო დარბაზ “Els Quatre Gats”ში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა მხატვარს. ამ პერიოდში პიკასო შემოქმედებითი ძიების პერიოდში იყო.ის მიემგზავრება პარიზში სადაც ცნობილი იმპრესიონისტი მხატვრების: პაულ ცეზანის, ედგარ დეგას პიერ ბორნარდის შემოქმედებას გაეცნობა, რაც დიდ გავლენას იქონიებს მასზე. პაბლო პიკასო ჟორჟ ბრაკთან ერთად ითვლება მხატვრობაში ახალი მიმდინარეობის კუბიზმის(კუბისტურ ნამუშე3ვრებში ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად, ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკეთება იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინააარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა) ფუძემდებლად. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და უკვე 1908 წელს ერთობლივად იწყებენ კუბიზმის განვითარებაზე მუშაობას. მათმა ურთიერთთანამშრომლობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა. კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე–20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში საფუძველი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას მხატვრობაში როგორებიცაა: ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, კოტიციზმი და ექსპრესიონიზმი. თავად პიკასოს შემოქმედებამ განვითარების შემდეგი ეტაპები განვლო. –”ცისფერი პერიოდი” (1901– 1904)–სევდიანი ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომლებზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია. ხშირად აღწერს : აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებს და ღარიბ მხატვრებს. –”ვარდისფერი პერიოდი”(1905–1907)–უფრო ხალისით სავსე სტილი, ნარინჯისფერსა და ვარდისფერი საღებავებით:აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მიდელირებდა და მრავალი ნახატი განმსჭვალულია ოსტატის მისდამი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად. –”აფრიკული პერიოდი”(1908–1909)–აფრიკული ხელოვნების ნაკეთობების ზეგავლენით შექმნილი ტილოები. მნიშვნელოვანი ექსპონანტებია “Les Demoiselles d’Avignon” (ავინიონის დიაცები) –”ანალიტიკური კუბიზმი”(1909–1912)–ხატვის სტილი რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა, მონოქრონული, მოყავისფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და “ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაკის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება. –”სინთეტიური კუბიზმი”(1912–1919)–სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაწრების გამოყენებით, ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი მცდელობა. პაბლო პიკასო ფაშიზმის წინააღმდეგ ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი გახლდათ. იგი სახალხო ფრონტის ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო საფრანგეთში, ასევე აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936–1939 წწ. პაბლო პიკასო 1944 წლიდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი. მეორე მსოფლიო ომის წლებში 1939–1945 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა მის ნამუშევარში “მშვიდობის მტრედი” (ტუში) (1947) რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 1950 წელს პაბლო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში. იგი არის “მშვიდობის საერთაშორისო პრემიის”(1950) და” ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო ლენინური პრემიის”(1962)ლაურიატი მიუხედავად იმისა რომ იგი 1901 წლიდან მოყოლებული საფრანგეთში ცხოვრობდა, მას სურვილი ქონდა რომ მომკვდარიყო როგორც ჭეშმარიტი ესპანელი. საფრანგეთის მოქალაქეობაზე განაცხადი მხოლოდ ერთხელ 1939 წელს შეიტანა. მან მაშინ გადაწყვიტა გაეზიარებინა თავისი მეორე სამშობლოს საფრანგეთის ბედი, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან ომში ჩაება. თუმცა მისი განაცხადი არ დააკმაყოფილეს. აღმოჩნდა რომ საფრანგეთის პოლიცია მხატვარს ესპანეთიდან ჩმოსვლისთანავე უთვალთვალებდა. პიკასოს შესახებ პოლიციის ჯერ კიდევ პირველ 1901 წლის პატაკში ნათქვამი იყო, რომ ის ანარქისტია. მას შემდეგ პიკასო ჩართული იყო შფოთისთავთა საშიშ სიაში. გარდა ამისა იმ დროისათვის მოარული ხმების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მხატვარი აპირებდა თავისი სურათების საბჭოთა კავშირისთვის გადაცემას,რომლის მხარდამჭრიც იყო. ყველა ამ მიზეზთა გამო პოლიციის უწყება ასკვნიდა.”პიკასო უნდა განიხილოს როგორც საეჭვო პიროვნება საფრანგეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”ამიტომ მიზანშეწონილი არ იყო მასზე ფრანგული პასპორტის გაცემა. კარგა ხნის შემდეგ ოფიციალურმა პარიზმა შცვალა საკუთარი აზრი. მაგრამ პიკასო მხოლოდ იმეორებდა თავისებურ აღქთქმად ქცეულ აზრს, იმის შესახებ, რომ მას სურვილი აქვს “ესპანელად გარდაიცვალოს”გარდა ამისა როცა პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ აპირებდა პიკასოს დაჯილდოებას საფრანგეთის ყველაზე მაღალი ჯილდოთი ” საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვრით” მხატვარმა უარი თქვა იმ საბაბით, რომ მას,როგორც ესპანეთის მოქალაქეს, ესპანელ პატრიოტს, არ შეუძლია ამ რეგალიის მიღება. პაბლო პიკასო 1973 წელს საფრანგეთში ქალაქ მიუჟენში გარდაიცვალა. პიკასოს 13 ნააზრევი –ყოველი ბავშვი მხატვარია რთული ისაა, რომ დარჩე მხატვრად მას შემდეგ რაც გაიზრდები. –მე ვისურვებდი ვცხოვრობდე, როგორც ღარიბი ადამიანი ფულით. –ოთხი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამეხატა რაფაელივით, და მთელი ცხოვრება რომ მესწავლა ბავშვივით ხატვა. –დამწყებ მხატვარს უგებს რამდენიმე ადამიანი, ცნობილს კიდევ უფრო ცოტა. –კარგი მხატვრები ბაძავენ, დიდი მხატვრები–უბრალოდ იპარავენ. –მხატვარია ის ვინც ხატავს იმას რასაც ყიდის,მაგრამ ნამდვილი ხელოვანი მხოლოდ ისაა, რომელიც რასაც ხატავს იმას ყიდის. –ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვაახლოვებს სიმართლესთან. –ჩემი ნახატი ჩემზე ძლიერია–იგი ყოველთვის იღებს ჩემგან იმას, რაც სურს. –მე ვისვენებ როცა ვმუშაობ,და ვიღლები როცა ვუსქმურობ და სტუმრებს ვიღებ –ღმერთი– ისეთივე მხატვარია როგორც სხვა მხატვრები. მან შექმნა ჟირაფი სპილო და კატა. მას არ აქვს თავისი სტილი. უბრალოდ ის ყოველ ჯერზე ცდის რაღაც ახლის შექმნას. –მე არ ვამბობ ყველაფერს , მაგრამ დახატვით ყველაფერს ვხატავ. –ადამიანებს შორის უფრო მეტი ერთნაირია ვიდრე ოორიგიალები.პაბლო პიკასო ესპანეთში ქალაქ მალაგაში 1881 წელის 25 ოქტომბერს დაიბადა.მისი სრული სახელი პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დეპაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრუანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტინ პატრისიო კრისტო რუისი პიკასო გახლავთ. მამამისი ხოსე რუის ბლანკო კლასიკოსი მხატვარი გახლდათ. პაბლოს საშინლად სძულდა მამის შემოქმედება. ის თვლიდა რომ ეს გაყინული ხელოვნება იყო და არაფერი საინტერესო მასში აღარ იყო. მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.პაბლო გაურბოდა მამასთან მის ყოველგვარ გაიგივებას და სწორედ ამ მიზეზით, 1901 წელს დედის გვარზე გადასვლა ამჯობინა. ხატვით პაბლო ბავშვობიდან იყო გატაცებული. 8 წლის ასაკში იგი ხატავს მის პირველ შესანიშნავ ნახათ პიკაბორას, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე არ მოუშორებია გვერდიდან. პაბლო პიკასომ სამხატვრო განათლება თავდაპირველად მამისგან ხოსე რუისგან ხოლო შემდეგ ლა–კრონიეს(1894–1895) ბარსელონის(1895 1896) და მადრიდის (1897–1898)წწ ნატიფი ხელოვნების აკადემიებში მიიღო. 1894 წლიდან პაბლო პიკასო დღიურს წერდა რომელსაც “ცისფერი და თეთრი ერქვა” იგი საკუთარ დღიურს პორტრეტებითა და კარიკათურებით აილუსტრირებდა. მისი პირველი გამოფენა 1895 წელს ქალაქ მადრიდში გაიმართა. ხოლო უკვე 1900 წელს საგამოფენო დარბაზ “Els Quatre Gats”ში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა მხატვარს. ამ პერიოდში პიკასო შემოქმედებითი ძიების პერიოდში იყო.ის მიემგზავრება პარიზში სადაც ცნობილი იმპრესიონისტი მხატვრების: პაულ ცეზანის, ედგარ დეგას პიერ ბორნარდის შემოქმედებას გაეცნობა, რაც დიდ გავლენას იქონიებს მასზე. პაბლო პიკასო ჟორჟ ბრაკთან ერთად ითვლება მხატვრობაში ახალი მიმდინარეობის კუბიზმის(კუბისტურ ნამუშე3ვრებში ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში. ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად, ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკეთება იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინააარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისათვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული ესთეტიური მიმდინარეობა) ფუძემდებლად. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და უკვე 1908 წელს ერთობლივად იწყებენ კუბიზმის განვითარებაზე მუშაობას. მათმა ურთიერთთანამშრომლობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1914 წლამდე გასტანა. კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე–20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში საფუძველი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას მხატვრობაში როგორებიცაა: ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, კოტიციზმი და ექსპრესიონიზმი. თავად პიკასოს შემოქმედებამ განვითარების შემდეგი ეტაპები განვლო. –”ცისფერი პერიოდი” (1901– 1904)–სევდიანი ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომლებზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია. ხშირად აღწერს : აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებს და ღარიბ მხატვრებს. –”ვარდისფერი პერიოდი”(1905–1907)–უფრო ხალისით სავსე სტილი, ნარინჯისფერსა და ვარდისფერი საღებავებით:აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მიდელირებდა და მრავალი ნახატი განმსჭვალულია ოსტატის მისდამი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად. –”აფრიკული პერიოდი”(1908–1909)–აფრიკული ხელოვნების ნაკეთობების ზეგავლენით შექმნილი ტილოები. მნიშვნელოვანი ექსპონანტებია “Les Demoiselles d’Avignon” (ავინიონის დიაცები) –”ანალიტიკური კუბიზმი”(1909–1912)–ხატვის სტილი რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა, მონოქრონული, მოყავისფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და “ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაკის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება. –”სინთეტიური კუბიზმი”(1912–1919)–სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაწრების გამოყენებით, ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი მცდელობა. პაბლო პიკასო ფაშიზმის წინააღმდეგ ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი გახლდათ. იგი სახალხო ფრონტის ერთ–ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო საფრანგეთში, ასევე აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936–1939 წწ. პაბლო პიკასო 1944 წლიდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი. მეორე მსოფლიო ომის წლებში 1939–1945 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა მის ნამუშევარში “მშვიდობის მტრედი” (ტუში) (1947) რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 1950 წელს პაბლო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში. იგი არის “მშვიდობის საერთაშორისო პრემიის”(1950) და” ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო ლენინური პრემიის”(1962)ლაურიატი მიუხედავად იმისა რომ იგი 1901 წლიდან მოყოლებული საფრანგეთში ცხოვრობდა, მას სურვილი ქონდა რომ მომკვდარიყო როგორც ჭეშმარიტი ესპანელი. საფრანგეთის მოქალაქეობაზე განაცხადი მხოლოდ ერთხელ 1939 წელს შეიტანა. მან მაშინ გადაწყვიტა გაეზიარებინა თავისი მეორე სამშობლოს საფრანგეთის ბედი, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან ომში ჩაება. თუმცა მისი განაცხადი არ დააკმაყოფილეს. აღმოჩნდა რომ საფრანგეთის პოლიცია მხატვარს ესპანეთიდან ჩმოსვლისთანავე უთვალთვალებდა. პიკასოს შესახებ პოლიციის ჯერ კიდევ პირველ 1901 წლის პატაკში ნათქვამი იყო, რომ ის ანარქისტია. მას შემდეგ პიკასო ჩართული იყო შფოთისთავთა საშიშ სიაში. გარდა ამისა იმ დროისათვის მოარული ხმების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მხატვარი აპირებდა თავისი სურათების საბჭოთა კავშირისთვის გადაცემას,რომლის მხარდამჭრიც იყო. ყველა ამ მიზეზთა გამო პოლიციის უწყება ასკვნიდა.”პიკასო უნდა განიხილოს როგორც საეჭვო პიროვნება საფრანგეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”ამიტომ მიზანშეწონილი არ იყო მასზე ფრანგული პასპორტის გაცემა. კარგა ხნის შემდეგ ოფიციალურმა პარიზმა შცვალა საკუთარი აზრი. მაგრამ პიკასო მხოლოდ იმეორებდა თავისებურ აღქთქმად ქცეულ აზრს, იმის შესახებ, რომ მას სურვილი აქვს “ესპანელად გარდაიცვალოს”გარდა ამისა როცა პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ აპირებდა პიკასოს დაჯილდოებას საფრანგეთის ყველაზე მაღალი ჯილდოთი ” საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვრით” მხატვარმა უარი თქვა იმ საბაბით, რომ მას,როგორც ესპანეთის მოქალაქეს, ესპანელ პატრიოტს, არ შეუძლია ამ რეგალიის მიღება. პაბლო პიკასო 1973 წელს საფრანგეთში ქალაქ მიუჟენში გარდაიცვალა. პიკასოს 13 ნააზრევი –ყოველი ბავშვი მხატვარია რთული ისაა, რომ დარჩე მხატვრად მას შემდეგ რაც გაიზრდები. –მე ვისურვებდი ვცხოვრობდე, როგორც ღარიბი ადამიანი ფულით. –ოთხი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამეხატა რაფაელივით, და მთელი ცხოვრება რომ მესწავლა ბავშვივით ხატვა. –დამწყებ მხატვარს უგებს რამდენიმე ადამიანი, ცნობილს კიდევ უფრო ცოტა. –კარგი მხატვრები ბაძავენ, დიდი მხატვრები–უბრალოდ იპარავენ. –მხატვარია ის ვინც ხატავს იმას რასაც ყიდის,მაგრამ ნამდვილი ხელოვანი მხოლოდ ისაა, რომელიც რასაც ხატავს იმას ყიდის. –ხელოვნება ტყუილია, რომელიც გვაახლოვებს სიმართლესთან. –ჩემი ნახატი ჩემზე ძლიერია–იგი ყოველთვის იღებს ჩემგან იმას, რაც სურს. –მე ვისვენებ როცა ვმუშაობ,და ვიღლები როცა ვუსქმურობ და სტუმრებს ვიღებ –ღმერთი– ისეთივე მხატვარია როგორც სხვა მხატვრები. მან შექმნა ჟირაფი სპილო და კატა. მას არ აქვს თავისი სტილი. უბრალოდ ის ყოველ ჯერზე ცდის რაღაც ახლის შექმნას. –მე არ ვამბობ ყველაფერს , მაგრამ დახატვით ყველაფერს ვხატავ. –ადამიანებს შორის უფრო მეტი ერთნაირია ვიდრე ორიგიალები.
023939d88cd1
33f539a21acf
წყარო: http://bioart.wordpress.com

nukri

var batumeli 16 wlis

მსგავსი ამბები

Back to top button